ეს ერთერთი ფორუმიდან გადმოვიტანე. იმედი მაქვს დაეხმარებით ჩემთვის უცნობ ამ ადამიანს

გამარჯობათ.მყავს 82 წლის დედა,რომელსაც 5თვის წინ დაემართა იშემიური ინსულტი.ვერ ამოძრავებს მარჯვენა ხელ-ფეხს,ვერ ლაპარაკობს,ვერ ჭამს(ზონდით ვკვებავთ),თავსაც კი ვერ აბრუნებს;გაუჩნდა ნაწოლები.
ამ უბედურებებს ისიც დაემატა, რომ ,ერთი კვირაა ,პარალიზებული ფეხის უკანა წვივზე გაუჩნდა ბუშტულაკები,ხოლო ერთ ადგილზე- წითელი წერტილი,საიდანაც სისტემატურად მოდის თეთრი,ტლანქი სითხე.დღე-ღამეში უამრავი საფენის გამოცვლა მიწევს.ფეხი არის დარბილებული(“მომჩვარული“).
დედაჩემი არის სუსტი აღნაგობის.
ბატონო ექიმო!ჩვენ ვცხოვრობთ სოფელში,სადაც არ არის ექიმი და ექთანი
ოჯახში ვართ მე და ავადმყოფი,ეკონომიურად გვიჭირს.
მითხრეს,რომ ეს არის ლიმფის დაავადებაო.
ამ წერილს გწერთ მეზობლის დახმარებით.
გთხოვთ,გაგვიწიოთ კონსულტაცია და დაგვეხმაროთ.
უფალმა გაგაძლიეროთ.
ამირანი