vaska
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1881
წევრი No.: 2426
რეგისტრ.: 6-July 03
|
#291219 · 26 Nov 2003, 08:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! რა გამოიძია ჟურნალისტთა ანტიკორუფციულმა ბიურომ
2001 წლის 20 სექტემბერს ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაციის ბიუროს დადგენილებისა და კავშირის თავმჯდომარის მითითებით, ჟვანია-სააკაშვილის ფინანსური ინტერესების შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელობაც ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, დიმიტრი ტიკარაძეს დაევალა. ჯგუფმა გამოიკვლია ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ინტერესები სამ სტრატეგიულ ობიექტზე: "ჟინვალჰესში", "ჭიათურმანგანუმში", "ფეროშენადნობსა" და "კვარციტში", ასევე მათი კავშირი მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ კომპანია "პეტერსონ ბელქნაფთან". "დოსიე" შეეცადა მათ მიერ პრესაში გამოქვეყნებული მასალები შეეჯერებინა და სრული სურათი წარმოედგინა. რა აკავშირებთ "ჯი-სი-ჯი"-ს, "პეტერსონ ბელქნაფს" და ჟვანია-სააკაშვილის გუნდს? იურიდიული ფირმა "ჯი-სი-ჯი" საქართველოში 500-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს. ის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიის "პეტერსონ ბელქნაფის" წარმომადგენელი და ინტერესების დამცველია საქართველოში. "პეტერსონ ბელქნაფის" ინტერესები და მოღვაწეობა მთელს მსოფლიოში საკმაოდ ფართოა, დაწყებული ნავთობისა და გაზის პროექტებიდან, დამთავრებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებით, ელექტროენერგეტიკითა და ტელეკომუნიკაციებით. იგი ერთ-ერთი აქტიური ფირმაა საქართველოში და წარმოადგენს უდიდესი ინვესტორის ინტერესებს, რომელიც ფოთის პორტის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებშია ჩართული, უდიდეს ნავთობკომპანიას, რომელიც ეწევა სამუშაოებს საზღვაო შელფის ასათვისებლად, ასევე ავსტრალიელ და ამერიკლ ინვესტორებს, რომლებიც აწარმოებენ ინვესტიციებს სამთო-საძიებო და ლითონის დამუშავების სფეროებში და ასევე მუშაობენ სხვა მრავალი ერთობლივი საწარმოს პროექტებზე საქართველოში. 1994 წლის მარტში "პეტერსონ ბელქნაფი" ნიუ-იორკში მასპინძლობდა საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც მადლიერება გამოთქვა იმ მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომელსაც ფირმა ეწეოდა საქართველოს ბიზნესის განვითარებისათვის. "პეტერსონ ბელქნაფსის" პროტეჟე და წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი დამფუძნებელია "ჯი-სი-ჯი"-ს იურიდიული ოფისისა კონსტანტინე რიჟინაშვილთან ერთად. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა წარმატებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების უკრაინული ინსტიტუტი, ხოლო 1994 წელს წარმატებით დაასრულა კოლუმბიის უნივერსიტეტი და გახდა სამართლის მაგისტრი, ამერიკაში სწორედ "ბელქნაფსმა" დაასაქმა იურისტად. 1995 წელს სააკაშვილი პარლამენტარი ხდება და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ირჩევენ. კონსტანტინე რიჟინაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ამჟამად კი სტენფორდის იურიდიულ სკოლას ამთავრებს. "პეტერსონ ბელქნაფსის" იურისტები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ "ჯი-სი-ჯის"-ს იურიდილ ოფისთან სხვადასხვა პროექტებზე: რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ოქროს საბადოების ექსკავაციის სამუშაოებზე, ნავთობისა და გაზის პროექტებზე და ასევე მრავალ სხვა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე. ეს დოკუმენტი 1997 წელს არის დაწერილი და იგი ფირმის ინტერნეტ გვერდშიც კი იყო 2000 წლის მეორე ნახევრამდე. საქართველოს ნაწილში ფირმის ინფორმაცია იგივეა, ამოღებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გვარი. აქედან გამომდინარე სააკაშვილის ინფორმაციიდან ამოღება ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ აშკარად გამოიკვეთა მისი და მისი ჯგუფის პირდაპირი კავშირი საქართველოს მსხვილ საწარმოებში ფინანსურ ინტერესებთან და გარკვეულ დაკარგულ თანხებთან... "პეტერსონ ბელქნაფის" საინფორმაციო გვერდში აღარ არის სააკაშვილის გვარი. თუმცა იგი მაინც შემორჩენილია ერთ-ერთ გვერდზე, ფირმის დსთ-ს ქვეყნებსა და ფილიალებში საკონტაქტო პირების ჩამონათვალში. საკონტაქტო პირებად კი საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, კონსტანტინე რიჟინაშვილი და გიორგი ბაზღაძე წერია. საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის არც ერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში ფირმა "ჯი-სი-ჯი"-ს დამფუძნებლობა არსად არ წერია და საერთოდაც ეს ფირმა სააკაშვილის "გამჭირვალე" ცხოვრებაში ნახსენებიც არ არის.
