#23644912 · 25 Jan 2011, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 6 საათზე პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებს პრეზიდენტი უპასუხებს. მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ დავაფიქსიროთ ჩვენი შეკითხვა, თხოვნა თუ მოთხოვნა, ვინც თვლის რომ კომუნიკაციების სფეროში ბევრი რამაა შესაცვლელი, პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან. განსაკუთრებით ეს ინტერნეტის სფეროს ეხება. ვინც თვლის, რომ ხშირად ირღვევა მომხმარებლის უფლებები, არაადეკვატურად მაღალი ფასებია მომსახურების ხარისხთან შედარებით, ვინც თვლის რომ სახელმწიფო ორგანოები მათ შორის მარეგულირებელი ხშირად არ ან ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ა.შ. გთხოვთ რომ განსაკუთრებით რეგიონებიდან დაისვას შეკითხვები, ვინაიდან მგონი დამეთანხმებით, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტად რეგიონების მოსახლეობა იჩაგრება. მე უკვე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება president@gpb.ge ამ მისამართზე
ვცადოთ იქნებ და რამე შემობრუნდეს სასიკეთოდ რა თქმა უნდა...
|