ვის გაქვთ საკვები დანამატების იმპორტის გამოცდილება?

რამდენად სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით იმპორტირებულ პროდუქციაზე (საკვებ პროდუქტზე ან/და საკვების დანამატზე) ქართული ანოტაციის ან/და ქართულ ენაზე სხვა ინფორმაციის, ისეთის როგორიც არის: მოხმარების წესები, შემადგენლობა, ვარგისიანობის ვადა, მწარმოებლის ან/და იმპორტიორის საკონტაქტო ინფორმაცია - ის არსებობა?
რომელი საკანონმდებლო აქტები არეგულირებს აღნიშნულს?
თუ სავალდებულოა, რა პროცედურა არის საჭირო? ეს უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი, სახსტანდარტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე შედგენილი ინფორმაცია თუ შემიძლია თვითონ ვთარგმნო და დავაბეჭდო შეფუთვას?
მე როგორც ვხვები სავალდებულო არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდუქტი მინახავს, რომელსაც არ აქვს ქართული წარწერა, თუნდაც ნესტლე-ს პროდუქცია.
არსებობს თუ არა რაიმე საჯარიმო სანქციები ქართული წარწერის არ არსებობის შემთხვევაში?
საერთოდ საკვები პროდუქტის იმპორტისას არის თუ არა სავალდებულო რომელიმე საქართველოში რეგისტრირებული/აკრიდიტირებული ლაბორატორიის დასკვნა პროდუქტის ხარისხის შესახებ? (პოტენციურ პროდუქციას აქვს ჰასაპი და იფს სერთიფიკატები, რომელიც გაცემულია ევროკავშირში აკრედიტებული ორგანოების მიერ, მწარმოებელიც ევროკავშირშია რეგისტრირებული). ხდება ევროკავშირში გაცემული სერტიფიკატების აღიარება? რა პროცედურაა ამისთვის საჭირო?