http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...id=18874&act=nsამერიკის შტატ ტეხასის გუბერნატორის პოსტზე ძაღლი ვუდროუა წარდგენილი. ლორი მაიკლმა საკუთარი ძაღლისთვის პოლიტიკური კარიერა იმისთვის აირჩია, რომ ამომრჩევლებმა მეტი ყურადღება მიაქციონ უსახლკარო ცხოველების პრობლემებს. თანხა რომელიც შეგროვილი იქნება ვუდროუს წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქველმოქმედო ორგანიზაცია Austin Pets Alive-ს გადაეცემა, რომელიც უსახლკარო ძაღლებისა და კატების პრობლემებითაა დაკავებული.
ჯერჯერობით უცნობია შეაგროვებს თუ არა ძაღლი ვუდროუ საკმარის ხელმოწერებს საარჩევნო სიაში მოსახვედრად.
ყველა შემთხვევაში, ვუდროუ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან კანონის მოთხოვნით ტეხასის გუბერნატორი ოცდაათი წლის უნდა იყოს და ტეხასში ხუთი წელი უნდა ცხოვრობდეს.
ვუდროუ კი მაიკლმა 2006 წელს ადგილობრივი ცხოველთა თავშესაფარიდან ჯერ კიდევ ლეკვი აიყვანა.
ტეხასის გუბერნატორის არჩევნები 2010 წლის 2 ნოემბერს არის დანიშნული. ძირითადი კანდიდატები ამ პოსტზე არიან “რესპუბლიკელი” რიკ პერი, “დემოკრატი” ბილ უაიტი და ლიბერტანიალური პარტიის წარმომადგენელი ქეითი გლასი.