თავი პირველი
ვიდექით მე და ის პირისპირ, ერთმანეთს მივშტერებოდით და ორივეს გვეღიმებოდა.
ოღონდ არ იფიქროთ რომ ეს ღიმილი სიხარულისგან იყო გამოწვეული ან რამე ამდაგვარი კარგი გრძნობისგან.
ესეთი სახე ორივემ ძალაუნებურად შევკერეთ როდესაც ძლიერი ტკივილი ვიგრძენით გულის არეში, მე განსაკუთრებით მტკიოდა და მეწვოდა ის ჭრილობა.
ფეხი ვიღრძე, ვიღრძე არა ! მიღრძეს. სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ მის გადმოსაცემად,ან იქნებ ვპულობ კიდეც და უბრალოდ არ ვიძახი.
მიყურებდა, მიყურებდა უცნაური თვალებით.
ვცდილობდი მივმხვდარიყავი რისი თქმა უნდოდა, არა ის ვიცი რომ აშკარად უნდოდა რაღაცის თქმა და ვერ მეუბნებოდა, მოკლედ ვერ გავერკვიე.
მის თვალებში იკითხებოდა ზიზღი , ბრაზი , ისე მიყურებდა რომ შესძლებოდა დანას გამიყრიდა მუცელში, რამოდენიმეჯერ დაატრიალებდა და ნაწლავებს გამოიღებდა სადღაც სიღრმიდან.
მის თვალებში ვხედავდი შიშს, ერთ მონაკვეთში თვალიც კი აუცრემლიანდა მაგრამ უმალ მოიწმინდა. უნდოდა მოსულიყო ჩემთან და ბოდიში მოეხადა, უსუსური იყო, ჩვილი ბავშვივით უსუსური.
და აი დადგა ჟამი . . .
ყველაფერი კი ასე დაიწყო.
დავიბადე მეორე სამშობიაროში, კამოს ქუჩააზე.
დედმამის ერთადერთი შვილი ვიყავი და როგორც თვითონ მიყვებოდნენ ხოლმე ჩემზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე, ისე ამას 16 წლამდე მეთვითონაც კარგად ვხედავდი
დედაჩემს ნინო ერქვა, ნინო ჟღენტი.
მამაჩემი ჯაბა კილაძე, შეხედულობით მოქეიფე კაცს გავდა და არც არცხვენდა თავის გარეგნობას.
მე დათო ვარ , პატარა დათო, უფრო სწორედ პატარა დათო ვიყავი ერთ დროს, ეხლა რომ დაგანახათ ჩემი თავი ცუდი უნდა იყო პატარა რომ მიწოდოთ.
ხოდა ეს პატარა დათო , ანუ მე , როგორც გადმოცემით ვიცი წელიწადი და ხუთი თვე იყო დედის ძუძუზე მიჯაჭვული ამირანივით. ოღონდ განსხვავება ისაა რომ ამირანი არც ძუძუზე არ ყოფილა მიჯაჭვული და არც თავის ნება სურვილით შეეძლო იქიდან წასვლა.
ეხლა დავფიქრდი და ამირანი სულ სხვა პონტში ყოფილა, მოკლედ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ჩემს ბავშვობის მონაკვეთები ბუნდოვნად მახსოვს. ერთეული რაღაცები.
მახსოვს როგორ მიკითხავდა ხოლმე დედაჩემი ზღაპრებს ძილისწინ. კიდევ ერთი წიგნი მახსოვს რომელიც 3 წლისას წამიკითხა. პატარა ჭინკა რატიზე იყო თუ არ ვცდები რომელმაც კუდი დაკარგა და ამაზე იყო მთელი ამბები.
კიდევ მამაჩემი მახსოვს, თოფით რომ გავიდოდა ხოლმე დილით სახლიდან და მეორე დილას რომ მოვიდოდა თავის ნანადირევით.
მე ყოველთვის მეშინოდა და ვტიროდი მათ დანახვაზე, მერე წამოვიზარდე და ერთად ვავლებდით მუსრს იმს უცოდველ არსებებს.
ბავშვობიდანვე მიყვარდა ლუდი. მამაჩემს სულ ვეუბნებოდი დამალევინე დამალევინე მეთქი, იმანაც გამასინჯა, იქნებ შეეზიზღოსო მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
ოღონდ მამაჩემი მხოლოდ ლუდთან დაკავშირებით შეცდა მაშინ. აი არაყი დღემდე მეზიზღება.
12 წლამდე წვიმის მეშინოდა, წვიმის რა , ჭექა ქუხილის. განა იმიტომ რომ ხმა ქონდა? არამედ იმიტომ რომ სულ მეგონა მეხი დამეცემოდა. იმდენი რამ მქონდა ამ უცნაურ მოვლენაზე გაგონილი.
13-14 წლის ასაკში ჯერ კიდევ მიწებებული ვიყავი დედის კალთას, დებილი ბავშვი ვიყავი, ეხლანდელი გადმოსახედიდან ასე მეჩვენება, (ვინმემ ამ სიტყვებში თავის თავი თუ დაინახა არ ეწყინოს, ან თუ უნდა ეწყინოს

)
11-12 წლამდე დედის გვერდით მეძინა. მერე დავკაცდი და ნელნელა ავეხიე ნებით თუ უნებლიეთ დედას.
არა ავეხიე არა. ამაწყვიტეს, ამაგლიჯეს დედის კალთიდან, ის თითები მომაჭრეს რომლებითაც ვეჭიდებოდი.
დედმამა ავია კატასტროფაში მოყვნენ როდესაც საქმეზე მიდიოდნენ გერმანიაში.
მაშინ 16 წლის ვიყავი.
