მორიგი და არაიშვიათი პრობლემა ე39-თან:
დღეს ჩემს ლურჯას შევუძინე კონდიციონერის რადიატორი და დავაყენე, მერე წავიყვანე თეგეტაში ფრეონის ჩასასხმელად. ხელოსანმა ჩაასხა ზუსტად იმდენი რამდენიც ინსტრუქციაში ეწერა 1200 გრამი (!) დავქოქეთ გააცივა და ამბავი

და ამ დროს აღმოვაჩინეთ რომ მილი გასკდა და ჩემი 12 ლარი * 1200 გრამზე იღვრება

როდესაც ხელოსანმა სცადა უკან ამოეტუმბა ის რაც დარჩა, იმ რაღაცა აპარატის მეშვეობით აღმოაჩინა, რომ ძალიან მაღალი წნევა იყო გაგრილების სისტემაში, და დაასკვნა, რომ ამ წნევის გამო გასკდა მილი.
ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იტოს მაღალი წნევა? ან სად გავაკთებინო? მოვკვდი უკონდიციონერობით