korinteli
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 77420
რეგისტრ.: 6-December 08
|
#11780274 · 6 Dec 2008, 18:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამეცით პასუხი თუ რატომ არ ახდენს რეაქციას ეკლესია და ნამდვილი ქართველები მლიქვნელ, ფარისეველ ადამიანებზე???საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დიდი ზარ-ზეიმით ამბით ამცნო საქართველოს, რომ 2008 წლის 30 ნოემბერს გელათის მონასტერში მოინათლა ორმოცი დღის ახალშობილი სოლომონ III. ითქვა, რომ ჩვილს დაბადების მოწმობაში სახელად ჩაუწერეს "სოლომონ III". ნაჩვენები იყო დიდი ტორტი წარწერით "სოლომონ III". ადამიანი იფიქრებდა, საქართველოს მეფეს ნათლავენო... კაცი არ მიაქცევდა ამას ყურადღებას, დემოკრატიაა და ვისაც რა უნდა, იმას დაარქმევს შთამომავალს, რომ არა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა და ხალხის შეცდომაში შეყვანა. (ღმერთმა ის ბავშვის ბედნიერი გაზარდოს, მას არას ვერჩით). მე ვეხები იმ საშინელ ფაქტს რომელსაც საქართველოში წმინდა ფასეულობების შელახვა უნდა. თუ წაიკითხეთ სტატია ერთ-ერთ ჟურნალში სათაურით ""რა დავაშავეთ ქართველებმა"" ანდაც იმედის დილის გადაცემაში თამუნა გომართელის რეპორტაჟით "ჩვენი ბაგრატიონები"" ალბათ დაგებადებათ კითხვა :: ვინარიან ეს დიდგვაროვნები რომელნიც სულ ეხლახან გამოჩდნენ მედიის არენაზე სასაცილო ისარის რომ ეს ახალგამოჩეკილი "ბაგრატიონები" ნამდვილად ცხოვრობდნენ ამერიკაში მაგრამ სამწუხაროდ ისინი "ტიტანიძეები" იყვნენ. მერაბ ტიტანიძეს ანუ ეგრეთწოდებულ "სოლომონ ბაგრატიონს" ყავს მეუღლე თამარა გულედანი და შვილები: კახა ტიტანიძე "კახაბერ ბაგრატიონი" და ლაშა ტიტანიძე "ლაშაბერ ბაგრატიონი". ერთადერთი რაც მაგათ ქართველობასთან აკავშირებთ ეს დედის სვანური სისხლია. მე ვწუხვარ იმ ფაკტზე თუ როგორ თავისუფლად შეუძლია ვიღაც "ტიტანიანს" ( ეს მისი ნამდვილი პირველადი გვარია) გაერიოს ქართული ისტორიის იმ მოსაფრთხილებელ ნაწილში რასაც სამეფო გვარი ჰქვია. მანამდე, 27 ოქტომბერს დიდი პუბლიკაცია მიეძღვნა ამ საკითხს და წარმოგვიდგინეს (მისივე თქმით) იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის შთამომავალი ბატონი სოლომონი და შემოგვთავაზეს მასთან ინტერვიუ (გაზ. "მიძღოდე მე უფალო", # 1, ოქტომბერი, 2007. გაზ. "ახალი თაობის" ჩანართი 27-10-2007). ჟურნალისტ ნატო გაგნიძესთან საუბარში ბატონი სოლომონი ამბობს: "1810 წელს სოლომონ II-მ ტახტი დაკარგა. მას ჰყავდა ვაჟები ტარიელი და ვახტანგი. ჩემი წინაპარი გახლდათ პაპუნა, რომელიც სოლომონ II-ის შვილიშვილი იყო". მისი თქმით, პაპუნას შთამომავლობას ბაბუნაშვილის გვარი დაუდგინდა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბატონი სოლომონის შვილიშვილი, ("სოლომონ III") უნდა აღიზარდოს მონასტერში და "იქნება შესაძლებელი გახდეს ღირსეული პრეტენდენტი სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის". ბატონი სოლომონი კი ამბობს: "სასიხარულო იქნება თუ ყველა ბაგრატიონთა ოჯახში მსგავსი წესით აღიზრდება ახალშობილი ვაჟი და მერე ერის სამსჯავროზე წარსდგებიან. თუ მეფეს არა, საბოლოოდ ნამდვილ ქართულ წიაღში აღზრდილ მამულიშვილებს მივიღებთ". ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ბავშვს, რომელსაც სოლომონ III დაარქვეს, ბატონი სოლომონი საქართველოს სამეფო ტახტის პრეტენდენტად მიიჩნევს. ეს დასტურდება ბატონი სოლომონის შემდეგი სიტყვებითაც: "კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ დადებითი და უარყოფითი ტალღა პირველად ჩემს ზურგზე გადაივლის, მაგრამ ამის არ მეშინია, რადგან ღრმად მწამს, რომ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა ჩემსკენ თუ ამ საყოველთაო იდეისკენ მიმართული ღირს ბრძოლად. კონსტიტუციური მონარქიისათვის, როგორც მონარქის, ასევე საზოგადოების მომზადება საჭიროა". ერთი სამწუხარო ფაქტი მინდა შევახსენო ბატონ სოლომონს, და ყველას ვინც პომპეზურ სიუჟეტებს ამზადებდა, ან მონაწილეობდა მასში, მთელს საქართველოს: _ წმიდა მეფე სოლომონ II-ს შვილები არ ჰყავდა. ასევე უნდა ითქვას, რომ თვით მოქმედი მეფის მემკვიდრე ვაჟებსაც კი არ ნომრავენ არსად, არასდროს, არაფრისდიდებით. სად გაგონილა, ბავშვი დაიბადოს და მეფის ან მთავრის დამახასიათებელი "ნომერი დაუნიშნონ". ისე, ბაბუნაშვილების გვარის ერთ შტოს აქვს ასეთი გადმოცემა: რუსეთის მიერ იმერეთის დაპყრობის მერე 1810-1820 წლებში იმერეთის ყოფილი მეფის დავით IV-ის (წიგნში კორექტურული შეცდომაა, უნდა იყოს დავით II. იმერეთში სულ სამმა დავითმა იმეფა. მათ შორის ბოლომ სოლომონ II-ის სახელით) ძის, როსტომის შვილები, ტარიელი და ვახტანგი, რუსულ მმართველობას ემალებოდნენ, თურმე. თავად ნიჟარაძეების მამულში, სოფელ ოფშკვითში ერთ-ერთ მათგანს შეეძინა შვილი პაპუნა. მერე ტარიელი და ვახტანგი ირანში გადაიხვეწნენ. მათი ბედი უცნობია. პაპუნა ჩაუწერიათ საეკლესიო აზნაურად. პაპუნას შეეძინა შვილი გიორგი, რომელსაც რუსების მიერ არ ჰქონდა აზნაურის წოდება დამტკიცებული. არც მის ბაგრატიონობას ცნობდნენ. ამიტომ გიორგის დარჩა გვარი ბაბუნაშვილი (პაპუნას სახელიდან). იხ. იაკობ ახუაშვილის წიგნი "ქართული გვარ-სახელები", ტომი IV, გვ. 120-121. დავით II-ს მართლაც ჰყავდა შვილიშვილები ვახტანგი და ტარიელი. ისინი როსტომის შვილები იყვნენ და არა სოლომონ II-ისა. თუმცა, გადმოცემა პაპუნას ბაგრატიონობისა დოკუმენტებით არ დასტურდება. ამიტომ, ისტორიკოსები და ბაგრატიონები ბაბუნაშვილებს ბაგრატიონებად არ აღიარებენ. ასე, რომ ბატონმა სოლომონმა ბაბუნაშვილებში არსებული ლეგენდაც აურია და სოლომონ II-ის (საქართველოს) ისტორიაც. ბევრი სასულიერო პირი, ჩოხოსანი და ჟურნალისტი შეცდომაში შეიყვანა და გაუგებარ პომპეზურ თავყრილობასა და ავანტურაში მიაღებინა მონაწილეობა. შესაძლოა, ეს ბაბუნაშვილები მართლა არიან როსტომ ბაგრატიონის შთამომავლები, მაგრამ, რადგან