დაიღუპნენ თუ არა არ ვიცი, ისე მე დღემდე მჯერა რომ ოდესმე ან ისინი ან მე ვიპოვი მათ, ეს სხვა ისტორიაა .
ჩემს ოჯახს არასოდეს უჭირდა, მე არ მახსენდება ეგეთი პერიოდი.
მშობლები მუშობდნენ, საზღვარ გარეთ ქონდათ კონტაქტები და ასე შემდეგ.
მოკლედ ნორმალურზე უფრო კარგი ფინანსური სიტუაცია იყო ჩემს ოჯახში.
3 სართულიანი კერძო სახლი შირშოვის ქუჩაზე,
შირშოვი კუკიაზეა, ჩემი საყვარელი უბანი. (ისევ ეს კუკია რა)
მამაჩემს ორი მანქანა ჰყავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ორივე სადღაცას გაუჩინარდა და აღარც გამოჩენილა, ნუ მე თვალით არ მინახია არასდროს.
როგორც გითხარით დედიკოს ბიჭი ვიყავი და ძმაკაცებიც არ მყოლია, ეხლაც მეზოზღება ჩემი თავი საკუთარი შეცდომების გამო.
ერთი მეგობარი მყავდა 15 წლის ასაკში.
იმ დროისთვის ჩემი ყოველი დღის ჩანაწერებს ვაკეთებდი პირად დღიურში
13 ცალი დამიგროვდა
დღემდე შემომრჩა ყველა და ღიმილით გადავიკითხავ ხოლმე ჩემს განვლილ ცხოვრებას
ძალიან სასიამოვნოა.
პირველი ჩანაწერი კი 27 აპრილს გავაკეთე, ვცდილობდი დეტალებში ამეხწერა ყველაფერი
"
-წვიმს, კაია მიყვარს წვიმა
-ეწვიმება აბა რა, მთელი კვირა წვიმაა გამოცხადებული.
-წამო წამო დავეშვით.
-დაიცა ორი წუთი მოვწევ და ჩავიდეთ.
-ეე გზაში მოწიე რა_მითხრა ჯაბამ და საფლავიდან გავიდა.
მეც უკან გავყევი.
მივაბიჯებდით ატალახიანებულ ბილიკში, შარვლის ტოტები სულ დაგვსველებოდა.
საღამოს 8 საათი ქინებოდა , სადღაც ესე.
ნელნელა მივსეირნობდით და გზაში ვსაუბრობდით
-ბიჭო გუშინ ვიღაც გოგო დავკერე
-სად? ვინ?
-სკაიპში, ქეთი ქვია, ძაან მაგარი გოგოა.
-ხოო? და იმენა დაკერე?
-ხო ხვალ ზეგ უნდა შევხვდე
-სურათი გააქვს?
-კი
-მერე მანახე
-აი ეხლა ჩავიდეთ ჩემთან და განახებ, იცი რეებზე მებაზრება ხოლმე ბიჭო? გაოცებას ვარ კაცი_ჩაიცინა
-რეებზე?
-ინტიმურ თემებზე რა, ხო აზრზე ხარ?
-ვააა? ბედი გქონია ძმაო. _ვუთხარი დამცინავად, იმასაც ვერ ხვდებოდა რომ ის გოგო მე ვიყავი.
მივედით სასაფლაოების გასასვლელთან
-ეხლა საით?_ვუთხარი მე
-ჩემთან_და ჩაირბინა კიბის საფეხურები, მეც უკან გავყევი.
რამოდენიმე წამის შემდეგ
აი მივედით მის სახლთან
თეთრი ლამაზი ხის კარი ჰქონდა ჯაბას სახლს, კარს მიღმა ვიწრო დერეფანი რომელშიც უკვე დაძველებული და გაყვითლებული შპალერი იყო გაკრული.
დერეფნიდან პირდაპირ ზალაში გადიოდი, მათ ფარდა გამოჰყოფდა ერთმანეთისგან.
ზალაში შესვლის თანავე თვალის ყურადღებას ოთახის შუაში ჩამოკიდებული დიდი ბროლის ჭაღი იქცევდა.
ოთახის კუთხეებში იდგა რამოდენიმე სავარძელი, დივანი.
შემოსასვლელის მოპირდაპირე მხარეს იდგა მაგიდა კედელთან მიწეული რომელთანაც მუდმივად რეზო ძია იჯდა ხოლმე ერთი გრაფინი ღვინითურთ.
იქვე ჭურჭლის კარადის თავზე იდგა დიდი ძველებური ტელევიზორი რომლის ხმა მუდმივად ბოლომდე იყო აწეული, რეზოს ცოტა ყურს აკლდა და.
ხო და აი გადავწიეთ ფარდა და შიგნით შევედით
-გამარჯობა ლია დეიდა, როგორ ბრძანდებით _ვუთხარი ჯაბას დედას რომელიც სავარძელში იყო მოთავსებული და რაღაც სერიალს უყურებდა.
-კარგად შვილო ? შენ თვითონ როგორ ხარ? დედა როგორაა?
-რავი კარგად.
-ვაჰ, სტუმარი მოგვსვლია_დაიძახა რეზო ძიამ.
-სალამი რეზო ძიას
-სალამი, მოდი მოდი დაჯექი ორი ჭიქა დამილიე.
-აუ არა რა რეზო ძია, არ გეწყინოთ მაგრამ არ მცალია, რაღაც საქმე გვაქვს კომპიუტერში მე და თქვენს ვაჟს
ჯაბა უკნიდან ხელს მკრავდა, მიდი დაჯექიო.