ვინ აფინანსებდა სააკაშვილის სამთვიან კურსებს აშშ-ში?!
1994 წელს სწორედ ზურაბ ჟვანიას ჩაჰყავს საქართველოს პრეზიდენტი "პეტერსონ ბელქნაფის" სათაო ოფისში, სადაც აცნობს მიხეილ სააკაშვილს, რის შემდეგაც ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხდება, სააკაშვილი კი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ "პეტერსონ ბელქნაფი" აფინანსებდა სააკაშვილის სამთვიან კურსებს აშშ-ი. საქართველოში აღნიშნული ფირმის წარმომადგენელი იურიდიული ფირმა "ჯი-სი-ჯი"-ს ოფიციალური დამფუძნებლები არიან სააკაშვილი და მისი კურსელი კიევის უნივერსიტეტიდან, კონსტანტინე რიჟინაშვილი. საკითხავია, რატომ წაიყვანა "პეტერსონ ბელქნაფმა" სასწავლებლად მაინც და მაინც სააკაშვილი? ფირმის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნულია ის სასწავლებლები სადაც მისი პროტეჟეები სწავლობდნენ, ჩამონათვალში არის კოლუმბიის უნივერსიტეტიც, სადაც სააკაშვილმა სამთვიანი კურსები გაირა. აღნიშნული ფირმის საკუთრებად სახელდება ნიუ-იორკის ადვოკატთა ფირმა, სადაც სააკაშვილი "ვითომდა მუშაობდა, სინამდვილეში კი ქართულ პოლიტიკაში ჩასანერგად ამზადებდნენ", _ დასძენენ ჯგუფის წევრები და ჩანერგვის მომენტს ასე აღნიშნავენ: "მიშა სააკაშვილს" არაერთხელ მოუყოლია, როგორ ჩავიდა ჟვანია მასთან ნიუ-იორკში და როგორ სთხოვა "საქართველოს გადასარჩენად" სამშობლოში დაბრუნება და ქართულ პოლიტიკაში გამობრწყინება".
ვის ლობირებს სომხური დიასპორა?
"პეტერსონ ბელქნაფი" მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული იურიდიული ფირმაა, რომლის სათავეშიც სომხური დიასპორა გვევლინება. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ფირმის წარმომადგენელი, ვან კრიკონიანია, რომელიც წარსულში გაეროში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო. იგი კოორდინირებას უწევს ფირმის მუშაობას უკრაინასა და ტრანსკავკასიაში. ფირმას დიდი ინვესტიციები აქვს დაბანდებული მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით რუსეთში სადაც მისი პარტნიორები და მეგობრები არიან: ელენა ბონერი, ისააკ ბაბელი, იოსებ ბროდსკი, წარსულში ანდრეი სახაროვიც კი. ძნელი სათქმელია, საიდან დაიწყო ზურაბ ჟვანიას ამ ფირმასთან ურთიერთობა? სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, ჟვანიას წარსულში საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა ელენა ბონერთან. ასევე გასათვალისწინებელია ამ ფირმის თანამშრომელთა სომხურ-ებრაული წარმომავლობაც. საგამოძიებო ჯგუფი ჟვანიას ამ ფირმასთან ურთიერთობას ამტკიცებს იმით, რომ 1997 წელს იგი ამ ფირმაში სტუმრად იმყოფებოდა. ინტერნეტ გვერდში შემონახული ყოფილა მისი სიტყვებიც, რომელიც მას ვახშამზე წარმოუთქვამს და რომელიც საქართველოში დემოკრატიის აყვავებას და სხვა თავის მოსაწონებელ თემებს ეხებოდა.(?!) "პეტერსონ ბელკნაფის" ინტერესთა სხვა სფეროებშიც აშკარად იკვეთება ჟვანია-სააკაშვილის ინტერესები, რომელიც სხვადასხვა უმსხვილესი საწარმოების გაკოტრებასა და სახელმწიფოსათვის მილიონების დაკარგვას ეხება. ანტიკორუფციული საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ ჟვანია-სააკაშვილის კლანის მიერ საქართველოდან გაზიდული მილიონები სხვადასხვა ფონდების გავლით უკან გრანტების სახით ბრუნდება და ამ კლანის პოლიტიკურ ინტერესებს ხმარდება. რომელ საწარმოებში აქვთ ჟვანია-სააკაშვილს ფინანსური ინტერესები? საგამოძიებო ჯგუფის მტკიცებით, მათი ფინასური ინტერესები საქართველოს სამ მსხვილ საწარმოში "ჭიათურმანგანუმში", ზესტაფონის "ფეროსა" და "კვარციტში" გამოიკვეთა. ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ჟვანია სააკაშვილი ლობირებას უწევდნენ ჩეხურ კომპანია "საგაპრინტს", რომელიც თითქოს და ინვესტორის სახით შემოიყვანეს "ჭიათურმანგანუმში". "საგაპრინტთან" და მის ხელმძღვანელთან უშუალო კავშირზე გადიოდნენ ჟვანია-სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები დავით ბეჟუაშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი. "საგაპრინტის" მუშაობის პერიოდში ჭიათურმანგანუმს დაედო კრედიტორული დავალიანება 10 მილიონ 986 ათას 444 ლარი. საერთოდ კი საწარმომ 19 მილიონ 215 ათას 819 ლარი იზარალა. ეს მაშინ, როცა ამ პერიოდში მას 312 ათასი ლარი მოგება უნდა ჰქონოდა. ეს ზარალი "ჭიათურმანგანუმმა" ხელოვნურად განიცადა. რეალურად ეს თანხები ჟვანია-სააკაშვილის ინტერესებს მოხმარდა.
"ჭიათურმანგანუმის" ხელოვნურ გაკოტრებაში ჟვანია-სააკაშვილის ფინანსურ ინტერესებს ახორციელებდნენ 1. დავით ბეჟუაშვილი (პარლამენტის წევრი, "საქგაზის" ყოფილი დირექტორი); 2. ირაკლი მგალობლიშვილი (საადვოკატო კომპანია "ყიფიანი და მგალობლიშვილის" დამფუძნებელი. ჭიათურმანგანუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე); 3. მიხეილ უკლება (ქონების მართვის ექს-მინისტრი) და სხვები. ჟურნალისტური ჯგუფის დასკვნით ჟვანია-სააკაშვილის ფინანსურ გუნდს განზრახული ჰქონდა "ჭიათურმანგანუმის" გაკოტრების გზით ხელში ჩაგდება, მაგრამ მათი მცდელობა ვერ განხორციელდა. თუმცა, მათ შეძლეს ფირმა "იტერადან" "საქგაზში" მიღებული ფულის გაათმაგება. კონკრეტულად, "იტერადან" "საქგაზში" მიღებული 1 მილიონ 461 ათასი ლარი გადაურიცხეს "საგაპრინტს", საიდანაც ეს თანხა ინვესტიციების სახით ჩაირიცხა "ჭიათურმანგანუმში". ამ ოპერაციის შემდეგ მათ საშუალება მიეცათ პროდუქციის თვითღირებულების გაზრდით და "ჭიათურმანგანუმის" სახელით აღებული კრედიტებით 19 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიეღოთ, რომლის უმეტესი ნაწილი ისევ მგალობლიშვილისა და ბეჟუაშვილზე გავლით მოხმარდა ჟვანია-სააკაშვილს. "კვარციტში" მამალაძე-სააკაშვილის ინტერესები გადაიკვეთა? შ.პ.ს. "კვარციტი" ერთადერთი ოქროს მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს შეეწირა. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, აქ ერთმანეთს სააკაშვილისა და ლევან მამალაძის ინტერესები დაეჯახა. ამ კონფლიქტში სააკაშვილმა აშკარად წააგო, რადგან სააკაშვილის ფირმის "ჯი-სი-ჯი"-ს მიერ ლობირებული ავსტრალიური კომპანია "ბოლნისი მაინინგ ოპერეიშენელი", რომელსაც "კვარციტის" 50 პროცენტი ჰქონდა, თამაშგარე დარჩა. ჯერჯერობით `მადნეულსა~ და `კვარციტს~ მამალაძის კლანი ერთპიროვნულად მართავს. თუმცა სააკაშვილის ჯგუფს ბრძოლა არ შეუჩერებია. "პეტერსონ ბელქნაფი" და მისი ქართველი მეგობრები ქართული ლითონით და ნედლეულით მეტისმეტად არიან დაინტერესებული, ამ ფაქტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან წიდის გატანაც ადასტურებს. ყველასათვის უცნობი და 2000 ლარიანი საწესდებო კაპიტალის მქონე "საირხის" ლობირებით, სააკაშვილის კლანმა ორ მილიონ დოლარზე მეტი იშოვა. ერთი ტონა წიდა 80 დოლარად გაყიდა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ კი 7 მლნ 680 ათასი დოლარი იზარალა. ისინი ხელშეკრულების საფუძველზე ერთ ტონა წიდას 300 დოლარად ყიდდნენ. ამ დროს კი, ფეროს აქციების 75 პროცენტი სახელმწიფოს საკუთრებაა, ნათქვამია დასკვნაში.
