ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთს ბელორუსის შესაძლო დაკარგვაზე აფრთხილებს
11:12 30-06-2010
ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთს ბელორუსის შესაძლო დაკარგვაზე აფრთხილებს . ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, მოსკოვსა და მინსკს შორის გაზის კონფლიქტმა შესაძლოა, ორი ქვეყნის შემდგომ ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
"არ მგონია, რომ რუსეთი ამ ოფიციალურად ცნობილ კურსს გააგრძელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი დაკარგავს ბელორუსს და ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება - მორალური, მატერიალური, სამხედრო-პოლიტიკური, ნებისმიერი ასპექტით", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაზის საკითხზე მომხდარი უთანხმოების შესახებ ლუკაშენკო აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი მომავალშიც ამავე სახით გააგრძელებს პოლიტიკას, ბელორუსს ეს დიდ სირთულეებს არ შეუქმნის.
"ასეთი პოლიტიკა ცუდ შედეგებს თავად რუსეთის ფედერაციას მოუტანს. ბელორუს და რუს ერებს შორის ურთიერთობაზე ეს არ იმოქმედებს, ერებსა და ხელმძღავენელობებს შორის ურთიერთობები განსხვავებული ცნებებია", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
"გაზპრომმა" დავალიანების გამო, მედვედევის დავალებით, ბელორუსს გაზის მიწოდება 21 ივნისიდან შეუმცირა და ვალის გადასახდელად 5-დღიანი ვადა დაუწესა. ბელორუსის თხოვნა ვალის გადასახდელად ორკვირიანი ვადის დაწესების შესახებ რუსეთმა არ დააკამყოფილა. "გაზპრომისათვის" გადასახდელი 187 მილიონი დოლარი ლუკაშენკოს აზერბაიჯანელმა კოლეგამ ასესხა.
http://new.interpressnews.ge/ge/msoflio/13...rthkhilebs.htmlემანდ ბაწკა არ ჩამოალაბორანტონ