-აააბა, ეგრე არ შეიძლება, იცოდე გავბრაზდები, ჯაბა არ იცის ხო ამან ჩემი გაბრაზება?_და ჩაიცინა, ეტყობოდა რომ უკვე კარგად შეზარხოშებული იყო.
კიდევ ერთხელ მომკრა ხელი უკნიდან.
-კაი ხო კაი რეზო ძია, ოღონდ 3 ჭიქა და მეტი არა
-მიდი მიდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ_და ჭიქა გაავსო
დაილოცეო მითხრა
მეც ჭიქას ხელი მოვკიდე და სადღეგრძელოს მოსაყოლად მოვემზადე
-ბუძიმს _და უცებ გადავკარი.
დრო მალე გავიდა სადღეგრძელოებში, ხუმრობაში , საუბარში , ანიგდოტებში და სხვადასხვა კურიოზებში.
ავცდი უკვე 10 ჭიქას.
ბოლო ჭიქაც გამოვცალე
-ა რეზო ძია, ესეც მესამე და დავამთავრე მე აქ.
- რა გჭირს კაცო? ეგეთი სუსტი ხარ?
-გაჩერდი ეხლა ბიჭო, შეეშვი ბავშვს, ცუდად არ გახდეს _ წაეჩხუბა ლია დეიდა რომელიც უკვე სხვა სერიალზე გადართულიყო.
-დიდი მადლობა რეზო ძია, ჩვენ ვნახავთ ხო რაღაცას კომპიუტერში.
-კარგი შვილო კარგი.
წამოვდექით მე და ჯაბა და ორივე ბარბაც ბარბაცით გავეშურეთ მისი ოთახისკენ.
(მოდით აღარ დავიწყებ ჯაბას ოთახის აღწერას)
შევედით შიგნით, ჯაბამ ეგრევე კომპიუტერი ჩართო და მიუჯდა, ძაან უნდოდა ენაებინა ის გოგო რომელიც მან გაიცნო.
მე ფანჯარაში გადავეყუდე და ვიყურებოდი ჯაბას ეზოში აქეთ იქით უაზროდ.
რაღაც საოცარი სიჩუმე იყო და ამ სიჩუმეს მხოლოდ კოსტა არღვევდა რომელიც ფანჯრის ძირას წამომჯდარიყო, მიყურებდა ბრაზიანი თვალებით და მყეფდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
მართლა მაგარი ეზო ჰქონდა ჯაბას ერთ დროს, სავსე იყო აქაურობა ზეებით, მალინის ბუჩქებით და ასე შემდეგ.
ახლა კი ორიოდე ხეღაა დარჩენილი და ამ უკანასკნელსაც ტოტები ძაან ზემოთ აუზიდავთ თითქოს ქვემოთ რაღაცას შეუშინებიაო
ალბათ კოსტას , არ ვიცი.
ნეტავ ნოდარი სადაა ეხლა?
შეიძლება დაიბენით და გაიფიქრეთ ნოდარი ვინააო? კუკიელ კუს ერქვა ნოდარი. ჯაბას უყვარს ცხოველებზე ადამიანის სახელის დარქმევა.
უი, სანამ მე ფიქრებში ვიყავი წვიმასაც გადაუღია მაგრამ ჯერ ისევ შემორჩა შავი ღრუბელი ცას.
თითქოს სუპერ წებოთი მიუცებებიათ და არც აპირებს არსად წასვლასო.
ქარის თითქოს მიძინებოდა.
-რა ლამაზი ღამეა იცი ჯაბ? სულ ჩაბნელებული.
-მოდი უფრო ლამაზი რაღაც განახო
-აბა ? _და მივბლაყუნდი კომპიუტერთან
ჯაბამ იმ გოგოს სურათები მანახა რომელიც ზუსტად ორი დღის წინ გადმოვწერე ოდნოდან.
-კი კაი გოგოა.
-კაი კი არა დზაან მაგარია _მითხრა გახარებულმა
-მომე რა მაგის სკაიპი
-შანსი არაა
-ეე ატრაკებ ეხლა, მომე რა
-შანსი არააა თქოოო.
15 წუთი ვეხვეწებოდი და მაინც არ მომცა.
ერთი ის მითხრა ვინმე დაქალის სკიპეს გამოვართმევ და შენ მოგცემო, ვითომ მეც გამისწორდა.
კაი მსახიობი ვარ.
გავიდა სადღაც ორი საათი, შეიძლება ცოტა მეტიც.
დავხედე საათს და დავინახე რომ პირველი დაიწყო, მეც სახლში წასვლა გადავწყვიტე და წავედი კიდეც.
ჩუმათ გავიარე ზალა, ლია დეიდას დასძინებოდა, უხმაუროდ გავაღე კარი და ქუჩაში გავედი.
ჯერ ისევ მთვრალი ვიყავი, ისევ რა პირიქით უფრო შევედი გრადუსში, რატო არ ვიცი.
მოკლედ ძაან დავთვერი,
ქუჩის შუაგულში დავდექი, ჯერ ერთ მხარეს გავიხედე, მერე მეორე მხარეს, შემდეგ ცას ავხედე.
ლამპიონები თავს დამნათოდა, ღრუბლები გადასულიყო.
მეც სახლისკენ დავიძარი.
ეს ეს იყო ეზოს კარი უნდა შემეღო რომ რაღაცამ შიგნიდან მიბიძგა და სასაფლაოეის შესასვლელისკენ მიმახედა
მე ძალიან მიმზიდველი მომეჩვენა იქაურობა და გულმაც იქით გამიწია.