ვინ აკარგვინებს ბიუჯეტს 26 მილიონს
ამ კლანის ინტერესების ქვეშ კიდევ ერთი ობიექტი "ჟინვალჰესი" მოექცა. ინგლისის საარბიტრაჟო სასამართლო უახლოეს მომავალში განიხილავს დავას, რომელმაც საქართველოს მხარეს შესაძლოა, 26 მილიონის გადახდა დააკისროს. საუბარი ეხება "ჟინვალჰესის" გახმაურებულ საქმეს. ამ ჰესზე მეურვეობა ხუთწლიანი იჯარით შპს "ჟინერს" აქვს აღებული. გვირაბის აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად "ჟინერმა" დაიწყო ინვესტორის ძებნა. გამოჩნდა სამი უცხოური ფირმა, რომლებმაც შექმნეს კონსორციუმი ჟინვალის განვითარების ჯგუფი (ზდლ). ზდლ-მ და "ჟინერმა" ხელშეკრულება დადეს, რომელიც ჟინვალის ჰიდროელექტროგანვითარების პროექტს მოიცავდა. "ჟინერმა" ზდლ ასევე იჯარით წარმოშობილი უფლებების მემკვიდრედ გამოაცხადა. ოფიციალური დოკუმენტებით, ამ კონსორციუმის ინტერესებს იცავდა "ჯი-სი-ჯი". "ჟინერი" 100 პროცენტით მერიის საკუთრებაა. ბოლო დროს "ჟინერსა" და ზდლ-ს შორის (რომლის უკანაც "ჯი-სი-ჯი" და "პეტერსონ ბელკნეფი" მოიაზრება) უთანხმოება დაიწყო. პარლამენტარი ვანო მერაბიშვილი, სააკაშვილის გუნდელი და თანამოაზრე, კონსორციუმის წინააღმდეგ გამოდის. არის ეჭვი, რომ მერაბიშვილი მიზანმიმართულად მუშაობდა ობიექტიდან "ჟინერის" გაძევებისთვის და გარკვეული ჯგუფისთვის მის ხელში ჩასაგდებად. პარალელურად, სიტუაცია მეორე ფრონტზეც ვითარდება: ზდლ არ ნებდება, პირიქით, მერიას უჩივის. ინგლისის საარბირტაჟო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით ზდლ ამბობს, რომ მერიამ მას ვერ შეუქმნა ხელსაყრელი პირობები და ამიტომ მან ჩადებული ინვესტიცია სამი მილიონი იზარალა; ზარალის კომპენსაციისთვის და სხვა გაწეული ხარჯებისთვის კი ზდლ, არც მეტი არც ნაკლები, 26 მილიონს ითხოვს. ამ დავაში მერიის ინტერესებს ასევე სააკაშვილის გუნდელი, ირაკლი ოქრუაშვილი იცავს. მოკლედ, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს, უხეშად რომ ვთქვათ, ერთი და იგივე კლანი წარმოადგენს. საიდან მოიტანს არბიტრაჟში წაგების შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტი 26 მილიონს, ეს კიდევ საკითხავია.
რა დაასკვნა გენპროკურატურამ
როგორც ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ბიურო ირწმუნებოდა, ეს მასალები უკვე დიდი ხანია პროკურატურისთვის და ანტიკორუფციული ბიუროსთვის უნდა გადაეცათ. მათი გამოქვეყნებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა აღარც ეს საგამოძიებო ჩანს სადმე და არც პროკურატურის დასკვნა.
მეხუთე კოლონა საქართველოში
,,2 ნოემბრისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. პრეზიდენტ შევარდნაძეს კი არ სურს კომპრომისზე წავიდეს, საკმაოდ მტკიცე ოპოზიციასთან მთავარი საკითხის - ახალი საარჩევნო კოდექსის დამტკიცების თაობაზე. საარჩევნო მარათონში მძაფრდება დაპირისპირება, რაც წინასწარი პროგნოზით კიდევ უფრო გაუტეხს სახელს ისედაც უსუსურ სახელმწიფო დაწესებულებებს და ამომრჩეველთა საპროტესტო გამოსვლები არაძალადობრივი პოლიტიკური მოთხოვნით, მძვინვარე სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და ანარქიაში გადაიზრდება.
