
სიტყვა „თეორია”არ ნიშნავს, რომ ამ მოსაზრებაში მეცნიერები დარწმუნებული არ არიან. საქმე იმაშია, რომ მეცნიერულ კონტექსტში თეორიასა და ჰიპოთეზას უფრო სხვანაირი განსაზღვრება აქვს, ვიდრე ყოველდღიურ სასაუბრო ენაში. მეცნიერების ეროვნული აკადემიის განმარტებით, თეორია არის მეცნიერებაში კარგად გამყარებული (დამტკიცებული) ახსნა, რომელიც აერთიანებს ფაქტებს, კანონებს, დასკვნებსა და გამოცდილ ჰიპოთეზებს. ხოლო ჰიპოთეზა არის წინასწარი განაცხადი ბუნებრივი სამყაროს შესახებ, რომელიც მოითხოვს მომდევნო გამოცდებს. თუკი ჰიპოთეზის დასკვნა მართებულია, იზრდება ალბათობა, რომ ჰიპოთეზა სწორია. ხოლო თუ არასწორია, ან უკუაგდებენ, ან კორექტირებას მოახდენენ.
არისტოტელე და პლატონი

ძველ საბერძნეთში პირველი ფილოსოფიური სისტემების შექმნიდან მოყოლებული ადამიანის სულიერი სამყაროს გააზრება ფილოსოფიური წარმოდგენების ფარგლებში მოექცა. ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებებში (პლატონი, სოკრატე, არისტოტელე) მოცემულია ფსიქიკური პროცესების ერთგვარი გაგება:ისინი ისეთი მოვლენებია, რომლებიც რაღაც ზებუნებრივი, „სინამდვილის გადაღმა არსებული“, მეტაფიზიკური არსის - „სულის“ გამოვლინებას წარმოადგენენ. ფსიქოლოგიის განვითარების ამ ეტაპს მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპს უწოდებენ. პირველი სპეციალური ფსიქოლოგიური ნაშრომი, ტრაქტატი სულის შესახებ შექმნა არისტოტელემ ჩვ.წ.აღ-მდე მეოთხე საუკუნეში. მას მიაჩნდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის, რაც სხეულს ცოცხლად ხდის. ყველაფერი, რაც ცოცხალ არსებაში ხდება, სულის მოქმედების გამოვლინებაა.არისტოტელემ მოგვცა ადამიანის სულიერი გამოვლინებების, თანამედროვე ტერმინით ფსიქიკური პროცესების (შეგრძნება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, გრძნობები, ნებელობა) დახასიათება, რომელიც დღესაც გაოცებას იწვევს დაკვირვების სიმახვილით და ანალიზის სიზუსტით.
არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ადამიანში უკვდავია მხოლოდ მისი გონება და სხეულის გარდაცვალების შემდგომ ის ერწყმის სამყაროს გონებას. სწორედ ამას ამტკიცებს თანამედროვე მეცნიერბაც.
ტერმინი "გონი" თავის დროზე ნოდარ ნათაძემ გახადა აქტუალური ჰეგელის "ფილოსოფიური ენციკლოპედიის" ბოლო ნაწილის თარგმნისას. დედანში კი იგულისხმება "სული".

"ადამიანს, სხვა არსებულისაგან განსხვავებული ონტოლოგიური სტატუსი აქვს
როგორც არა აქვს არც ერთ სხვა არსებულს - არც არაორგანულ ნივთს, არც
მცენარესა და არც ცხოველს. ესაა - გონი. გონი - ეს არის უნარი ობიექტურ, თავად
საგნის, თავად ღირებულების პოზიციაზე დადგომისა. შემეცნების აქტები,
ესთეტიკური განცდები, ზნეობრივი მოქმედებები, რელიგიური ცხოვრება. - ყველა ამ
სფეროში მეფობენ არა ადამიანის ვიტალური ინტერესები, არამედ უმაღლესი
ღირებულებები, ჭეშმარიტება, მშვენიერება, სიკეთე. ადამიანს ისიც შეუძლია, რომ
გონის საპირისპიროდ იმოქმედოს და ცხოველს დაემსგავსოს"
თამაზ ბუაჩიძე

გონება და ჭკუა ორი სულ სხვადასხვა თვისებაა. ჭკუა ნიჭია ცხოვრების გარემოებისა და ვითარების გასაგებად და მოსააზრებლად; ხოლო გონება ღვთაებრივი არსებაა სულისა, ცხადმყოფელი იმისი, თუ რა ურთიერთობაში უნდა
იყოს იგი სული ქვეყნიერების მიმართ. გონება ანთავისუფლებს ადამიანს იმ ცდუნებათაგან, რომელსაც ჭკუა ბოჭავს.
ლევ ტოლსტოი

