ძალიან ბევრჯერ გამიგია ფორუმზეც და ცხოვრებაშიც, რომ ჩვენ, ქართველები, ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალებს. ქალის კულტი გვაქვს და საერთოდ ამ საქმეში ვერავინ გვჯობნის.
რეალურად, სიტუაციას რომ ვუყურებ, მე პირადად ვერ ვხედავ, სად და რაში გამოიხატება ეს დიადი "ქალის პატივისცემა".. მარშრუტკაში ადგილის დათმობაში? "შენი გადახდილიაში?" თუ მოწონებული გოგოს, დაქალოჩკებთან ერთად კაფეში წაყვანაში?
შეკითხვა მამრობითი სქესის ფორუმელებთან, რას გულისხმობთ იმაში, რომ როგორც ქართველი მამაკაცი, ქალს განსაკუთრებულ პატივს სცემთ?
გოგონებო, გრძნობთ თუ არა, თავს პრივილეგირებულად სხვა ქვეყნის ქალებთან შედარებით?ამასთან ერთად მცირე სტატისტიკური მონაცემები:
საქართველოში გამოკითხულ ქალთა 35.9% აცხადებს, რომ მას აკონტროლებს მეუღლე/პარტნიორიმათგან:
29.0% - პარტნიორი უკრძალავს საკუთარ ოჯახთან კავშირს;
11.6% - პარტნიორი აიძულებს მისგან აიღოს ნებართვა, ვიდრე ექიმს მიმართავს;
11.1% - პარტნიორი ბრაზდება, თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცს დაელაპარაკება;
5.5% - პარტნიორი ხშირად ეჭვიანობს და ღალატში დებს ბრალს;
4.0% - პარტნიორი არ აძლევს მეგობრებთან შეხვედრის საშუალებას;
3.9% - პარტნიორი იგნორირებას უკეთებს და გულგრილად ეპყრობა;
3.8% - სამსახური მიატოვა, რადგან მის ქმარს/პარტნიორს არ უნდოდა ემუშავა;
2.4% - პარტნიორი დაჟინებით მოითხოვს, მუდმივად იცოდეს, თუ სად არის იგი;
1.4% - ქმარი/პარტნიორი უკრძალავს შეხვედრებზე დასწრებას, ან რომელიმე ორგანიზაციაში მონაწილეობას.
მორჩილება
50.7% - კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება;
44.9% - აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი;
16.0% - ცოლის მოვალეობაა ქმართან სქესობრივი კავშირი ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ მომენტში თავად ეს არ სურს.
წყარო:
http://liberali.ge/node/2118გარდა ამისა:"2008 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 გოგონაზე 128 ბიჭი იბადება"
როდესაც ნორმა არის
"ყოველ 100 გოგონაზე 104-107 ბიჭი"
"ექსპერტების აზრით, სქესებს შორის თანაფარდობის დარღვევა ორსულობის ადრეულ დიაგნოსტიკას უკავშირდება. ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაყოფის სქესის დადგენისა და არასასურველი სქესის ნაყოფის მოშორების საშუალებას იძლევა. ასე გაჩნდა "გამქრალი გოგოების" ცნება იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოება ბიჭების მიმართ არის მიკერძოებული."
მეცნიერთა ვარაუდით, საქართველოში ყოველწლიურად 2000-მდე აბორტი კეთდება, "არასასურველი" გოგონების მოსაცილებლად..
წყარო:
http://www.liberali.ge/node/996ხოდა, კიდევ ერთხელ მაინტერესებს, რაში გამოიხატება ქალის პატივისცემა საქართველოში?
This post has been edited by Wednesday Addams on 6 Jul 2010, 21:17
You never know how strong you are, until being strong is the only choice you have.