ორი წლის წინ ვმუშაობდი სადღაც, იქიდან წამოვედი მალე (ორ კვირაში), ჩემს ყოფილ უფროსს გაუკეთებია სახელფასო ბარათები, შეუვსია განაცხადი "ოვერდრაფტზე" დარიცხეს ამ ჩემს სახელფასოზე 1350ლ. და იმან მოხსნა ბანკომატიდან. ეხლა ესენი მე მთხოვენ ფულს. პრობლემაა ის რომ კრედიტ ინფოში ჩამსვეს გარდა მაგისა თიბისი ბანკისთვის რაღაც გავაკეთე, ახალი ანგარიში გამიხსნეს და გარკვეული თანხა დამირიცხეს ეხლა იმ ფულს არ მაძლევენ.
რავიცი რამდენი განცხადება დავწერე კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა ხელმოწერის გაყალბება. დასკვნის ასლი მივუტანე, მითხრეს კრედიტ ინფოდან ამოგიღებთო მაგრამ არ ვიცი ამომიღეს თუ არა.
მოკლეთ მინდა კრედიტ ინფოდან ამომიღონ და ჩემი ფული დამიბრუნონ.
გაგებაში არ ვარ ეს სისტემა როგორ მუშაობს ხომ ვერ მირჩევთ რამეს?