ვისაც არ მოგვეწონა შეიძლება დავპოსტოთ?

საშინლად არ მომეწონა! ბოლოს დემონტრაციულად ავდექი და გავედი
ბუნებაც ვერ შევამჩნიე და ყოველი სექსუალური სცენისგან რომ ცალკე ფილმი გააკეთეს ამანაც დამღალა. კარგი ერთხელ გავიგეთ რომ ის დიდი კაცი ძაან ნიუკლუჟი, მაგრამ მოსიყვარულეა და ეს ნაზი ქალი ძალიან გამოუცდელი, მაგრამ სიყვარულს მოკლებულია, მეორეჯერ დავრწმუნდით, მესამეჯერაც, მთელი დღე???????
ფილმს არ აქვს საუნდტრეკი, და ჩემი აზრით ძალიან აკლია. ზოგჯერ შემაწუხა ამ სიჩუმემ, კარგი კომპოზიტორი დახატავდა!
და ყველაზე საშინელი რაც კი იყო: ტექსტი! უცებ რო დაიწერებოდა: "მეორე დღეს მას ძალიან გაუხარდა გამგზავრება!" რა ჭირად მინდა ამას რო წერენ? რაიყო რო შევხედავ ვერ გავიგებ რო გაუხარდა? ან იქნებ არ იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებულები და იფიქრეს: ნუ თუ ვინმემ ვერ გაიგო რა ხდება, ტექსტიც მივაყოლოთო.
ზაკადროვი ხმაც აბსოლუტურად უადგილო იყო.
აჩვენებენ როგორ ერთობა ეს ლედი ჩატერლეი რივიერაზე და ვიღაც ქალი კიდევ მიყვება რა ხდება კადრში! მე რა დებილი ვარ და ვერ გავიგებ???? ამ ზაკადროვი ბჟუტურს მუსიკა დაერთოთ ფილმისთვის ერჩივნათ.
მოკლედ საოცრად ნუდნი ფილმი გამოდგა თანაც, ნახევარი საათით ან 45 წუთით მოკლე რო ყოფილიყო კიდევ უყურებდა კაცი(ქალი უფრო).
And then he ran into my knife....
He ran into my knife 10 times!