შევბლაყუნდი სასაფლაოებში და ნელნელა ზემოთ ავუყევი,
-ვაა ბატონო რამაზ , თქვენ ისევ აქ ხართ? რამდენჯერ უნდა გითხრათ ღამე სასაფლაოზე ნუ გაჩერდებით თქო? ათასი მანიაკი დადის და სულ მე ვერ მოგხედავთ.
-ბატონ ვაჟას ვახლავარ , როგორ ბრძანდებით? ვერ ხედავთ რომ ეგ სიგარეტი ვნებს კაცო ვნებს.
ამის თქმაზე მეც გამახსენდა პაპიროსი და ვინსტონ ლაითს გავუკიდე.
-ბატონო დემურ თქვენც აქ ხართ? რა საოცრებაა? კრებაა თუ ვინმე მნიშვნელოვანმა უნდა გამოიაროს?
ახ, თქვენ რა გითხარით ბატონო დემურ, როგორ ვერ მივხვდი, ისევ სვავთ არა? ქვევით ჩადით რამაზი და ვაჟა არიან , პარტნიორობას გაგიწევენ.
გამოვიარე და ჩავიბუტბუტე ჩემთვის დაღუპავს ამ კაცს დალევა თქო _ არადა მართლა ცეროზით მომკვდარიყო ის უბედური.
-ვახ ქალბატონო ნინო
-ქალბატონო ნინო
-როგორ ბრდზანდებით ქალბატონო ნინო.
კიდევ გავუმეორე რამდენიმეჯერ
-აი თქვენ მოგი....თ დედები ხმა გამეცით თქვე არაადამიანებო, ზდილობა არ გასწავლეს თქვენი .... _ვყვიროდი ბოლო ხმაზე და თან ქვებს ვესროდი საფლავის ქვებს.
მერე გზა ზევით გავაგრძელე ოღონ უკვე ჩუმათ, აღარ დავლაპარაკებივარ გზად არავის.
აი გუმბათთანაც მივახწიე, შევედი შიგნით და ჩვენივ გაკეთებულ სკამზე ჩამოვჯექი
ოციოდე წუთი დავყავი შიგნით.
ეს რა არის? რაღაც კაშკაშა გამოჩნდა კარებში, რა სინათლეა, რა სილამაზეა, ენით აღუწერელი სილამაზე, ადამიანის ფორმა აქვს თუ მეჩვენება?
-აუუუ, ფეხები არავინ არ მომჭამოს, გაიგეეე? ვინცა ხარ თუ რანაირიც ხარ თუ რატოოოო? ააა?_და მგონი ჩამეძინა.
აი გათენდა ის ღამე , დღეს დავჯექი და ამ დღიურის წერა დავიწყე"
ხო ეს ის დღეა რომელიც დღემდე დეტალებში მახსოვს.
ამ დროისთვის ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ, და სადღაც ამ პერიოდისკენ შევიცვალე ანუ ცოტა გავიზარდე და დავკაცდი.
კიდევ ძალიან კარგად მახსოვს ის მწარე კვირა რომელიც დღიურში არ ამიხწერია.
ავიაკატასტროფის შემდეგ მთელი კვირა მძიმე დეპრესია მქონდა, ჩავიკეტე ჩემს სახლში და მათ შორის თავშიც.
მხოლოდ ვჭამდი და ვსვავდი, დანარჩენი ვიჯექი და მთელ ღამეებს თეთრად ვათენებდი.
მერე გამოჩნდა ის ნაცნობი სახე ვინც სახლიდან გარეთ გამიყვანა და სუფთა ჰაერი ჩამასუნთქა
ვინც ცხოვრებაზე სხვა თვალით შემახედა, ყველანაირად დამანახა წლების განმავლობაში
ალბათ მიხვდით ეს იყო ჯაბა.
თავი მეორე
კიდევ განსაკუთრებულათ მახსოვს ის დღე მამაჩემს სანადიროდ რომ გავყევი და გველმა რომ მიკბინა.
კუთხეში მოვიმწყვდიე უბედური და ჩოხის ცემა დავუწყე თავში.
როდესაც გასაქცევი ვერსად ნახა ბოლოს გამოიწია და მიკბინა.
ისიც მახსოვს მერე სავანდმყოფოში რომ ძლივს მივასწარით. მერე საინტერესო აღარაა
გიურზა იყო ის მამაძაღლი. ისე ის კი არა მე ვიყავი მგონი ეგეთი, რას ვერჩოდი იმ საცოდავს. ბოლოს მამაჩემმა მოკლა.
საფანტი ესროლა.
სახლში რომ დავბრუნდით ესეთი ჩანაწერი გავაკეთე დღიურში.
"აი მეც მოვედი, თავიდან ფეხებამდე სველი, გულისრევამდე გაღიზიანებული, გველის ნაკბენით ფეხზე.
დაღლილობისგან გაბრუებულიც.
დღეს დიდი დღე იყო დიდი, და ოქორს ასოებით უნდა ჩაიწეროს პირად ისტორიაში.
დღეს პირველად მიკბინეს , ცუდად ჟღერს არა? არადა მართლა პირველად მიკბინეს, თან ასე დაუნდობლად და ასე გესლიანად, იმედი მაქვს პირველი არის და უკანასკნელი, ნამდვილად უსიამოვნო იყო, ძალიან უსიამოვნო.
დარწმუნებული ვარ ხვალე გავალ ჯაბასთან და ვეტყვი, ვინც მე მიკბენს ყველა იმ გველის ბედს გაიზიარებსთქო.
მიყვარს მარიაჟობა, არადა . . .
ეჰ , წავედი ეხლა სახვევები დავიდო, მომიწევს კიდევ მოვისმინო მამაჩემის უაზრო ლექციები.
ეჰ ბედკლულო საქართველოვ."
