#20613024 · 10 Jul 2010, 20:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ნახეთ აბა: მუხლი 20. სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლებები 1. სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორს უფლება აქვს მოსთხოვოს ნაწარმოების მესაკუთრეს, მისცეს საშუალება განახორციელოს თავისი ნაწარმოების რეპროდუცირება (დაშვების უფლება). ამასთან, მესაკუთრეს არ შეიძლება მოეთხოვოს ნაწარმოების მიტანა ავტორთან. 2. სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიული ნაწარმოების ორიგინალის პირველად გასხვისების შემდეგ მისი ყოველი მომდევნო გაყიდვის შემთხვევაში, მათ შორის, პროფესიონალი შუამავლების (სამხატვრო სალონის, სახვითი ხელოვნების გალერეის და სხვ.) მეშვეობით, ავტორს ან მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ გამყიდველისაგან მიიღონ ჰონორარი შემდეგი ოდენობით: (03.06.2005 N 1585) ა) თუ გასაყიდი ფასია 500 ლარიდან 100 000 ლარამდე – 4%; ბ) თუ გასაყიდი ფასია 100 000,01 ლარიდან 400 000 ლარამდე – 4000 ლარს + 100 000,01 ლარს ზემოთ თანხის 3%; გ) თუ გასაყიდი ფასია 400 000,01 ლარიდან 700 000 ლარამდე – 13000 ლარს + 400 000,01 ლარს ზემოთ თანხის 1%; დ) თუ გასაყიდი ფასია 700 000,01 ლარიდან 1 000 000 ლარამდე – 16000 ლარს + 700 000,01 ლარს ზემოთ თანხის 0,5%; ე) თუ გასაყიდი ფასია 1 000 000 ლარზე მეტი – 17500 ლარს + 1 000 000 ლარს ზემოთ თანხის 0,25%. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჰონორარის შეგროვება ხორციელდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით, რომლის მოთხოვნის საფუძველზედაც სახვითი ხელოვნების ან ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამყიდველი ვალდებულია წარუდგინოს მას გაყიდვების შესახებ ინფორმაცია. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჰონორარი (გადასახადების გადახდის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს. (03.06.2005 N 1585) 4. ამ მუხლის მიზნებისათვის მე-2 პუნქტში აღნიშნულ სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიული ნაწარმოების ორიგინალს უთანაბრდება ავტორის მიერ ან მისი ნებართვით შეზღუდული რაოდენობით დამზადებული ორიგინალის ასლები. (03.06.2005 N 1585) 5. აკრძალულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გასხვისება, რომელიც კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით გადადის მხოლოდ ავტორის მემკვიდრეზე საავტორო უფლების მოქმედების ვადით. (03.06.2005 N 1585)
|