სულ ახლახან ივლისში, კანადის არქტიკულმა ექსპედიციამ ძალიან საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. კანადის ჩრდილოეთით მდებარე ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიის პროვინციის კუთვნილ ბენკსის კუნძულის სანაპიროსთან ახლოს, მერსის ყურეში ნაპოვნი იქნა 157 წლის წინათ, 1853 წელს მიტოვებული გემი HMS Investigator (მისი უდიდებულესობის გემი). გემი ამჟამად იმყოფება ჩვეულებრივ, ვერტიკალურ მდგომარეობაში, წყლის ქვეშ მხოლოდ 11 მეტრის სიღრმეზე. გემი მთლიანად არის შენახული, მხოლოდ ანძები და ტაკელაჟი არის გადაჭრილი, რაც გამოწვეულია წყლის დინებით და მცურავი ყინულებით. იქვე შორიახლოს ნაპირზე ნახეს სამი ბრიტანელი მეზღვაურის საფლავი, რომლებიც სავარაუდოდ დაიღუპნენ იმ პერიოდში მეზღვაურებითვის დამახასიათებელი C ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებით.
აღნიშნული გემი მეორე ცდაზე, ამჯერად ირლანდიელი მეზღვაურის რობერტ მაკლურის კაპიტანობით, 1850 წელს გავიდა ადრე დაკარგული, ჯონ ფრანკლინის კაპიტნობის ქვეშ მყოფი ექსპედიციის საპოვნელად, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ორი გემი HMS Erebus და the Terror. ჯონ ფრანკლინი 1945 წელს გაემართა კანადის ჩრდილოეთით, რათა ეპოვნა ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი, რომლის შესახებაც იმ დროს ლეგენდები დადიოდა. მას მერე მისი კვალი დაიკარგა. ფრანკლინის ექსპედიის საპოვნელად გაგზავნილი იყო რამდენიმე ბრიტანული და ამერიკული გემი, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი რისი ნახვაც შეძლეს ეს იყო ფრანკლინის ექსპედიციის მონაწილეთა გვამების ნარჩენები და ასევე იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ მეზღვაურებს შორის გავრცელდა კანიბალიზმი. ეს ისტორია დღემდე შემორჩენილია კანადის ფოლკლორში.
ფრანკლინის ექსპედიციის ძებნამ დიდი წვლილი შეიტანა არქტიკული წყლების შესწავლის საქმეში და ასევე საფუძველიც მისცა კანადას, რომ ისინი ბოლოსდაბოლოს გამოეცხადებინა თავის საკუთრებად.
რობერტ მაკლური "ინვესტიგეიტორით" , ჰორნის კონცხის და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გავლით შევიდა კანადის ჩრდილოეთით მდებარე ბოფორტის ზღვაში. ბოფორტის ზღვიდან გემმა გეზი აიღო სამხრეთისკენ და შეცურა სრუტეში, რომელსაც შემდგომში დაერქვა მაკლურის სრუტე. მალე გახდა ნათელი, რომ ეს სწორედ ის მარშრუტი იყო რომლის ძებნის დროსაც დაიკარგა ფრანკლინის ექსპედიცია. მაკლურმა გადაწყვიტა უკან დაბრუნება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გზა იყო ჩახერგილი ყინულებით და გასვლა იყო შეუძლებელი. მან გადაწყვიტა გემის გაჩერება ერთ-ერთ კუნძულთან (ბენკს) მდებარე ყურეში (მან უწოდა სწორედ მერსის ყურე).
ასე და ამგვარად ყინულისგან ჩახერგილ არქიპელაგში მაკლურის 60 კაციან ექსპედიციას მოუწიათ 3 წლის გატარება, სანამ 1853 წლის ზაფხულში ისინი არ აღმოაჩინა გემმა HMS Resolute. ინვესტიგეიტორი მიტოვებულ იქნა და მის მერე მთელი 157 წელი იმავე ადგილას იდგა ხელუხლებლად.
უახლოეს მომავალში იგეგმება საფუძვლიანი ექსპედიცია, რომლის დროსაც მოხდება წყალქვეშა გადაღებები.
სხვათაშორის ეს არის 1851 წელს შესრულებული ნახატი რომელზეც აღბეჭდილია HMS Investigator.
This post has been edited by lelos on 30 Jul 2010, 05:27
მიმაგრებული სურათი