Shutter Island-ის დიალოგებმა რამდენიმე ფილმი გამახსენა,სისტემაზე,შეგუებაზე და ა.შ.
ერთ-ერთი მათგანი ესაა...ღამით ვუყურე კიდევ ერთხელ და გადავწყვიტე თემაც გამეხსნა.
აქაც ატრაკებენ:
...Eckhart saw Hell too. He said: The only thing that burns in Hell is the part of you that won't let go of life, your memories, your attachments. They burn them all away. But they're not punishing you, he said. They're freeing your soul. So, if you're frightened of dying and... and you're holding on, you'll see devils tearing your life away. But if you've made your peace, then the devils are really angels, freeing you from the earth...
http://www.imdb.com/title/tt0099871/მთავარ როლში: Tim Robbins.
ჯეიკობ სინგერი ვიეტნამის ომის ვეტერანია,საამაყო წარსულით-ომის გმირი,ფილოსოფოსი,ხელოვნებათმცოდნე(მაგისტრი),ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ყოფით,ყავს ცოლი,სამსახური...ომში ის მუცელში მძიმედ დაჭრეს,მაგრამ სასწაულებრივ გადარჩა,ცხოვრება გრძელდება და ყოველდღიურობას შეჩვეული ცდილობს ფსიქოლოგიური იარების შეშუშებას...
თუმცა რაც დრო გადის ყველაფერი რთულდება,მისი ფიქრები და სიზმრები სულ უფრო ბუნდოვანი და გაუგებარი ხდება...კარგად დავიწყებული წარსულის აჩრდილები მოსვენებას არ აძლევენ,კოშმარებიც უფრო და უფრო მწვავდება,ქვეცნობიერში გადამალული მეტი და მეტი მოგონება ამოტივტივდება ხოლმე მის განცდებში...ის კარგავს რეალური სამყაროს შეგრძნებას...შიგადაშიგ ბოდვა ნელ-ნელა ნორმა ხდება...ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს,თუმცა კითხვებზე პასუხების მიღების წადილი და საკუთარ თავში გარკვევის სურვილი მას ერთგვარი გამოძიებისკენ-გახსენებისკენ უბიძგებს...
ესეც ტრეილერი:
მტკივნეული,ჰალუცინაციური,ხოლო შემდეგ უკვე შიზოფრენიული განვითარება მთავარი გმირის ცნობიერებაში,ფილმის ყურების პროცესში,იძლევა იმის საფუძველს,რომ სიუჟეტური დასასრული სხვა მხარეს წარმართოს მაყურებელმა,ყველაფერს ფინალური სცენა ხსნის...
შთაბეჭდილება აგონიის მოახლოვების,თითქოს წამი-წამზე უნდა აფეთქდეს ყველაფერი...წყვდიადი გადაღებაში,სცენებში,მბურძგლავი აურა და ატმოსფერო...
გადაფასება...გადატანითი მნიშვნელობების კასკადი...შიში და ტკივილი...წარმოუდგენელი და შეუცნობადი პროცესები,რომლებსაც ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება...
სპოილერი რომ აღარ გამომივიდეს უბრალოდ ნახეთ და ისიამოვნეთ!

საინტერესო ინფორმაცია:
ცნობილი კომპიუტერული თამაშის Silent Hill-ის მუზა სწორედ ეს ფილმია.
ასევე გადაღების ხერხი,რომელიც გამოყენებულია რიგ სცენებში Body Horror-ის ჟანრში კლასიკურად ითვლება,შემდგომ წლებში ის გამოყენებულ იქნა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორიცაა Mirrors, Stir of Echoes, The Ring, Oldboy, Saw V, Lost Highway, Amityville Horror
საქმე ეხება ერთ-ერთი მსახიობის თავის პერიოდულ-რიტმულ ქნევას,ამ მოძრაობებს შენელებულ კადრებში იღებდნენ,ანუ კადრების სიხშირე იყო შემცირებული,ჩვეულებრივ სიჩქარეზე გადაყვანის შემდეგ იქმნებოდა სპაზმური ეფექტი.