აი კიდევ ერთი ჩანაწერი.
27 აგვისტო , აქ 16 წლის ვიყავი, უკვე ობოლი.
კარგი და დასამახსოვრებელი დღე იყო , განსაკუთრებით ჯაბასთვის.
"აი მეც მოვედი, მოვედი სიცილისგან სახედაღრეჯილი, დღეს ბევრი ვიტირე, როცა ვიცინი ასე მომდის ხოლმე, ა , ისე ეს უკვე ერთხელ ავღნიშნე.
საოცარი დღე იყო, საოცარი.
ყოველდღე რაღაც სასწაული რომ არ შეემთხვეს ჯაბას ხომ არ შეიძლება
დღეს სასაფლაოებზე ვიყავით და ეგრეთწოდებულ პარკურს ვაკეთებდით საფლავის პიკებზე. როგორც ყოველთვის ჯაბა დღესაც მჯობნიდა.
როდესაც გული ვიჯერეთ "ხტუნვით" სასაცილოდ ჟღერს მაგრამ იმედია ციდს არაფერს იფიქრებთ.
უკან ჩამოსვლა დავაპირეთ, რათქმაუნდა ისევ პარკურით, წინ მე წამოვედი, უკან ჯაბა გამომყვა.
მე ცოტა გავასწარი და მალევე ჩამოვედი ქვემოთ, მერე კი ჩვენი უბნისკენ შევიწიე.
ორიოდე წუთში ჯაბა გამოჩნდა და მეუბნება
-ბიჭო მგონი ხელი მოვიტეხე
მე ხმა არ გამიცია
მოვიდა ჩემთან და ხელი მანახა
რას ვხედავ, სკვაზნოი აქვს გატარებული.
იქ წავიდა პანიკები, (რათქმაუნდა ჩემი) არ გტკივა? და ამდაგვარი საუბრები.
როგორც შევატყე უძლებდა მაქსიმალურად და მშვიდად მპასუხობდა, საერთოდ არაო.
არადა აშკარად ღრიალი უნდოდა.
მერე იქვე ჩვენი ამხანაგი გოგო დავინახე (მეზობელი) რომელსაც ვთხოვე სპირტი ან იოდი ან პერეკისი გამოეტანა.
ამ წამლის სახელების გაგონებაზე ჯაბას ფერი შეეცვალა მაგრამ როგორც ვაშკაცი არ იმჩნევდა.
კაიო და სახლში შევიდა, ჩვენც ველოდეთ სადღაც 20 წუთამდე და ბოლოს გამოვიდა
დიდება ალაჰს გვეშველა.
-აი ეს არის უებარი მალამო, რო წაისმევ რაც მძღნერი და ნაგავია სულ ზემოთ ამოვა
-მალე ჯაბა ჭრილობაზე იტივტივებს მუჰაჰაჰაჰა_და დავიწყე სიცილი, 1 საათი ვერ გამაჩერეს.
ჯაბა ჭრილობაზე იტივტივებსო? აზრზე ხართ ხალხო? ეხლაც მეცინება ამას რომ ვწერ და ფურცელს ვასველებ ცრემლებისგან.
მერე შევცვალე
მალე ჯაბა სულ პატარა გახდება მეთქი
და ყველა შემხვედრს მაგას ვეუბნებოდი.
ხო ბოლოს ყველაფერი კათხა ლუდის დალევით დამთავრდა."
ესე ნელნელა , ზოზინით მიდიოდა ცხოვრება წინ.მეც მივყვებოდი დინებას და ნელნელა ვიზრდებოდი.
მე ბატონმა რევაზიმ მიშვილა ბავშვთა სახლში წაყვანისგან რომ ვეხსენი. ყოველთვის ვიძახდი რა, მაგარი კაცია თქო.
ერთ დღესაც გაამართლა ჩემმა ნათქვამმა ძია რეზოსთან დაკავშირებით.
ამ ნელნელაში კი გავიდა 5 წელიწადი და შევიქმენი ზრდასრულ პიროვნებად.
ჩემს სახლშვი ვცხოვრობდი, კარგათ მქონდა აწყობილი ცხოვრება.
ქვის ცეხი მქონდა ჩემი, რესტორნების და სახლების და სხვადასხვა ობიექტების გარე და შიდა მოპირკეთებას ვაკეთებდით.
კარგი ბიზნესია. დეტალებს არ დავწერ.
ძალიან კი გამიჭირდა ამდენის მიხწევა მაგრამ როგორღაც მოვახერხე.
მე და ჯაბა ამ ცეხის მეპატრონებეი ვართ 50/50
ყოველთვიურად 1000, 1500 ლარი გვხვდება წილი.
უკვე კაცი ვარ, შეყვაყვარებული მყავს, მანქანა, ფული მაქვს.
დღედღეზე შეიძლება ცოლი მოვიყვანო,ბავშვს ელოდება ჩემგან.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული ვარ.
საოცრად გახარებული.
ერთი რიგითი დღე იყო სამსახურში, მე და ჯაბა მანქანით მივდიოდით კარიერში საქმეზე.
და ჩვეულებრივ ბიზნესზე ვსაუბრობით როცა უეცრად თემა შეიცვალა
საიდან გამოჩხრიკა ეს თემა , მეთვითონაც გაკვირვებული ვიყავი.
დიდი ხანი ვსაუბრობდით, ბევრი ვიგინე, ვილაპარაკე, ვამტკიცე რომ ავანდმყოფობაა და ცუდია.
ეგეთი კაცი არასანდო და არაკაცია თქო
რომ გაყიდის ერთი დოზისთვის ყველაფერს მეთქი
ბოლოს კი რა პასუხი მივიღე
თურმე ჯაბაც უკვე იმ ხალხს მიეკუთვნება რომლებსაც ვერ ვიტან.
