სტალინი - გორში დაბადებული ქართველი, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია. იგი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მეთაური, დიდი ბელადი, გენერალი სიმუსი, ეს სახელი მას ხალხმა შეარქვა გერმანიაზე გამარჯვების ნიშნად.
მოგეხსენებათ 24 ივნისს ღამე გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა ხელისუფლების ამ ქმედებამ ხოლო მეორე ნაწილი დიდი სიხარულითა და ოვაციებით შეხვდა დემონტაჟს.
ხალხის იმ ნაწილის რეაქცია, რომელიც ოვაციებით შეხვდა დემონტაჟს სრულიად ნორმალურია. თუ გავიხსენებთ სტალინის ეპოქას, მასობრივად განხორციელებულ რეპრესიებს, მაშინ ძეგლის აღების წინააღმდეგ სურვილი აღარ გაგვიჩნდება.
გავიხსენოთ ის ეპოქა, როცა ხალხის კისერზე რეპრესიები მძვინვარებდა. ჩეკას თითქმის თითოეულ მოქალაქეზე ქონდა ინფორმაცია, ისმის კითხვა საიდან?! პასუხი მარტივია, იმ დროისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი ისევ და ისევ ქართველების ერთმანეთისადმი ღალატი იყო, რაც ჩაშვებაში აისახებოდა. მეზობელი მეზობელს ასმენდა მხოლოდ იმიტომ რომ თვალში არ მოსდიოდა ან რაიმე სხვა მიზეზით.
სტალინის ძეგლის აღებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ სამარცხვინო ისტორიას. ახლა ვინღა შეხედავს ამ ყოველივეს საღი გონებით? ძეგლი ერთგვარი სიმბოლო იყო ქართველების იმ სამარცხვინო ქმედებისა, რასაც ერთმანეთის დასმენა ქვია.
სტალინი არა მარტო საქართველოში ანხორციელებდა რეპრესიებს, არამედ მთელი საბჭოეთის მასშტაბით, მარქსისტულ ფილოსოფიაზე აღზრდილ ბელადს კარგად ესმოდა რომ ამხელა იმპერიის მართვა ადვილი საქმე არ იქნებოდა და გარკვეული ქმედებების განხორციელება მოუწევდა, თუნდაც ეს ქმედებანი ხალხის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული. მან ფაქტიურად ხალხის ის ნაწილი მოსპო, რომელიც კი რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა იმპერიისთვის.
სტალინის ძეგლის აღება ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომაა. ხალხი მიივიწყებს იმ ეპოქას, როცა მეზობელი მეზობელს არ ინდობდა და დაავიწყდებთ რომ ყველაფრის თავი და თავი ისევ და ისევ "
ეთნიკური" ქართველების ერთმანეთისადმი ღალატია და სხვა არაფერი. დასმენები რომ არა რეპრესირებული საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაიღუპებოდა.
- ავტორი: დავით საძაგლიშვილი
- წყარო: სტატიის მისამართი
- საავტორო უფლება დაცულია - გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლება, სტატიის სხვა საიტზე დაკოპირებისას ბოლოში მიუწერეთ ავტორი და წყარო
This post has been edited by millionpixel on 2 Jul 2010, 13:57
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.