სტუარტ ჰამეროფ ( Stuart Hameroff ) ⇒ - ანესთეზიოლოგი, ნეირობიოლოგი, არიზონის უნივერსიტეტის
ცნობიერების შესწავლის ცენტრის პროფესორი. ადამიანის ცნობიერების მკვლევარი. ნანობიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სამეცნიერო საქმიანობა
სტუარტ ჰამეროფი 1975 წლიდან მუშაობს არიზონას შტატის უნივერსიტეტში და მრავალი წელია იკვლევს ცნობიერების ფუნქციონირების მექანიზმს. 1987 წელს მისი ავტორობით გამოიცა წიგნი (ფინალური გამოთვლა: ბიომოლეკულური ცნობიერება და ნანოტექნოლოგია) «Ultimate Computing: Biomolecular Consciousness and NanoTechnology» ⇒ სადაც იგი ყურადღებას ამახვილებს თავის ტვინის ნეირონების ციტოჩონჩხის მიკრომილაკებში მიმდინარე რთულ ნეიროკომპიუტერულ გამოთვლების სისტემაზე. 1994 წელს როჯერ პენროუზთან ⇒ ერთად ჰამეროფმა შექმნა
"ცნობიერების ნეიროკომპიუტერული Orch OR მოდელი, რომელიც საფუძვლად დაედო ჰამეროფ-პენროუზის თეორიას- " კვანტური ნეიროკომპიუტინგის" შესახებ.ნაშრომში დამტკიცებულია, რომ სწორედ ნეირონების მიკრომილაკები წარმოადგენდნენ მის მთავარ დეპოს.

როჯერ პენროუზს მრავალი პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, 1988 წელს კი სტივენ ჰოკინგთან გაიყო პრემია სამყაროს შეცნობის საკითხში გაწეული ღვაწლისთვის.
პენროუზის ჯილდოების სრული ჩამონათვალი :
დენი ჰაინემანის პრემია მათემატიკური ფიზიკის სფეროში -
ამერიკის ფიზიკის ინტიტუტისა და ფიზიკოსთა საზოგადოებისგან.(1971წ)
ედინგნოტის მედალი ბრიტანეთის სამეფო ასტრონომთა საზოგადოებისგან
(სტივენ ჰოკინგთან ერთობლივად) (1975წ)
სამეფო მედალი ლონდონის სამეფო საზოგადოებისგან (1985წ)
ვოლფის პრემია ფიზიკის დარგში(1988)
ალბერტ აინშტაინის მედალი (1990)
ღირსების ორდენი (2000)
დე მორგანის მედალი ლონდონის მათემატიკოსთა საზოგადოებისგან (2004)
კოპლის მედალი (2008)
ფონსეკის პრემია სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტისგან (2011)
სად მდებარეობს სულის სუბსტანცია რომელიც ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს ? ამაზე ყველა რელიგიას თავისი პასუხი აქვს. ზოგიერთ ერს მიაჩნია, რომ სული თავშია, ზოგი კი თვლის, რომ ის მუცელშია. ძველ ბაბილონში სწამდათ რომ სული ყურებში იყო "დასახლებული". უძველესი ებრაელები ოდითგანვე ამბობდნენ, რომ სული ადამიანის სისხლშია. ამ ვერსიას ესკიმოსები აღუდგნენ წინ და თავიანთი არგუმენტებით ასაბუთებდნენ, რომ სული ხერხემალშია.
რამდენიმე წლის წინ გერმანელმა ფსიქოლოგებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ქალაქ ლიუბეკში. 7-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების გამოკითხვით დააგდინეს, რომ ამ კონტინგენტის წამომადგენელთა დიდი ნაწილი სულის ადგილსამყოფელად თვალებს მიიჩნევს. მართლაც, თვალები ადამიანის სულის სარკეა. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ამ გამოთქმასაც აქვ საფუძველი.
მკითხველს ვურჩევდით წაიკითხოს ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძის ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები ⇒ და ჰეგელის გონის ფილოსოფია ⇓
ბოლოს და ბოლოს მეცნიერებამ დაადგინა, რომ ადამიანის მეხსიერება ( სული ) უკვდავია და ის თავის არეშია.
სტატიის სრული ვერსია This post has been edited by GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS on 4 May 2013, 03:42