ყოველკვირეული ANALYST-ი 2003 წლის 16 ივლისი, აშშ
მოძრაობა "კმარას" იდეოლოგიური ფესვები
მოძრაობა კმარას გამოჩენა საქართველოში ქართულ საზოგადოებას ერთგვარად ყურადღების მიღმა დარჩა. არადა ამ მოძრაობის გააქტიურება კარგად გათვლილი და აპრობირებული სცენარის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც "კმარას" იდეოლოგები და დამფინანსებლები აქტიურად ახორციელებენ პოსტსაბჭოურ სივრცეში. მოძრაობის მიზანია ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული გზით, მხოლოდ არა არჩევნების, არამედ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, პიკეტით, გაფიცვით და ა.შ. ხელისუფლების ამ გზით შეცვლას მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რის შედეგადაც უნდა გაიმარჯვოს ძალამ, რომელიც მზად იქნება საკუთარი ეროვნული ფასეულობების დათმობის ხარჯზე განახორციელოს მსოფლიოს გლობალური გაერთიანების ავტორთა სტრატეგიული მიზნები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. ამ საზოგადოებას საკმაო ხანია ამზადებს გადამწყვეტი ბრძოლისათვის (შეადარეთ "ნაცმოძრაობის" სარეკლამო საარჩევნო ლოზუნგი "გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსათვის") ცნობილი ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი, რომლის აქტიური ქმედებები შესაძლოა უბრალოდ ფასადზე გამოჩენისათვის იყოს გათვლილი. თუმცა ძირითადი მიზნები ფასადზეც ადვილად იკითხება. სოროსის კავშირი NDI-სთან (ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. NDI-მ დააფინანსა "სამართლიანი არჩევნების" მიერ ხმების პარალელური დათვლის პროცესი, რომელიც ბეიკერის გეგმის მიხედვით, ლამის კანონის დონეზეა აყვანილი, და რომლის შედეგების გამოქვეყნებამაც ბიძგი მისცა მასობრივ საპროტესტო აქციებს თბილისში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ამ აქციების ძირითადი სცენარში სწორედ მოძრაობა "კმარას" უჭირავს საკმაო ადგილი, რადგან საზოგადოების შედარებით აპოლიტიკური, ამავე დროს გამოუცდელი ნაწილის - ახალგაზრდობის მართვა ამ პროცესში გაცილებით ეფექტურია, რადგან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უნიათობის წყალობით, ამბოხების განცდა ქართულ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, ძალიან მაღალია.
მაინც ორი საზოგადოების შექმნა სურს საქართველოში "კმარას" იდეოლოგსა და დამფინანსებელ ჯორჯ სოროსს? პასუხი ერთმნიშვნელოვანია "ღია საზოგადოების".
ტერმინი "ღია საზოგადოება" შეიქმნა ფრანგი ფილოსოფოსის ანრი ბერგსონის წიგნის ",მორალისა და რელიგიის ორი წყაროს" (1932წ) მიხედვით, ხოლო მას პოპულარიზაცია გაუწია კარლ პოპერმა, 1945 წელს გამოცემულ ბროშურაში ",ღია საზოგადოება და მისი მტრები"’. ღია საზოგადოება ეს ისეთი საზოგადოებაა, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ არავის ძალუძს მოიპივოს ძალაუფლება სიმართლეზე, რადგან ადამიანები შეცდომებისკენ არიან მიდრეკილნი, ხოლო თეორიები მუდამ კრიტიკას უნდა ექვემდებარებოდეს. სწავლის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ჩვენს შეხედულებაში და რწმენაში ცდომილების აღმოჩენაა. ფართო გაგებით ღია საზოგადოება ხასიათდება კანონმორჩილებით, იმ შემთხევაში, თუ მთავრობა დემოკრატიულადაა არჩეული. ეს არის საკმაოდ ძლიერი საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ეროვნულ უმცირესობასა და მათ თვალსაზრისს". ამგვარად ღია საზოგადოების კანონმორჩილება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად თვლის იგი ხელისუფლებას დემოკრატიულად. ამაში ეჭვის შეტანის შემდგომ იგი მოქმედებაზე გადადის, რადგან "თეორიები მუდამ კრიტიკას უნდა ექვემდებარებოდეს". 2 ნოემრის არჩევნების შემდეგ დადასტურდა, რომ მოძრაობა "კმარას" იდეური ფესვებს, მიუხედავად იმისა, რომ "უფესვო" საზოგადოებაზე ოცნებობენ, ხელისუფლების გადაყენების მცდელობასთან მივყავართ, ამტკიცებენ რა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებით დაარღვია კონსტიტუცია და თავი კანონის გარეთ დააყენა. "შევარდნაძე აღარ არის ჩვენი პრეზიდენტი - აცხადებენ ისინი, და მიუხედავად იმისა, რამდენად იზიარებს მათ შეხედულებებს ქართველი ხალხი, შეტევაზე გადადიან.
