
lineage - წარმოადგენს მრავალმომხმარებლიან თანამედროვე ონლაინ MMORPG - ტიპის თამაშს, რომელსაც ონლაინის მეშვეობით ათასობით მომხმარებელი ერთად თამაშობს. თამაშში წარმოდგენილია ძველი სამყარო, რომელიც სავსეა თავგადასავლებით. თამაშში ირჩევთ პერსონაჟს, რომელსაც ანვითარებთ და აგყავთ lvl-ებზე. თამაშის დასაწყებად უნდა აირჩიოთ სათამაშო სერვერი და თამაშის ვერსია. თამაშის ვერსიები შემდეგი სახისაა: lineage 2 C4, lineage 2 C5 Interlude, lineage Hellbound, lineage Kamael, lineage 2 Gracia და ა.შ. დღესდღეობით ძირითადად ამ ვერსიებს ეტანებიან გეიმერები, ასე რომ თქვენ თუ აპირებთ თამაშის დაწყებას გირჩევთ რომელიმე მათგანი ამოირჩიოთ. ეხლა კი რაც შეეხება სერვერს სადაც ვითამაშებთ. არსებობს სხვადასხვა სახის სერვერები მაღალრეიტიანი და დაბალრეიტიანი ასევე სერვერები ერთმანეთისგან განსხვავდება ზბორკებით, ანუ იმ ნივთებისა თუ სხვა ფუნქციების შემცველობით, რომელიც თამაშში გვხვდება. გაითვალისწინეთ რომ დაბალრეიტიან სერვერზე თამაში რთულია ხოლო მაღალრეიტიანზე კი ადვილი, ასე რომ თუ აქამდე ამ თამაშთან შეხება არ გქონიათ მაშინ მაღალრეიტიანით ამჯობინეთ დაწყება. სასურველი სერვერის არჩევის შემდეგ, ექაუნთის შესაქმნელად გადიხართ რეგისტრაციას ამ სერვერზე, ხოლო შემდგომ სერვერის საიტზე არსებული download განყოფილებიდან იწერთ სათამაშო patch-ს რომელიც წარმოადგენს თამაშის პროგრამულ ფაილებს, მისი დაინსტალების გარეშე ვერ შეძლებთ სერვერზე შესვლას. patch-ის ინსტალაცია მარტივია, გადმოწერილი ფაილი როგორც ასეთი იქნება დაარქივებული, ამოვაარქივებთ და ფოლდერში არსებულ ფაილებს დავაკოპირებთ და გადავაწერთ C:\Program Files\lineage2\ (ან შეხვალთ იმ მისამართზე სადაც გაქვთ თამაში დაინსტალებული) ფოლდერში მყოფ ფაილებს ზევიდან. patch-ს ასევე შეიძლება მოყვეს updater-ი, არ დაიბნეთ აფდეითერი საჭიროა რათა სერვერზე მიმდინარე ცვლილებების განახლება მოახდინოთ მარტივად და არ მოგიწიოთ ყოველ განახლებაზე ახალ-ახალი patch-ის ჩამოწერა. updater -ი მოყვება თითქმის ყველა სერიოზული სერვერის patch-ს.
სანამ თამაშს გადაწყვეტთ ასევე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კომპიუტერის მონაცემები, რომელიც უნდა იყოს მაღალი რათა არ გქონდეთ სერვერზე პინგი და ასევე ინტერნეტიც უნდა გიწყობდეთ ხელს, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშს აზრი ეკარგება.
ექაუნთის დარეგისტრირებისა და patch-ის დაინსტალების შემდგომ შედიხართ თვით სერვერზე, პირველ შესვლაზე სისტემა მოგთხოვთ შექმნათ სასურველი პერსონაჟი.
თამაშში გვხვდება შემდეგი რასები:
- ადამიანთა რასა
- თეთრი ელფების რასა
- შავი ელფების რასა
- ორკების რასა
- გნომების რასა
სასურველი რასის არჩევის შემდეგ სერვერი ჩაგრთავთ თამაშში, სადაც თვალწინ გადაგეშლებათ მომაჯადოვებელი ძველი სამყარო ათასი საოცრებითა და თავგადასავლით. თამაშის პრინციპი შემდეგია - პერსონაჟი აგყავთ lvl-ებეზე, უგროვებთ გამოცდილებას, უძენთ skil-ებს ანუ უნარებს, აცმევთ, აქორწინებთ, მონაწილეობას იღებთ ქალაქების დაპყრობაში, ვაჭრობთ, კლავთ, მონაწილეობას იღებთ დუელებში, ტურნირებში, ჩემპიონატებში, კოლიზეუმში, ასევე ასრულებთ სხვადასხვა დავალებებს, იღებთ არისტოკრატის წოდებას, გმირის წოდებას და ა.შ.
უამრავი ქალაქია, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან დონეების მიხედვით. ქალაქიდან ქალაქში გადასასვლა შეგიძლიათ ტელეპორტების საშუალებით, ან ფეხით გზადაგზა სიარულით, რუკის მეშვეობით. ტელეპორტაციის გამოსაყენებლად გჭირდებათ ამა თუ იმ ქალაქიდან ქალქში გადასასვლელად განსაზღვრული თანხა, რომელსაც ცხოველების მოკვლით გამოიმუშავებთ. ასევე იარაღის, საჭურველის, სამკაულების (რომლებიც ორთაბრძოლების დროს გიცავთ წყევლისგან), ელექსირების და ასევე სხვა ნივთებისა.
