1. თემის გახსნისთვის აუცილებელია მოკლე ინფორმაცია [ჯგუფის, მომღერლის, სტილის] შესახებ ქართულ ენაზე . (ვიკიპედიიდან დაკოპირებული ბიოგრაფია არ არის საკმარისი) + ალბომის/სიმღერის გადმოსაქაჩი ლინკი (მინიმუმ 2 სიმღერა). Uთუბის ლინკებით და წიპა "ვინ უსმენს ამ ჯგუფს?" პოსტით გახსნილი უინფორმაციო თემა დაიხურება.
2. იკრძალება ე.წ. VS თემების გახსნა (თემატურიც და არა თემატურიც) მაგ: Rock თუ Pop?
ან ან Oasis Vs Blur, ელექტრონიკა თუ როკი ბრატცი, ან გამოკითხვები რომელი გიტარისტი, ბასისტი ან ვოკალისტია საუკეთესო?
ამასთან ერთად, იკრძალება ისეთი დისკუსიის დაწყება, რომელიც წარმოშობს უაზრო კამათს/წყლის ნაყვას თემაზე, თუ რომელი მუსიკოსია უფრო უკეთესი (ეხება კონკრეტული ჯგუფის/მუსიკოსის თემას)
3. იკრძალება ულინკო და უინფორმაციო თემების გახსნა .
4. ყველანაირი სახის ოფფ-ტოპიკები , რომლებიც აბინძურებენ განყოფილებას (მაგ: ეხება მელომანიის სურათებსაც - ამიერიდან ნებისმიერი უსურათო პოსტი მოცემულ თEმაში წაიშლება , ხოლო ავტორი დასაჩუქრდება ვორნით ან ბანით )
აქ ასევე იგულისხმება სხვისი სურათების დადება და ამით უაზრო კაიფი. (მაგ მელომანიის სურათებში)
5. თემის გახსნისას სავადებულოა ქვესათაურში ჟანრის/სტილის მიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაიხურება.
6. არაქართული ჯგუფის ან მომღერლის თემის გახსნისას სახელი აუცილებლად უნდა დაიწეროს ლათინურად.
7. წინადებების, პრეტენზიებისა და შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მოდერაციას PM-ით.
8. ერთმანეთის, მუსიკალური სტილებისა და შემსრულებლების შეურაცხყოფა (ასეთები ეგრევე სასტიკად დაისჯებიან ). ამონარიდი ძველი წესებიდან: „თუ თვლით, რომ რომელიმე თემა თქვენს მელომანურ მეობას შეურაცხყოფს და ამ თემის დანახვისას შიგ შევარდნისა და იქაურობის წაპილწვის დაუძლეველი სურვილი გიჩნდებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ, მერე ამოისუნთქეთ, მერე ისევ ჩაისუნთქეთ, მერე ისევ ამოისუნთქეთ, მერე შედით სხვა ტოპიკში და მიიღეთ ვალერიანი. ან დიაზეპამი.
ეხლა რა იგულისხმება წაპილწვაში:
მუსიკის ლანძღვა, აზრს მოკლებული პოსტები ტიპა „ნახეთ რა მაგრა ვხუმრობ“, მორალის კითხვა, აზრს მოკლებული პოსტები ტიპა „რამე ხო უნდა დავპოსტო“. © Zyklon“. ასევე - ’ფუუუუუუუ ამას როგორ უსმენთ’, რწყევის სმაილიკი და ა.შ.
თემის წაბილწვისთვის და ნებისმიერ მუსიკოსზე ან ჯგუფზე რაიმე შეურაცხმყოფელის თქმისთვის პირდაპირ 40 % ვორნს მიიღებთ.
აკრძალვას ექვემდებარება შემდეგი ტიპის პოსტებიც - 'აუ პეპერსები მაგარია, მაგრამ მეტალიკა უფრო ასწორებს'. ასეთი ნაწერები იშლება გაფრთხილების გარეშე, შემდგომში უაზრო კამათის თავიდან ასაცილებლად.
9. ისეთი სურათების გამოქვეყნება, რომელიც არაა შეთანხმებული იმ მელომანთან, ვისიც ფოტოც იდება და ეს უკანასკნელი გამოთქვამს პროტესტს. პროტესტის შემთხვევაში აღნიშნულ სურათი წაიშლება. პოსტის ავტორი კი პირველ ჯერზე მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას. ამავე დროს, ნებისმიერ მუსიკალურ ტოპიკში არათემატური ფოტოს გამოქვეყნება. © humanoidi
10. ამიერიდან მელომანიაში იკრძალება გინება/უხამსი სიტყვები დასაშვებია მხოლოდ სიმბოლოებით (მაგ: ბ&^ი ) და ა.შ.
11. შევეცადოთ ვწეროთ ქართული ასოებით , რა თქმა უნდა, არ იკრძალება სვა ენაზე პოსტვა , მაგრამ შევეცადოთ ქართულად
12. 100 გვერდზე ზემოთ თემები იხურება.
13. აკრძალულია ისეთი თემების გახსნა, სადაც თემის სათაური და ქვესათაური ნათლად არ იქნება ჩამოყალიბებული.
14. ალბომის ან სიმღერის ძებნისას დაპოსტეთ თემაში - ძებნა-ძიება / გაცვლა-გამოცვლა , წინააღმდეგ შემთხვევაში "აუ ბრატცი ეს სიმღერა მომძებნინეთ" და მსგავსი თემები დაიხურება. ასეთი თემის განმეორებით გახსნის შემთხვევაში ავტორი მიიღებს ვორნს.
15. უფუნქციო თემების ამოწევაზე ჩვენთან ასევე ვორნი ან ბანია. რას გულისხმობს ეს: ძველ, მიკარგულ, 2-3 წლის წინათ გახსნილ თემებს, რომელთა შინაარსიც არ არის პირდაპირ კავშირში მუსიკასთან და უფრო მეტად ხუმრობების ბუდეა, ვიდრე სადისკუსიო თემა. ვორნს ან ბანს მიიღებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ასეთ თემას მოიძიებს და დაპოსტავს მასში (რის შედეგადაც თემა აიწევა პირველ გვერდზე). მსგავსი თემების უმრავლესობა მომდინარეობს იმ დროიდან, როდესაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო ნებისმიერი, თუნდაც არამუსიკალური შინაარსის თემის შექმნა მელომანიის განყოფილებაში. ამჟამად მსგავსი ინიციატივები აღარ მიიღება.
16. . დამატება წესებში- თემის სათაურების და სურათების ზომების შესახებ. იხილეთ
17. სანამ გახსნით თემას, გადახედეთ ძველებს ან მოიძიეთ ისინი. იხილეთ სახელმძღვანელო
18. დამატება თემების გახსნის შესახებ. რა ვწეროთ სათაურში, ქვესათაურში და ა.შ. იხილეთ. აუცილებელი წესია!
19. პოსტების ციტირებისას ციტირებაში სურათების მოყოლებაზე, რის გამოც გვერდი ხშირად იჭედება (სურათის ზომის გამოც). იხილეთ.
20. კონცერტების და ფესტივალების აფიშირების შესახებ
+ 21. ვინც ნოიზს არ მოუსმენს დაიბანება სარეცხი 75 პროცენტიანი საპნით