მეც უკმაყოფილო ვარ, ამასწინად 12 დღე ვუცადე ჩემ ამანათს, უფრო სწორად ჩემ ბოლო ამანათს, ისიც რეისი რომ ჩამოვიდა ტვირთის ნაწილი იყო ჩამოფრენილი, და ცხოვრებაში მგონი პირველად გამიმართლა და ჩემმა ამანათმა არ დაიგვიანა,
კაი ბატნო მთელი ღამე არ მეძინა ვამოწმებდი ჩამოვიდა თუ არა, დილას როგორც იქნა მომივიდა ინვოისი,
ჩავიხედე და ჰოი საოცრებავ რას ხედავს ჩემი თვალები,
3 კილო წერია, არადა აი სულ რო გაწელო გამოწელო 2 კილოც არ გამოვიდოდა,
კაი ამაზეც დავხუჭე თვალები, მეთქი რაცაა ეგაა, ოფისში გაპროტესტებაა კი დავაპირე თავიდან მაგრამ მეთქი ბოლო ამანათია და წყნარად წამოვალ მაგათიდან თქო, თან არაერთი საპროტესტო კომენტარი დავუწერე როგორც ფბს გვერდზე ისევე მაგათ საიტზე და იქ უბრალოდ თავი შევიკავე...
თან ის გოგოები ისე მიღიმოდნენ რო მივედი, რომ რავი

იმათთვის როგორ უნდა გეთქვა საპროტესტო სიტყვა, თან ისინიც აარაფერ შუაში არიანნ..
კაი ეს ეტაპიც გადავლახე მოვკიდე ჩემ ამანათს და წამოვიღე, ყუთი იყო რავიცი 2 იმხელა რაც ამანათი, , ჩანთაში ვერ ჩავტიე და მეთქი ამოვიღებ თქო და ისე ჩავდებ ჩანთაში ჩემ ამანათს...
ჯერ ამოღებაზე ვიწვალე რა ვიწვალე, სულ სულ სულ გადასკოჩილი იყო, თავიდან ბოლომდე, დანაც არ მქონდა რომ გამეხსნა წესივრად, ლამის კბილები გამოვიყენე, საბედნიეროდ გასაღებმა მიშველა და მაგით გადავჭერი სკოჩების N რაოდენობა,
გავხსენი ყუთი და ნახევარი ყუთი დაკუჭული ქაღალდებითაა გამოტენილი...
გამიტყდა გამეღიმა ჩავისროლე მაგათ წინ რომ მწვანე სანაგვე დგას იმაში და წამოვედი..

ასე დამთავრდა ამბავი საბასადა უ2ჯ-ს შორის..
ჭირი იქა ლხინი აქა
This post has been edited by sabak on 15 Dec 2011, 12:29