სოროსის ფონდის ფილოსოფია
სოროსის ფონდი მოწოდებულია დააარსოს ღია საზოგადოებები და ხელი შეუწყოს ამ საქმიანობას. სოროსის ფილოსოფიას მივყავართ გლობალურ რევოლუციამდე, რადგან გლობალიზაცია, როგორც ,,ნამდვილი ეკონომიკური რევოლუცია’’- არის მსოფლიო რევოლუცია, რომელისკენაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტის’’ ავტორები მოუწოდებდნენ. ის მსოფლიო მაშტაბით გვთავაზობს წარმოებისა და ურთიერთობების სრულ შეცვლას. ,,გლობალურმა რევოლუციამ’’ (ტერმინი შემოღებულია რომის კლუბის წარმომადგენლების მიერ 1991 წელს სსრკ-ს დანგრევის დროს.) უნდა მოიცვას მთელი მსოფლიო. ის ცდილობს შექმნას სამყარო ,,თავისი მსგავსად და ხატად’’. ამ აზრით (როგორც ახალი ფორმა უტოპიური იდეალისა) ის იდეოლოგიურად მსოფლიო კომუნისტური და ნაცისტური იდეოლოგიის მსგავსია. 1968 წელს ბჟეზინსკი წერდა: ,,ჩვენი ეპოქა არა მხოლოდ რევოლუციურია, არამედ ჩვენ შევედით კაცობრიობის ისტორიის ახალ მეტამორფოზულ ფაზაში. სამყარო ტრანსფორმირების წინაშე დგას, რომელიც ისტორიული და ადამიანური შედეგებით უფრო დრამატული იქნება, ვიდრე საფრანგეთისა და ბოლშევიკური რევოლუცია. 2000 წელს აღიარებენ რომ რობესპიერი და ლენინი ლიბერალი რეფორმატორები იყვნენ.’’ 2000 წლისთვის მსოფლიო რევოლუციის გამარჯვების პროგნოზირებით ბჟეზინსკი აშკარად შეცდა. თუმცა იდეოლოგიური პროექტს, რომელზეც საუბარი მიდის, იმდენად ტოტალური ხასიათი აქვს რომ მისი გამტარებლებისათვის პროგნოზის დროში ცდომილებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს – ისევე როგორც მსოფლიოში კომუნიზმისა და ნაციზმის დამყარების იდეოლოგებს. მოცემულ შემთხვევაში დროს იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც მსოფლმხედველობითი მოქმედების მოდელს. აქედან გამომდინარე, კომუნისტური, ნაცისტური და გლობალიზაციული პროექტები ერთმანეთის მსგავსია არა მარტო უტოპიური აზრის ფორმით, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალაუფლების მოპოვების საკითხის პრაქტიკულად დასმის იდენტურობით. კომუნიზმიც და გლობალიზმიც სახელმწიფოების განადგურებისაკენ მიილტვიან. გლობალურ იდეოლოგიაში "ახალი მსოფლიო წესრიგი" ნიშნავს წესრიგს სახელმწიფოს გარეშე, ზედამხედველობას "მსოფლიო ბაზარზე". აკადემიურ წრეებში უფრო პოპულარულია განმარტება "გლობალური მმართველობა". ამ სათაურით (GLOBAL GOVERNANCE) აშშ-ში 1995 წლიდან გამოდის სპეციალური ჟურნალი. ამერიკელი თეორეტიკოსი ლოურენს ფინკელშტეინი აღნიშნავს: "გლობალური მართვის ფუნქციები საერთაშორისო მასშტაბით იგივეა, რაც ცალკეული მთავრობებისა-საკუთარ სახელმწიფოში. ამიტომ გლობალიზაციის ფორმირება მოითხოვს თანამიმდევრულ ნაბიჯებს მსოფლიო მთავრობის შესაქმნელად (გლობალ გოვერნმენტ). გლობალიზაცია მოწოდებულია მოახდინოს მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ტრანსფორმაცია PAX AMERICANA-ს ტიპის სტანდარტიზირებულ მოდელში, რომელსაც თავისი ცხოვრებისეული იდეალები, მასკულტურა და ფასეულობები გააჩნია. გლობალიზმის დროს ერთი შეხედვით არ ირღვევა ხალხის დამოუკიდებლად განვითარების უფლებები, მაგრამ იზღუდება კაცობრიობის განვითარების პოლივარიანტული რესურსები, რომელთა არსებობა აუცილებელია სამყაროს პერსპექტიული განვითარებისა და შესაძლო კრიზისული სიტუაციების კორექციისათვის.
