რისთვის ებრძვიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს???!
http://www.myvideo.ge/?video_id=932478მშობელთა კავშირის საქმიანობა ბოლო 8 წლის განმავლობაში სახელისუფლებო ორგანიზაციებთან ძირითად წერილობით მიმდინარეობს . ამის საბუთი მრავლად არის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში,
ტელეკომპანია "იმედში",
საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტში
საქართველოს ხელისუფლებამ დააკავა 7 მაისს და დღესაც დაკავებული ჰყავს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის 5 წევრი, რომელთაგანაც 3 მიწვეული იყო სატელევიზიო გადაცემაში და სურდათ გაეპროტესტებინათ წიგნის "საიდულო სირობა" პრეზენტაცია საუნივერსიტეტო მაღაზიასა და მოზარდებისათვის განკუთვნილ სატელევიზიო გადაცემაში "ჩვენი ექსპრესი" (რომელიც ტელეკომპანია "მზეზე" გავიდა 30 აპრილს 19.30 წუთზე, 4 მაისს 12 საათზე ა და 6 მაისს 14 საათზე - სამივეჯერ არასრულწლოვანთათვის მისაწვდომ დროს საუკეთესო დროს, წყალგამყოფამდე), ხოლო შემდეგ კი განთავსდა მოზარდებისთვის განკუთვნილ საიტზე blog.teentv.ge,
http://www.youtube.com/watch?v=3YVvqtj3saA).
წიგნს აქვს მკრეხელური სათაური და სიუჟეტები, რომლებიც შეურაცხმყოფელია მორწმუნე ადამიანებისთვისა და ყველა ქართველისთვის, წიგნში ასევე აღწერილია მშობლების მკვლელობის სურვილი, დასთან და დედასთან ინცესტის სექსუალური ფანტაზიები და ქმედებები.
რაც მთავარია, წიგნის სწორედ ეს ნაწყვეტები წაკითხულ იქნა მოზარდებისთვის გამიზნულ სატელევიზიო გადაცემაში. არასრულწლოვანი წამყვანები ახდენდნენ წიგნის როგორც საინტერესო და მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების რეკლამას, ეს კი არასრულწლოვანთა გამრყვნელ ქმედებას წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255 პრიმა მუხლის მიხედვით.
რეკლამა დეისაძის წიგნს გაუკეთა:
ჟურნალებმა :
1."ტაბულა "
2. "ლიბერალი "
3."ცხელი შოკოლადი"
4. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოცემით და ილია ჭავჭავაძის .უნივერსიტეტმა 14 აპრილს პრეზენტაციით
5. ტელეკომპანია "მზემ" მოზარდებისთვის განკუთვნილ გადაცემაში რეკლამირებით როგორც ორიგინალური ლიტერატურის 30 აპრილს, 4 მაისს და 6 მაისს
6. INTERNEWS-მა მოზარდებისთვის განკუთვნილ საიტზე "მზის" სარეკლამო სიუჟეტის განთავსებით წიგნის შესახებ და დღესაც განაგრძობს
აი ვინ ახდენდა წიგნის პროპაგანდას ბავშვებისთვის ორი კვირის განმავლობაში და დღესაც განაგრძობს.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი რამდენიმე წელია უშედეგოდ აპროტესტებდა "ჩვენს ექსპრესში" მოზარდებისთვის შეუფერებელი სიუჟეტების ტრანსლირებას როგორც ტელეკომპანიებში ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. გადაცემის სიუჟეტთა სათაურებიდანაც კი ნათელია მათი შინაარსი. ამ სიუჟეტებს უკვე რამდენიმე წელია ბავშვებს აყურებინებენ ხან საზოგადოებრივი მაუწყებლით, ხან "იმედის" და ეხლა კი ტელეკომპანია "მზის" ეთერით, შემდეგ კი განათავსებენ მოზარდებისთვის განკუთვნილ საიტზე და ახდენენ ამ საიტის რეკლამირებას ამავე გადაცემაში. აი, სიუჟეტთა ჩამონათვალი:
1. "საიდუმლო სირობა"
2. "პატრიარქი"
3. ლგბტ ჟურნალი "მე"
4. თბილისელი გოგო ირჩევს გოგოს
5. "სატანისტი".
http://blog.teentv.ge/node/1394,
http://blog.teentv.ge/node/656,
http://blog.teentv.ge/node/584,
http://blog.teentv.ge/node/568,
http://www.teentv.ge/node/1381.
