საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია პოლიტიკურად აქტიური. განიხილავენ პოლიტიკურ პრობლემებს ფორუმზე, ქუჩაში, ოჯახში და კიდევ სხვადასხვა ფორმატებში. ვინმეს, თუნდაც ბავშვს რომ კითხო ვინ არის ვიცე მერი ქ.თბილისისა, სულ სხაპასხუპით გეტყვიან. ეს გარემოება კარგი სრულებითაც არ არის.
რა თქმა უნდა შენი ქვეყნის პოლიტიკა (მისი ბედიღბალი) უნდა გაინტერესებდეს ზოგადი გაგებით, მაგრამ არა ისე რომ დღედაღამ არასაჭიროებისამებრ ლაპარაკობდე პოლიტიკაზე.
საკითხი დაისმის შემდეგნაირად: რატომ ხდება ასე? რატომაა რომ ამდენი ადამიანია ასე ძალიან პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებული? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მე ვფიქრობ რომ ამის გამომწვევი არის ის რომ ჩვენ ქართველებს პოლიტიკის არსი ადექვატურად არ გვესმის.ჩვენ უფრო მეტად ვირთობთ თავს პოლიტიკაზე საუბრით ვიდრე რომ ნამდვილად შეგვტკიოდეს გული ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე.
ყველამ რომ თავის თავს მიხედოს, გააკეთოს ის რაც მას ევალაბა ოჯახში, სამსახურში, თავის პირად საქმეებში ამით ის უფრო მეტ კარგს შემატებს თავის ქვეყანას თუნდაც რომ ამდაგვარი მესჩანობა ეგოიზმში ჩაუთვალონ.
დამიჯერეთ ეს გაცილებით უკეთესი იქნება!!!
მიმაგრებული სურათი
თუ შენ ამას კითხულობ ე.ი. სხვა საქმე არა გაქ
თუ მე ეს დავწერე ე.ი. სხვა საქმე არ მქონია