" მე მსურს, ამ იდეას მოვუპოვო საკმარისი მხარდამჭერები, რათა მისი განხორციელება რეალობაში შევძლო."- აცხადებს ჯორჯ სოროსი და საქართველოში იუგოსლავიის "ოტპორის" პროტოტიპს აყალიბებს მოძრაობა "კმარას" სახით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის სისტემის დამხობაში კრახი განიცადა, სოროსმა თავისი იდეების განხორციელება ცენტრალური ევროპაში სცადა და არცთუ წარუმატებლად. "მე დავიწყე ,,ჩარტერ 77’’ მხარდაჭერა ჩეხოსლივაკიაში-1980 წელს. ასევე დავეხმარე მოძრაობას ,,სოლიდარობა’’. უნგრეთში-1984 წელს, ჩინეთში-1986წ, სსრკ-1987, პოლონეთში-1988წ. დავაარსე ცალკეული საზოგადოებები. ამჟამად 25 ქვეყანაში ფუნქციონირებს ღია საზოგადოება. მიუხედავად ამისა რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში სორისი მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. საქართველოში ნეონაცისტური იდეოლოგიისათვის შეიქმნა "ნაციონალური მოძრაობა" და მოძრაობა "კმარა", სოლიდური დაფინანსებითა და მძლავრი საინფორმაციო რესურსებით.
ერთი სტრატეგია, ორი ტაქტიკა
ოფიციალურად ჯორჯ სოროსი ჯორჯ ბუშის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. დემოკრატების კანდიდატის ელ გორის არჩევნებში გამარჯვებისათვის მან 15 მილიონი დოლარი გაიღო. იგი დღესაც აცხადებს, რომ მის მთავარ მიზანს 2004 წლისათვის., ჯორჯ ბუშისა და მისი კაბინეტის გამოცვლა წარმოადგენს. ამისათვის მან 8 მილიონით უკვე დააფინანსა მემარცხენე პოლიტიკოსთა ფრთა მოვეონ ორგი.. სოროსს არასოდეს დაუმალავს რომ ბუშის ადმინისტრაცია არასოდროს მოსწონდა. რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ სოროსმა დემოკრატების პარტია იყიდა. აფინანსებს რა სახელმწიფო ე.წ. დემოკრატიულ გადატრიალებებს სხვადასხვა ქვეყნებში, სოროსი აკრიტიკებს ბუშს ერაყთან მიმართებაში. როგორც ჩანს ხელისუფლების შეცვლის მექანიზმად მას საზოგადოების იდეოლოგიური მიმზადება და ურთიერთდაპირისპირება უფრო ეფექტურად მიაჩნია, ვიდრე სამხედრო გზით გარედან ინტერვენცია, რასაც ახორციელებს კიდევაც საქართველოში. მას შემდეგ, რაც სამხედრო გზით გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლამ ქვეყანაში დიდი არეულობა და ნგრევა გამოიწვია, საქართველოს ალტერნატიულ გზად სოროსი მოევლინა. "ნაცმოძრაობისა" და "კმარას" სახით სოროსი უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს, რადგან ილიას არ იყოს, გონს თუ არ მოვეგეთ, ცოდნითა და ხერხით მოსული მტერი ხმლით მოსულ მტერზე უარესია.