ეს სიუჟეტები სრულიად შეუფერებელია 14–15 წლის მოზარდებისათვის, რადგან მკრეხელურია, შეიცავს რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს და მონტაჟს, ინცესტის თემაზე ფანტაზიებს ან ასაკისთვის შეუფერებელ სექსუალურ თემატიკას.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი უკვე 5 წელია მხოლოდ სამართლებრივი ფორმებით აპროტესტებს სამაუწყებლო კანონმდებლობაში თანმიმდევრულ და ეტაპობრივ ზნეობრივ დეგრადაციას:
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...70&info_id=3637http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...70&info_id=2227http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...70&info_id=6102http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...70&info_id=3637http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...70&info_id=6416http://www.constcourt.ge/index.php?lang_id...d=6&info_id=182http://www.constcourt.ge/index.php?lang_id...=12&info_id=468http://www.constcourt.ge/index.php?lang_id...=12&info_id=492მას–მედიაში გარყვნილებისა და ძალადობის მოზღვავება და ფაქტიურად პროპაგანდა „თავისუფლების ინსტიტუტის“ უშუალო ზეწოლით ხორციელდება:
1. საქართველოში 2004 წლიდან შეჩერებული იყო მავნე ზემოქმედებისგან არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მოქმედება სამაუწყებლო ქცევის კოდექსის შექმნის საბაბით
2. სატელევიზიო ეთერში სამაუწყებლო კოდექსის დარღვევებს ყოველდღიური ხასიათი აქვს ძალადობის, ნარკოტიკების მოხმარების და სექსუალური ურთიერთობის სცენების ჩვენების სახით. ევროკავშირის ENP პროგრამის ორ ანგარიშში 2008 და 2009 წელს იქნა აღნიშნული, რომ საქართველოში არც კანონმდებლობაში და არც მაუწყებლობისას არ ხდება მცირეწლოვანთა დაცვა მავნე ზემოქმედებისგან.
http://ec.europa.eu/world/enp/pdf/progress...ec09_513_en.pdf, p. 19
Georgian audiovisual legislation is still not aligned with European standards on media
regulation. The current legislation and practice of the National Communication Commission does not allow for an adequate protection of minors and other consumers. Films and programmes not suitable for children are still broadcasted outside adequate times. Georgia has not ratified the Council of Europe Convention on Transfrontier Television.
3. 2006 წლიდან მაუწყებლობის კანონით აკრძალულია სატელევიზიო ეთერში უზნეობის გაპროტესტება ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიაში, რაც მსოფლიოში უპრეცენდენტო ადამიანის უფლებათა შელახვას წარმოადგენს
4. მაუწყებელთა ქცევის კოდექსით 2009 წლიდან დაშვებულია შიშველი სხეულით სცენების ტრანსლირება დღის საათებში, ძალადობის, თვითმკვლელობისა და წამების სცენების ტრანსლირება 15 წამის განმავლობაში, რაც ასევე უპრეცენდენტო დაშვებაა სატელევიზიო მაუწყებლობაში და არცერთ ქვეყანაში არ ხდება
5. საქართველოს კონსტიტუციური სასამართლომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლის 2007 წლის სარჩელი მაუწყებლობაში უზნეობის გაპროტესტებასთან დაკავშირებით 2009 წელს უარით გამოისტუმრა იმ საბაბით, რომ საქართველოში რთულია ზნეობრივი ნორმების დადგენა და სტრასბურგის სასამართლოც არ მიიჩნევს რომ სიტყვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს საზოგადოების ზნეობრივი ნორმების გამო, რაც სიცრუეს წარმოადგენს.
6. საქართველოში ტელეკომპანიები და კომუნიკაციების ეროვნული კომისია
რისთვის ებრძვიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს???!
http://www.myvideo.ge/?video_id=932478მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის საჩივრებს მაუწყებლობაში უზნეობისა და ძალადობის მოზღვავების გამო არც კი განიხილავდნენ კანონმდებლობაში სატელევიზიო გადაცემების გაპროტესტების აკრძალვის გამო.
მხოლოდ ამ წლის განმავლობაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შესულია 10 საჩივარზე მეტი, მაგრამ ქართული ტელეკომპანიები ისევ განაგრძობენ სამაუწყებლო კოდექსის დარღვევას, ხოლო კომუნიკაციების კომისიას არც კი სურს განიხილოს ეს საჩივრები.
დღეს კი ხელისუფლება და მედია ფაშისტებად მოიხსენიებს ადამიანებს, რომლებსაც სურდათ თავიანთი ბავშვები დაეცვათ ადამიანის ღირსების შემლახველი და მოზარდებისთვის შეუფერებელი ინფორმაციისაგან. ამისათვის ყველა არსებულ სამართლებრივი გზას იყენებდნენ, მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს კი მათ ჩხუბის და ტელეკომპანიაზე თავდასხმის ინსცენირება მოუწყეს.
სატელევიზიო კორპორაციებს და ხელისუფლებას სურს მოძრაობა მას-მედიაში რელიგიური შეურაცხყოფის, ძალადობისა და უზნეობის წინააღმდეგ შეაფერხოს აქტიური წევრების დაპატიმრებით.
მოვუწოდებთ საზოგადოებას საქართველოში და საზღვარგარეთ პროტესტი გამოთქვას საქართველოში ადამიანის უფლებათა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა გამო, რომლის შედეგადაც დაკავებულია უდანაშაულო ადამიანები, ხოლო სატელევიზიო ეთერით გრძელდება უხამსობისა და ძალადობის პროპაგანდა.
P.S. მმკ არასოდეს არ ახდენდა მისი საქმიანობის აფიშირებას, და მისი საქმიანობა უმეტესად ჩრდილში რჩებოდა.
ზევით მითითებული მხოლოდ მცირე ნაწილია მმკ-ს საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობის, მაგრამ როდესაც კავშირის 5 წევრს სწორედ არასამართლებრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ, სასურველია საზოგადოებამ მეტი გაიგოს დაპატიმრებულთა საქმიანობის შესახებ
This post has been edited by bochormeli on 7 Jun 2010, 14:23