ამის საბუთი, დოკუმენტი არ არსებობს, მათ შეუძლიათ დაამტკიცონ თავისი ბაგრატიონობა სისხლის ანალიზის მიხედვით (დნმ), თუ ძალიან მოინდომებენ. ამისთვის საჭიროა სისხლის ანალიზის შედარება რომელიმე მეფის მონაცემებთან, ან იმერეთის ბაგრატიონების, ნონო დავითის ასულის, ან ირაკლი გრიგოლის ძის სისხლის მონაცემებთან. მაგრამ, რომც დამტკიცდეს მათი ბაგრატიონობა და ბაგრატიონთა საგვარეულომ სცნოს ისინი მოგვარეებად, მაინც უნდა იცოდეს ბატონმა სოლომონმა, რომ მის ოჯახს ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტისკენ გზა არა აქვს გახსნილი, იმიტომ, რომ ლეგიტიმურად აღმოსავლეთ საქართველოს ტახტს სხვა მემკვიდრეები ჰყავს (იხ. ჩემი წიგნი "კონსტიტუციური სახელხო მონარქიისათვის"). აღმოსავლეთ საქართველოში ტახტის პირველი მემკვიდრეა ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი, მეორე მემკვიდრეა ირაკლი გიორგის (ხორხეს) ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი, მესამეა მისი ძმა დავითი, მერე მათი ძმა გურამი და ასე შემდეგ. ხოლო იმერეთის (დასავლეთ საქართველოს) ტახტის პირველი მემკვიდრეა სოლომონ I-ის ძმის შთამომავალი ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონ-იმერთბატონი, მეორეა მისი ვაჟი დავითი, მესამეა შვილიშვილი ირაკლი. ისე, ბატონი სოლომონი შეცდომაში შეიყვანა ზოგიერთი საეკლესიო პირის დაუზუსტებელმა განცხადებამ, უფალი გამოარჩევსო მეფეს. უნდა დაზუსტდეს. უფალი არჩევს უფროსობის პრინციპით, და მხოლოდ ამ პრინციპით გამოირჩევა ის, ვინც გაიზრდება ეკლესიის წიაღში და არა მრავალ ბაგრატიონთა შორის, არა ყველა ბაგრატიონს შორის კენჭისყრით (იგულისხმება, რომ პირველ მემკვიდრეებს შესაძლოა ვაჟი არ ეყოლოს, მაშინ მემკვიდრეობა გადავა მომდევნოს ვაჟზე (იხ. იქვე). მეფის არჩევის (გამორჩევის) უფლება ქართული კანონებით არა აქვს არც მეფეს, არც კათალიკოსს, მით უმეტეს, ელექტორატს. კანონი კანონია, უფროსი ადის ტახტზე, თუ უფროსი მოკვდება ან ავად არის, მაშინ მომდევნო ძმა (იხ. იქვე). სამწუხაროდ, ასეთი ავანტურა არ მოხდებოდა გულანთებულ მამულიშვილებს _ საქართველოს ეკლესიის მესვეურებს მეტი ინტერესი რომ გამოეჩინათ ლეგიტიმიზმის კანონებისადმი და ინფორმაციები გადამოწმებულიყო კომპეტენტურ პირებთან, ლეგიტიმიზმის სპეციალისტებთან. მონარქიას აქვს თავისი მკაცრი კანონები, ამ კანონების დარღვევა დანაშაულია ერისა და, რაც მთავარია, ღვთის წინაშე. ეს კანონები იქმნებოდა ქართული სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეების მიერ საუკუნეების მანძილზე. ამ კანონების დარღვევას ვერ ბედავდნენ თვით მეფეებიც კი. ლეგიტიმიზმის კანონები მოცემულია ძველ აღთქმაში, ძველ ქართულ წყაროებში, ძველ სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურაში (მათ შორის "ვეფხისტყაოსანშიც" კი). მათ შესახებ საუბარი გვაქვს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის".
|