ეკრანის ზედა მარცხენა ნაწილში შეგხვდებათ შემდეგი ინდიკატორი, რომელიც გიჩვენებთ CP, HP და MP-ს. CP, HP და MP გაკლდებათ მაშინ, როცა pvp-ებს აკეთებთ, HP და MP როცა ცხოველებზე ნადირობთ, მარტო MP კი როცა სერვერზე არსებულ NPC-ებს უტევთ. MP იხარჯება კონკრეტული სკილები გამოყენების დროს, როგორც ასეთი ამა თუ იმ სკილს მონაცემებში უწერია თუ რამდენ MP-ს მოიხმარს თითო გამოყენებაზე. მეოთხე ბალონი აღნიშნავს გამოცდილების პროცენტულ მაჩვენებელს. როგორც კი 100 % -ზე ახვლათ მაშინვე გადაყავხართ lvl-ზე.

რაც უფრო ზევით და ზევით ადიხართ lvl-ებზე მით უფრო მეტი სკილი ემატება თქვენს პერსონაჟს. არ დაგავიწყდეთ პროფესიის არჩევა. I პროფესია უნდა აუღოთ 20 Lvl-ზე, II პროფესია 40 Lvl-ზე და III პროფესია 76 Lvl-ზე. თუ პროფესიებს არ აიღებთ და მარტო Lvl-ზე აიყვანთ ახალი უნარები არ დაემატება.
ახლა კი რაც შეეხება პროფესიებს. პროფესიებიც იყოფა ორ კლასაც: მაგიკოსის და მეომრის, ხოლო ცალკე თითოეული კლასის პროფესია განსხვავებულია და ასევე ისინიც იყოფიან ქვეკლასებათ. ადამიანებს, ელფებს, ორკებს თავიდანვე აქვთ როგორც მაგიკოსას ასევე მეომრის პროფესია, ხოლო გნომს აქვს მეომრის. გნომზე ასევე შესაძლებელია მაგიკოსას პროფესიის აღებაც, ამისათვის საჭიროა სპეციალური ქვესტის გავლა, რომელიც იძლევა დამატებითი კლასების აღების საშუალებას. sub class-ზე გადაცვლის შემდგომ ძირითადი პროფესია არ გეკარგებათ, შემდგომ შეგიძლიათ ისევ მთავარ პროფესიაზე გადაცვლა. 76 lvl-ზე III პროფესიის აღების შემდგომ, შეგიძლიათ დაიწყოთ სუბ ქვესტი, შემდეგ უნდა აიღოთ დამატებითი პროფესია, რომელსაც გაზრდით ასევე 76 lvl-ს, ხოლო ყოველივე ამის შემდგომ შეგიძლიათ დაიწყოთ არისტოკრატის ანუ nubless-ის ქვესტი. არისტოკრატობის ქვესტის გავლის შემდეგ საშუალება მოგეცემათ ერთი ქალაქიდან მეორეში უფასოდ გადახვიდეთ, მიიღოთ მონაწილეობა კოლიზეუმში ოლიმპიურ თამაშებში ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მიიღოთ გმირის წოდება, ასევე არისტოკრატობის ქვესტის გავლის შემდგომ დაგემატებათ დამატებითი უნარები.
გმირის წოდების მიღების შემდეგ თქვენი პერსონაჟი გაანათებს, ასევე გადმოგეცემათ სპეციალური გმირის დაფნის გვირგვინი და ასევე თქვენი სახელი ამოიტვიფრება გმირთა ბიუსტზე, რომელიც როგორც ასეთი დგას ყველა მთავარი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.
თამაშის მსვლელობის დროს თუ მოწინააღმდეგე მოგკლავთ ამით ყველაფერი არ მთავრდება, ესეიგი ის თქვენზე ძლიერია და აქ სანერვიულო არაფერია. დააწვებით უახლოეს ქალაქში გადაყვანის ნებართვას და კვლავ შეძლებთ თამაშს იგივე lvl-ითა და აღჭურვილობით. ერთადერთი რაც შეიძლება დაკარგოთ ესაა buff-ები, რომლებიც დამატებით სხვადასხვა სიძლიერეს უმატებენ თქვენს პერსონაჟს. buff-ების ხელახლა დადება შეგიძლიათ სპეციალურ მენეჯერთან, რომელიც როგორც ასეთი დგას ქალაქის მთავარ მოედანზე.
თამაშში ასევე შეხვდებით Raid Boss-ებს იგივე RB-ებს, რომლებიც არიან ცხოველები NPC ბოტები, რომელთაც ასევე სხვა ცხოველებისგან განსხვავებით აქვთ უფრო მეტი უნარები, სიცოცხლე ან დაცვის მაჩვენებელი. მათ მოსაკლავად მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანობა და გაერთიანებული ძალებით შეუტიონ მოწინააღმდეგეს.
იმედია ვისაც ამ თამაშის დაწყება გინდათ, ცოტათი მაინც დაგეხმარათ ჩემს მიერ მომზადებული სტატია. მართალია ყველაფერი არაა აღწერილი მაგრამ მაინც ასე თუ ისე მონახაზი გაკეთებულია. ისედაც ყველაფრის აღწერა შეუძლებელია. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდეთ კლასებთან, პროფესიებთან, უნარებთან, იარაღთან, საჭურველთან, ელექსირებთან, ტატუებთან, ქალაქებთან, ქვესტებთან, pvp/pk-თან, buff-თან, RB-თან და ა.შ. იკითხეთ და პასუხს აუცილებლად გაგცემთ.
- ავტორი: დავით საძაგლიშვილი
- წყარო: სტატიის მისამართი
- საავტორო უფლება დაცულია - გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლება, სტატიის სხვა საიტზე დაკოპირებისას ბოლოში მიუწერეთ ავტორი და წყარო
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.