მოგეხსენებათ 15.04.10 19:02 კუნძულ ისლანდიაზე ამოიფრქვა ვულკანი, რომელმაც ამოისროლა მილიონობით ტონა ფერფლი. მეცნიერების გასაკვირად ვულკანი ჯერ კიდევ ყალიონს აბოლებს და არ აპირებს ლავის ამოდენას. სწორედ ეს ფაქტი აშინებს ყველას, ვულკანმა ნებისმიერ დროს შეიძლება ამოუშვას გავარვარებული ლავა.
ეხლა კი შევეხოთ იმ გლობალურ პრობლემას რაც თან ახლავს ვულკანის ამოფრქვევას. მოგეხსენებათ ეს ვულკანი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკური ქედის ბოლო ნაწილზე. ოკეანის საშუალო სიღმე ქედის მიდამოებში 7 კმ-ს აღწევს, აქედან ქედის სიმაღლე 5 კმ-ს წარმოადგენს, ესეიგი იგი წყლის ქვეშ 2 კმ-ის სიღრმეზე იწყება და სრულდება ფსკერამდე. ერთ დროს ისლანდიაც ხომ წყლის ქვეშ იყო, მაგრამ ამჟამად ზევითაა ამოტივტივებული და წარმოადგენს კუნძულს. საინტერესოა რამ განაპირობა ერთ დროს ჩაძირული ხმელეთის ამხელა მასის წყლის ზედაპირზე ამოსვლა?! პასუხის ძიებაში მივდივართ ისევ და ისევ ტექტონიკუ ძვრებთან, რომელიც დედამიწის სიღმეში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. იგივე ტექტონიკური ძვრები იწვევს ცუნამის გავრცელებას და ა.შ.
ვულკანის სიახლოვე ჩრდილო ატლანტიკურ ქედთან გვაძლევს იმის საშიშროებას რომ ერთ დღესაც შეიძლება ეს ქედი ვულკანის ტექტონიკური მოქმედებით წყლის ზედაპირზე ამოვიდეს როგორც კუნძული ისლანდია. ახლა კი გავაანალიზოთ თუ რა შედეგი მოყვება ამხელა მასის 5 კმ-ი სისქის ქედის წყლის ზედაპირზე ამოწევას. ასევე საინტერესოა ის ფაქტი რომ თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ქედი რა სისწრაფით ამოვა წყლის ზედაპირზე. თუ ქედმა სწრაფად დაიწყო წყლის ზედაპირზე ასვლა ცხადია უზარმაზარ ტალღებს წარმოქმნის რამაც შეიძლება უზარმაზარი კატასტროფაც კი გამოიწვიოს.
რამდენიმე პროფესორთან მომიწია კიდეც შეხვედრა და დიალოგის გამართვა ამ თემაზე, მათი აზრით კარგს არაფერის უნდა ველოდოთ თუ ეს ასე მოხდება.
ასევე არსებობს ხელოვნური გამომწვევი მიზეზი - ამ საკითს რომ არ შევეხო არ შეიძლება. მოკლედ ყველას მოგეხსენებათ რომ XXI-ე საუკინის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მოლოდინს გადააჭარბა და აქედან გამომდინარე ლოგიკურად დასაშვებია რომელიმე განვითარებულ ქვეყანას აწყობდეს მძგავსი სიტუაციის შექმნა.
ბოლოს კი მინდა ყველა აქტიურად ჩაერთოს ამ თემაში და მოიყვანოს თავისი ფაქტები, არგუმენტები ცნობები და ა.შ.
- ავტორი: დავით საძაგლიშვილი
- წყარო: სტატიის ლინკი
- საავტორო უფლება დაცულია - გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლება, ამ სტატიის სხვა საიტზე განსათავსებლად სტატიას დაურთეთ ავტორი და წყარო.
This post has been edited by millionpixel on 26 Jun 2010, 15:55
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.