Giga82სავარაუდოდ 395 კითხვიანი ტესტი მინესოტას ტესტი(MMPI) უნდა იყოს.
რამდენადაც მახსოვს, ამ ტესტით ადგენენ პიროვნების ფსიქოლოგიური მდგომარეობის "მდგრადობას" (ის, რაც საჭიროა პოლიციის აკადემიის სტუდენტთათვის), ფემინიზმს, მასკულინიზმს, სანდოობას, შფოთვის დონეს, კონტაქტურობას და ა.შ...
საერთოდ ეს ტესტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა სხვადასხვა კომპანიათა მიერ კადრების შერჩევისას, ოღონდ საქართველოში ნაკლებად.
ტესტი ეხმარება ფსიქოლოგს, რათა შეექმნას შეძლებისდაგვარად მრავლისმომცველი წარმოდგენა შიდაპიროვნულ პოზიტიურ და ნეგატიურ მახსიათებელებზე, გარემოსთან მისი ურთიერთობის რესურსებსა და შესაძლებლობებზე.
მიაქციე ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბევრი კითხვა მეორდება - შებრუნებული ვარიანტებით, რადგან ასე ბევრად იოლია, რომ რესპოდენტს გამორჩეს მხედველობიდან საკუთარი შეცდომა-სიცრუე ...

აბა გადახედე, ამას გულისხმობდი?
http://azps.ru/tests/smilm_text.htmlქართულ ვარიანტს ვერ მივაგენი სამწუხაროდ.
This post has been edited by TAMTAgirl on 19 Oct 2010, 23:30
ომი მშვიდობაა! თავისუფლება მონობაა! უმეცრება ძალაა! ©ჯ. ორუელი
Волки могут становиться пастухами, если успеют понять, или если не станут собаками. Собаки - нет. Овцы... Удел овец - страдать. ©сказка
Я буду молчаливой галлюцинацией. ©Булгаков, "Мастер и Маргарита"