-შენ სულ ხომ არ გამოყლევდი ბიჭო? რა თავს იკლავ ? ნუ გამომაყლევე ! რა გინდა ბიჭო? რა გინდა ? რატო იგდებ ცოდვაში თავს, მალე ცოლს მოიყვან,მერე შვილები გეყოლება, იმათზე არ ფიქრობ, ჩემზე არ ფიქრობ?, რეზოზე არ ფიქრობ? ლია დეიდაზე არ ფიქრობ? ხალხის აზრის სულ ყ . . . ე გკიდია შეეენ? შენ უნებისყოფო ტომარა ყოფილხარ , ფუი. ბარემ მიდი ტრაკის მიცემაც დაიწყე, მიდი , გავარდი და მიეცი ტრაკი აბა, ორივე ერთი და იგივე რაოდენობის ნეხვის ჭამაა, რაოდენობას თავი დაანებე, ნეხვის ჭამაა ! ნეხვიჭამია ხარ ბიჭო? მომეცი, დროზე მომაწოდე რაც გაქვს.
ჩემმა ლანძღა გინებამ სამწუხაროდ ჯაბა ვერ გამოასწორა, მაგრამ მალე ამ ამბის დროებით დავიწყება მომიხდა, ცოლი უნდა მოვიყვანო.
ჩანაწერი დღიურში > 30 სექტემბერი
აი, მეც დავბრუნდი, ღამის სამი საათია, მაგარი მთვრალი ვარ. შეიძლება ეხლა წერისას ასოებიც კი შემეშალოს მაგრამ არაუშავრს, მაინც არავინ არ უნდა წაიკითხოს და მე გავერკვევი როგორმე.
გუშინ ქორწილი მქონდა, ადრე ხო კაცი ვიყავი? ეხლა მალე მამაკაცი გავხდები, ძალიან მალე.
აუ შემეშალა , გუშინ წინ იყო, უკვე გადასცდენია თორმეტ საათს და ახალი დღე დაიწყო.
ძაან მაგარია ცოლის მოყვანა, მომეწონა.
იქ ქორწილის სახლი როა, აუუ მტკვართან როა , აუუ აღარ მახსოვს სახელი. მოკლედ ხო.
რა მაგარი იყო, ის სამეჯლისო თუ საქორწილო ვიღაცის რაღაც რო ჩათეს , რა რა რარარარრარსაასრარარარარრა.
მერე ჯვარზე ავედით მცხეთაში, ვერ წარმოიდგენთ რა გაოცებული ვიყავი პირველად ვნახე ასეთი სილამაზე, მერე იქ გველიც დავინახე, ზუსტად ისეთი როგორიც ჩვენთან კუკიაზეა
აუ რადროს გველია
ისე ამ ჯვარზე რა ცუდი მოძღვარი იყო?
ცუდი რა ძაან მკაცრი, არ მომეწონა.
ვაიმე არ მითქვამს რეები მეცვა? რათქმაუნდა არა , იმიტომ რომ არც სჭირდება თქმა, სმოკინგი რაღათქმაუნდა.
ჩემს ნუცას დიდი ფარფაშა თეთრი კაბა ეცვა, განსაკუთრებოთ ლამაზი იყო იმ დღეს.
მერე იქიდან სად ჩავედით აბა თუ მიხვდებით?
რამიხვედრა მაგას უნდა? რაღათქმაუნდა რესტორან თავადურში.
რა მოსაწყენი იუო იცით იქ ჯდომა? ალბათ იმიტომ რომ არ ვსვავდი, სხვა ყველა მხიარულობდა.
რამოდენიმეჯერ ვიცეკვეთ მე და ჩემმა უკვე მეუღლემ , მერე ჩემს მეჯვარესთან, ნუცას დაქალია , წესიერად არც ვიცნობ
ისე კი ეამებოდა კაცს ისეთია, (შემდეგ ბოლო 23 ასოს ხაზი გადაუსვა მაგრამ მაინც იკითხებოდა )
მერე ჩემს მეუღლეს ჩემი მეჯვარე ეცეკვებოდა, სად იცის ცექვა იმ უბედურმა
აა , ისე ჯერაც არ მითქვამს რომ ჩემი მეჯვარე ჯაბა იყო

დავნათესავდით?
ათი საათის შემდეგ დაიწყო ყველაზე სასურველი მომენტი ჩემთვის.
ნუ ამას პირველად არ ვაკეთებდი ნუცათან მაგრამ . . .
იმაზე კი ნამდვილად დავდებ თავს რომ ჩემს მეტი სხვასთან ინტიმური ურთიერთობა არ ქონია, კოცნას არ ვგულისხმობ.
კარგად მახსოვს რომ არ ქონია

როგორც იქნა გათენდა ეს ღამეც და რათქმაუნდა ქორწილი სახლში გრძელდება.
სანამ წერას დავიწყებდი თხუთმეტი წუთით ადრე გავაცილე სტუმრები,მაგარი მთვრალი ვარ, მაგარი.
ისე ჯერ რა მეჩქარებოდა აააა?
ზუსტად ხუთი თვის შემდეგ ბავშვი შემეძინა.
ეს ფაქტი ჩემთვის სასიხარულოც იყო და . . .
30 მარტი > > დრო ვერ გავარკვიე
დღეს ბიჭი შემეძინა, ჯერ ისევ არ გადაუწყვეტიათ ჩემი საქმე.
თქვენ ხომ არ იცით რა შემემთხვა ამ 5 თვის მანძილზე.
