ლიბ.გე-ზეა ეს ლექსი განთავსებული და მაინტერესებს თქვენი შეხედულება ასეთ პოეზიაზე. თუ არსებობს ისეთი ადამინი, ვისაც შეიძლება მოეწონოს მსგავსი შინაარსის ლექსი...
ანა
გიორგი ხასაია
ჩემი ნიკაპი შენს ბოქვენს გავს როცა წვერი მაქვს
შენი ბოქვენი ჩემს ნიკაპს გავს როცა არ იპარსავ
და მეც წვერი მაქვს.
სრულყოფილია ფუკოს წერილი-მსგავსების
ოთხი ფორმა, სიმპათია
ხოლო ყველა ჩემი წერილი
გაივლის ციფრულ საშოებს
ბნელებსა და მოციმციმეებს
ალბათ მოციმციმეებს როგორც ვიანის პოეტიკა.
ჩემი ნიკაპი შენს ბოქვენს გავს-
Gგამახსენდა ტელევიზორთან
რომელშიც უჩვენეს როგორ გვხოცავდნენ
კამერაში უიარაღოებს და გვჭამდა დედა ღორი
საუკეთესო შვილებს
ყველაზე ლამაზყელიანებსა და ჭკვიანთვალებიანებს.
ჩვენ გვენდობიან და ამიტომ არ მოვწონვართ.
არ გვენდობიან და ამიტომ ვიზიდავთ ასე.
შენ თითქმის იცი ამ ლექსს ვერ დავამთავრებ
Mმაგრამ რას ნიშნავს
Lლექსი რომელიც მთავრდება.
ჩემი ნიკაპი შენს ბოქვენს გავს-
Mმივხვდი აბაზანაში
სადაც მასტურბაცია ახრჩობდა მონატრებას
და ჩემი ხელი ბოლობოლო ჩერდება ბოვენთან
რომელიც შენს ნიკაპს არ გავს.
საიდან ჩნდება ამ ლექსში რუსეთი?
მათი ტანკის ლულები
როგორც ფალოსები მოიწევდნენ შენსკენ
დედის სხეული საიმედო ჩვარია
დედის სხეული საიმედო ჩვარია ამ დროს
დედის სხეული ჩვარია
ჩემი წერილები გაივლიან ციფრულ საშოებს
Mმე მაინც გირჩევ ნურცერთ მათგანს ნუ წაიკითხავ
Dდა საერთოდაც დროა ერთმანეთის ნაოჭების წაკითხვის
ისინი აქ არიან
მათ აქ ყოფნას ჩვენი შუბლი უკვე ხაზს უსვამს.
სანამ ჯერ კიდევ არაა გვიანი
დავდგეთ ყველა გასასვლელ-შემოსასვლელთან
და დავურიგოთ იარაღი მშიერ-მწყურვალთ!
შენ კარგად გახსოვს ფერი იმ ფურცლის
რომელზეც ამ ლექსს ვერასდროს დავამთავრებ
შენ ეს იცი
მე ეს დამჩემდა.
http://lib.ge/body_text.php?9027