ახალო თემავ, ბევრი ბაია მოგვიყვანეეეე

გოგოებო დღეს ცუდი დღე მაქვს

წუხანდელი უძილობით დაწყებული დღეს სასწრაფოს გამოძახებით დამთავრდა,
უეცრად ისე ცუდად გავხდი, გულისცემა და პულსი არანორმალურად გამიხშირდა,
ცივმა ოფლმა დამასხა, კინაღამ გავიგუდე უჰაერობით. წნევა არ მესინჯებოდა(მაჯის ციფრული აპარატი მაქვს).
ძლივს მივასწარი საწოლამდე... კიდევ კარგი მარტო არ ვიყავი სახლში, გავიდა 10წუთი,15 და უფრო
ვუარესდები, სასწრაფოში დარეკეს და ყურმილი დადებული არ გვქონდა, უკვე მოვიდნენ.
კარდიოგრამა გამიკეთეს და ტახიკარდიააო, პულსი 240ზე მაღალი იყო, დამალევინეს წამლები, რაგაც ნემსი
და 10წუთსი როგორც იქნა ცოტა მოვიხედე. კურანტილი არ დალიო, ესეც აჩქარებს დულისცემასო.
სანამ პულსი და წნევა არ დამირეგულირდა სასწრაფო არ წასულა, ახლაც ნახევარი საათის წინ დამირეკეს როგორ ხარო.
საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი...
კარდიოგრამას რომ მიღებდნენ და დამაწვინეს და რაღაც თეთრი რგოლებო დამაკრეს, ბავშვი გაგიჟდა ტირილით
რომ დამინახა

გულის ეხოსკოპია უნდა გაიკეთო აუცილებლადო
ასეთი საზიზღარი დღე მქონდა დღეს, სუსტად ვარ და ნერვებმოშლილი
* * *
ფუუუ რა, პირველივე გვერდზე რა ცუდი ამბები დავსპოტე...