
„ტოიოტამ“ თავისი უახლესი სპორტული ავტომობილის, GT86–ის პრეზენტაცია ახლახანს, ტოკიოს ავტო შოუზე ჩაატარა და იქვე ცნობილი გახდა, რომ იაპონური კომპანია კიდევ ორი კუპეს – „სუპრას“ შემცვლელისა და GT86–ზე მცირე ზომის მოდელის, სავარაუდოდ, MR2–ის შემცვლელის წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს.
ეს ინფორმაცია, ავსტრალიურ გამოცემებს – „დრაივს“ და „სიდნ მორნინგ ჰერალდს“, პროექტ GT86–ის მთავარმა ინჟინერმა, ტეცუია ტადუმ მიაწოდა. მანვე განაცხადა, რომ ორივე ავტომობილს ალბათ (ისევე როგორც GT86–ის შემთხვევაში) ისევ „სუბარუსთან“ ერთად შეიმუშავებენ.
„მოდელი GT86 საშუალო ზომის კუპეა. კარგი იქნება, თუ ჩვენ ამაზე დიდ და მომცრო კუპეებსაც გამოვუშვებთ. პირველი „სუპრას“ შთამომავალი იქნებოდა, მეორე კი MR2–ის. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ამ ორ პროექტზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი“, – ამბობს ტადა.
კუპე GT86 „ტოიოტამ“ „სუბარუსთან“ ერთად შეიმუშავა. ორივე კომპანია ამ ავტომობილის მისეულ ვერსიას (სუბარუს კუპეს BRZუწოდეს) აწარმოებს. მათ თითქმის ყველაფერი ერთნაირი აქვთ, მათ შორის, „სუბარუს“ წარმოების ჰორიზონტალურად ოპოზიტური (ბოქსერ) ოთხცილინდრიანი ძრავი. განსხვავება, და თანაც უმნიშვნელო, მხოლოდ მათს გარეგნობაშია. სხვათა შორის, ამავე ავტომობილს „ტოიოტა“ ტავისი ახალგაზრდული ბრენდის – „საიონის“ მარკითაც გამოუშვებს.
წყარო:
http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/12...-post_6817.htmlუკვე წარმოდგენილია GT86-სი და შემდეგ წელს იქნება ყველაფერი ზუსტად, ფასი აჩქარება, ცხენი ვიცით 2.0 ატმოსფერული 4-ცილიდრიანი 200-ცხენი და 206N.m იქნება, უკანა წამყვანი. 6-სიჩქარიანი.
ანალოგიური ფაქტიურად Subaru-აც შექმა, მოკლეთ 2 ივემ ერთნაირი გააკეთეს ერთად.
მაგარი მომწონს ეგ Toyota- შეესებამება ჩემ მოთხოვნას და ვფიქრობ რო შემდეგი წლისთვის ეგ აუტომობილი ავიყვანო და შევუკვეთო.

(ველოდები ფასებს)



2013 Scion FR-S [w/video]
ანალოგიურია ფაქტიურად, ცნობილია ყველაფერი:
Engine:
2.0L Boxer-Four
Power:
200 HP / 151 LB-FT
Transmission:
6-Speed Manual
0-60 Time:
6.8 seconds (est.)
Drivetrain:
Rear-Wheel Drive
Curb Weight:
2,700 LBS (est.)
Seating:
2+2
MSRP:
$25,000 (est.)
ვიდეოც არის როგორ დრიფტვს
http://www.autoblog.com/2011/12/12/2013-scion-fr-s-w-video/