გარყვნილების აპოლოგია
მოძრაობა "კმარას" იდეოლოგია ყოველგვარი ეროვნულისა და ტრადიციულის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უმცირესობების, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას. მხარს უჭერენ სკოლებში "სექსუალური განათლების" შემოღებას. რამოდენიმე წელია საქართველოს განათლების სისტემაში აქტიურად ხორციელდება "ღია საზოგადოების" ერთ-ერთი იდეოლოგის კარლ პოპერის "დებატების პროგრამა", რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს მოდებატე გუნდების ჩამოყალიბებაში. დებატების დროს მოსწავლე ვალდებულია დაამტკიცოს ის, რისიც შესაძლოა არ ჯეროდეს და არ წამდეს. "ანტიკორუფციული პროგრამის მიხედვით კი ბავშვები მოვალენი არიან ამხილონ მშობლები კორუფციაში, კანონის დარღვევაში და უფრო მეტიც, "კანონდარღვევებზე" სათანადო ორგანოებს შეატყობინონ, რადგან კმარას "იდეოლოგიით" მოქალაქისათვის არ არსებობს უფრო დიდი ფასეულობა, ვიდრე საკუთარი ინტერესების დაცვაა. ცხადია, რომ სოროსი "კმარას" ხელით საქართველოში პავლიკ მოროზოვების ნეობოლშევოკურ საზოგადოებას აყალიბებს, რომლისთვისაც არ არსებობს არც მშობლები, არც წინაპარი, არც ტრადიცია და რაც მთავარია არც ღმერთი. შესაბამისად საუბარი აღარ არის მორალურ ფასეულობებზე. ამ მხრივ საინტერესოა სოროსის აპოლოგეტის ზბიგნევ ბჟეზინსკის საყოველთაოდ ცნობილი აღიარება: ,,ჩვენ გავანადგურეთ საბჭოთა კავშირი და ახლა უნდა გავანადგუროთ მართლმადიდებლობა." მოძრაობა "კმარა" ორმაგი სტანდარტებით ცდილობს ეს პროგნოზი რეალობად აქციოს.
"კმარას" ფესვები და საფუძვლები დღეს ქართული საზოგადოების მაქსიმალური ინტერესის სფეროში ექცევა მოძრაობა ,,კმარა”, - ერთი შეხედვით, ვითომდა ხალხის ბედ-იღბალზე მზრუნავი, მათთვის გადაგებული ახალგაზრდათა გარკეული ჯგუფის ნაწილი. ისინი აპროტესტებენ ყველაფერს, ხელისუფლებას, სახელმწიფო წყობას, განათლებას და ა.შ. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომაა...
დიახ, ეს ერთი შეხედვით, სამართლიანი პროტესტია. 12 წლის უძრაობის, უკეთესი იქნება ვთქვათ, დაღმასვლის შემდეგ, ხელისუფლებას, მართლაც პასუხი უნდა მოეთხოვოს ქვეყნის ნგრევისათვის. ეს ნეგატიური სურათი ,,კმარას” აქტივისტების ძირითადი საყრდენია, მიუხედავად იმისა, რომ მათ დღევანდელ ლობისტებს, ახლო წარსულში იგივე პრეზიდენტის გუნდის წევრებს, ქვეყნის გაჩანაგებაში სოლიდური წვლილი აქვთ.
მოდით ვნახოთ რას წარმოადგენს თავად მოძრაობა ,,კმარა”, ვის მიერ იმართება, ფინასდება და რა არის მათი ძირითადი მიზანი. ,,კმარას” აქტივისტები თავიანთ ვებგვერდზე www.kmara.ge გვარწმუნებენ რომ ,,მოძრაობა “კმარას” არ ყავს ხელმძღვანელი პირები”; ,,მათ არ აქვთ ჯიბის ფული და მრავალი სხვა…” ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ვინ იხდის უამრავი სარეკლამო კლიპის, სხვადასხვა სააგიტაციო ბუკლეტების, მაისურების, დროშების, ელემენტარულურად საღებავების საფასურს? - ნუთუ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ჯიბის ფულიც კი არა აქვთ?! თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმასთან შედარებით, თუ რისთვის უხდის მათ ამ ფულს...
კმარას ანალოგი და წინამორბედი ,,ატპორი” 1998 წელს, ბელგრადში, ,,გრაფიტის კამპანიით” გამოჩნდა. როგორც ვხედავთ, სცენარში ხატვისა და ღებვისადმი ტენდენცია ბელგრადსა და თბილისში ერთი და იგივეა. თბილისელ ,,კმარელებსაც” იდეოლოგიური სიმწირისა თუ არ მონდომების გამო, ზუსტად იგივე, დროშაზე გამოხატული მუშტით არბენინებენ ქუჩაში, როგორითაც ბელგრადში ,,ატპორელებს”. ამ მოძრაობაში ძირითადად ჩართული არიან, პოლიტიკურად სრულიად მოუმწიფებელი ახალგაზრდები, რომელთა ეგზალტაციაც ცრუ პატრიოტული მოწოდებებით იოლზე იოლია. ,,ატპორს”, ისევე როგორც ,,კმარას”, არც ლიდერი ჰყავდა და არც იერარქიული სტრუქტურა ჰქონდა. სწორედ ამიტომ გაუჭირდა სერბეთის მთავრობას მათთან
|