14 მარტი > > საღამოს 7 საათი.
აი მეც მოვედი, რაღაც სასტიკად დაგრუზული და . . . არ ვიცი რა სიტყვები მოვძებნო, მოკლედ ცუდად ვიყავი.
სულ რაღაც 1 საათის წინ ჩამოვედით მე და ჯაბა სასაფლაოდან, მერე ის მანქანაში ჩავსვი და ეხლახანს ჩაეძინა.
ესე ორი საათი იქნებოდა და მითხრა, წამო სასაფლაოზე ბავშვობის ადგილები გავჩითოთ და გავიხსენოთო (ამ დღეს სამუშაო არ გვქონდა და ვისვენებდით)
უარს ხომ არ ვეტყოდი, მეც ავყევი. ავყევი რა, ერთად ავედით. მერე შავ საფლავთან გავიარეთ, მერე იქიდან გადავუხვიეთ და მაღალ გორას ავუყევით , იქვე მოფარებული ადგილი ვნახეთ, დაჩრდილული და ჩამოვჯექით.
სიგარეტი ამოვოღე პაჩკიდან და გავუკიდე. ამერიკული მალბორო , არა გატყუებთ , სასეთი მდიდარიც არ ვარ.
ცოტახანი ვიჯექით, საქმეზე ვსაუბრობთი,
იმას ამდენი აქვს მოსატანი იმას ამდენი.
ამ ლაპარაკ ლაპარაკში უცებ არ გაჩითა რაღაც შპრიცები, ნემსები და მთელი მეორე მსოფლიო ომის აღჭურვილობა?
ზურგში გამკეთეო მითხრა, მე გამოვსირდი, როგორ კადრულობს მეთქი, მერე ვაგინე, ვაჯვი მაგრამ არა , არ გაჭრა.
ბოლოს დამიყოლია და ზურგში გამაკეთებინა.
წამიერად განადგურდა , ჯერ შპრიცი მგონი ბოლომდე არ მქონდა შეყვანილი რო ჩაკაიფდა, ფეხზე რო წამოდგა , ძლივს დადიოდა.
არ ვიცი რაღაც სასწაული მოუვიდა იმ ნაბოზვარს.
ესე გამეორდა რამოდენიმეჯერ. და ერთ დღესაც მეც გავსინჯე.
აი ეხლავე.
27 მაისი > > საღამოს 9 საათი.
აი დღეს უკვე აქით გადმომიყვანეს.
რომ განახათ ჩემი თავი ვერ მიცნობთ, ადამიანს აღარ ვგევარ. დამლეწეს, უკვე მერამდენედ დამლეწეს ამ ნაბოზვარმა ძაღლებმა.
როგორ დაუშვი ასეთი შეცდომა? როგორ? რა სირი ვარ? მაგარი სირი.
აი მომიწია 6 წელი პატიმრობაში, როგორ უნდა გავძლო 6 წელი? როგო?
6 წელს კი არა 6 დღესაც ვერ გავძლებ აქ. ყოველდღე მცემენ, ყოველდღე მცემენ ეს ნაბოზარი ძაღლები.
ჯერ წინა დღის ჭრილობები არ მაქვს მოშუშებული რო გამიყვანენ , დამლეწავენ, შემომიყვანენ დამაგდებენ, მერე კიდე გამიყვანენ, დამლეწავენ შემომიყვანენ დამაგდებენ. ჯოჯოხეთია აქაურობა, სუპერ ჯოჯოხეთია , ამაზე უარესი რა უნდა ხდებოდეს იქით.
რამდენი ხანია ჩანაწერები არ გამიკეთებია, ეხლა შემომიტანეს პირადი ნივთები და ესეც.
რაც დამიჭირეს ჯაბას არ ვუნახივარ. ბოლოს როცა ვნახე 20 მაისი იყო , საღამოს საათები სასაფლაოების გამოსასვლელში.
მაშინ როდესაც ძაღლობამ დამიჭირა, არადა სულ პირველად გავსინჯე და მაინცდამაინც მაშინ.
ესეიგი კიდევ ერთხელ ავყევი ჯაბას კუკიაზე, ვიცოდი რომ უნა გაეკეთებინა, რაღაცნაირად შემითრია, არა შემითრია რაღაც არ ჯდება, დამაინტერესა ასე ვთქვათ, მე ხომ გავუკეთე ჯაბას ზურგში და ვიფიქრე ნახევარ დოზას მეც გავიკეთებ თქო.
ჯაბას რომ ვკითხე სად გავიკეთო მეთქი ხმა არ გამცა, თვითონ ვერ გამიკეთებდა ხოდა რაც გაგონილი მქონდა ნეკა თითთან გავიკეთე.
უცებ დამარტყა თავში, დამიტრიალდა და ცუდად გავხდი, ჯაბა ორად მეჩვენებოთა, ყველაფერი ტრიალებდა, რაღაც ცუდი შეგრძენა მქონდა, გული მერეოდა და ამერია კიდეც, რომ ამოვიღე ყველაფერი, უცებ ჭახ და თითქოს ერთბაშდ კარგად გავხდიო, მერე წამოიღო კაიფი , და ესე გაჩხერილში ჩავეშვით ქვევით, როგორც კი გავედი სასაფლაოებიდან ეგრევე ძაღლობამ მანქანაზე წამკუზა.
ჯაბამ იაზრა და ეგრევე მოტყდა, კი გაეკიდნენ მაგრამ სასაფლაოებში რას დაიჭერდნენ, იქ იყო გაზრდილი.
როდა როგორც მომხარებელს მომისაჯერს 3 წელი. კიდე დამნაშვეზე ხელის დაფარებისთვის 3 წელი, სამაგიეროდ მაგარი ცემას მივაღწე იმათი მხრიდან.
ხოდა ეხლა უნდა ვიყო აქ , კიდევ 6 წელი.
თავი მესამე
გავიდა ოთხი წელიწადი.
კიდევ ერთი ჩანაწერი დღიურში, დღე და დრო მითითებული არაა
ყოველი დღე ერთფეროვანი იყო აქ, ბიჭებიც გავიცანი აქ, დავძმაკაცდით კიდევაც , და ცოტა შევეჩვიე აქაურობას.
ამინისტია შემეხო. სადღაც ერთი თვე და გავალ სუფთა ჰაერზე.
რო გავალ პირველი რას გავაკეთებ?
საინტერესოა ?
ალბათ ერთ ტყვიას დავაჭედებ ერთ ადამიანს.
ალბათ ამ დღიურს არავინ არ წაიკითხავს მაგრამ მაინც თუ გინდათ გაიგოთ ვიზე იძახით ჩემი 5 დღის წინანდელ ჩანაწერს გადახედეთ.
ერთი თვის შემდეგ.
აი მეც გამოვედი, რათქმაუნდა ჩემი ცოლი დამხვდა, ჯაბა? ჯაბას მოსასვლელი პირი არა აქვს.
მივედი სახლში, დავისვენე ვჭამე , სული მოვითქვი და იარაღის საშოვნელად გავედი, უკვე მქონდა რამოდენიმე კავშირი სადაც შოვნა შეიძლებოდა.
მაკარობვი ვიშოვე. როგორღაც.
(მგონი ესე ცოტა უინტერესო ხდება თხრობა და იმ დღის ჩანაწერსაც წაგაკითხებთ. ერთი თვისა და 5 დღის უკან
დღეს ჩემი ცოლი მოვიდა ჩემთან პაემანზე, ტიროდა, რა მოხდა თქო.
გავკოტრდით და პურის ფულის გარეშე დავრჩითო,
მიზეზი რომ ვიკითხე , თურმე მიზეზი ჯაბა ყოფილა, ცეხი გაუყიდია, მთელი ფული თვითონ აუღია და გაუჩინარებულა)
იარაღი კარგად დავმალე შარვალში და ისევ სახლში დავბრუნდი,
ეს ეს იყო სახლიში უნდა შევსულიყავი რომ რაღაცამ ძალაუნებურად სასაფლაოების შესასვლელისკენ მიმატრიალა, მე მომხიბვლელი მომეჩვენა იქაურობა და წავედი მისკენ. (გულმა გამიწია) რომ შევედი ზემოთ მაღალ გორას ავუყევი და იმ ადგილას მივედი სადაც ჩემი ტრაგედია დაიწყო. მოფარებულ ბუჩქიან საზიზღარ ადგილას
რას ვხედავ
-ჯაბაა !! !
-გელოდებოდი გაბრიელ
-რა გაბრიელ
-დღეიდან ჩემთვის გაბრიელი ხარ
-შე ნაბოზვარო გაგაგაბრიელებ, რა გამიკეთე?
-რამე გაგიკეთე? არა შენით გაიკეთე როგორც მახსოვს?
-კიდე ხუმრობ არა შენ . . . შენ დედას შევე . . . მე ! შე ნაბოზვარო
უცებ მის პარკს მივვარდი რომელშიც ყველაფერი ქონდა, ფხვნილი ამოვიღე და ჰაერში მიმოვფანტე.
ჯაბა წამოხტა ხელის დასარტყმელად. მაგრამ უეცრად იარაღი დაედო თავზე.
-რა გინდა შენ დედას შევ . . . ცი_ კონდახი თავში,
მოწყვეტით დაეცა ძირს.
წამოდგა, ცოტა უკან გაიწია და მითხრა
-გელოდებოდი გაბრიელ, აქ გელოდებოდი.
ვიდექით მე და ის პირისპირ, ერთმანეთს მივშტერებოდით და ორივეს გვეღიმებოდა.
ოღონდ არ იფიქროთ რომ ეს ღიმილი სიხარულისგან იყო გამოწვეული ან რამე ამდაგვარი კარგი გრძნობისგან.
ესეთი სახე ორივემ ძალაუნებურად შევკერეთ როდესაც ძლიერი ტკივილი ვიგრძენით გულის არეში, მე განსაკუთრებით მტკიოდა და მეწვოდა ის ჭრილობა.
ფეხი ვიღრძე, ვიღრძე არა ! მიღრძეს. სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ მის გადმოსაცემად,ან იქნებ ვპულობ კიდეც და უბრალოდ არ ვიძახი.
მიყურებდა, მიყურებდა უცნაური თვალებით.
ვცდილობდი მივმხვდარიყავი რისი თქმა უნდოდა, არა ის ვიცი რომ აშკარად უნდოდა რაღაცის თქმა და ვერ მეუბნებოდა, მოკლედ ვერ გავერკვიე.
მის თვალებში იკითხებოდა ზიზღი , ბრაზი , ისე მიყურებდა რომ შესძლებოდა დანას გამიყრიდა მუცელში, რამოდენიმეჯერ დაატრიალებდა და ნაწლავებს გამოიღებდა სადღაც სიღრმიდან.
მის თვალებში ვხედავდი შიშს, ერთ მონაკვეთში თვალიც კი აუცრემლიანდა მაგრამ უმალ მოიწმინდა. უნდოდა მოსულიყო ჩემთან და ბოდიში მოეხადა, უსუსური იყო, ჩვილი ბავშვივით უსუსური.
რატომ ვარ ასეთი კეთილი? მაინც ვერ გავიმეტე !