ა ზ რ ზ ე არ ვარ ასტროლოგიის საიმში არ ვარ საერთოდ.ასავალ-დასავალის ბოლო გვერდის არ მჯეროდა არასდროს, არც დღიური ჰოროსკოპების, ყავაზე მკითხაობების და ა.შ
მარა ზოდიაქოს ზოგად დახასიათებებზე მემგონი ყველა თანხმდება და აქსიომაა არა? თუ არსებობს გამაბათილებელი მოსაზრება? რომ რაღაც მიზეზით, ადამიანების ხასიათი ერთმანეთს ჰგავს თუ ისინი ერთ თვეში არიან დაბადებულები. თვე პირობითია მარა ხო ფაქტია აშკარად? ხოდა გლეხურად იქნებ განმიმარტოთ ?
ვკითხულობ ფორუმზე ასტროლოგიის ძირითად პრინციპებს ,გასაგებია რაღაცეები - რაღაცეები ნაკლებად.
ადრე ათასწლეულების წინ უბრალოდ მსგავსებებს თუ ავლენდნენ დღეს ხომ გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგიები უკეთ გასარკვევად?
კი ბევრი თეორიებია , საპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი მარა ვარაუდის დონეზე ვიცით რომ არსებობს
მაგ. ადამიანის ხასიათს და გარეგნობას რომ პლანეტები მართავენ ამას ავხსნი იმით რომ ქრომოსომაში რა ქიმიური პროცესებიც ხდება, გენომი ფენომი და დნმ გენის კოდირება ყველაფერი მილიონობით პატარა გენის, ჩვენი გაგებით და მასში სულ პატარა ცვლილებაც ახდენს ადამიანზე შესამჩნევ ცვლილებას ხო, ხოდა ეს ყველა პატარა პატარა და საბოლოოდ მივდივართ ატომებამდე. ატომებზე ელექტრონებზე ზეგავლენა კი ხდება მუხტი, მაგნიტიზმი,გრავიტაცია მზე მთვარე ვარსკვლავები მიშა ცაგარელი
მარა რაღაც პრინციპებს არ ვეთანხმები მაგალითად ციკლურობის პრინციპს. ჩემი აზრით სამყარო მუდმივი არაა და ნელნელა ერხევა. ანუ ერთი დიდი რეგრესიაა.
ეს სინქრონიზმის პრინციპიც შეიძლება გავაიგივოთ ნეიტრალურ მუხტთან.
და ამ მჩხიბავებს და ნივთებს როგორც ცალცალკე რაღაც ენერგიებს, გატეხილი ნივთის აურა და ა.შ. მაშინ დავიჯერებ თუ დამტკიცდება რომ
აზრის, ფიქრის, გადაწყვეტილების, როგორც ასეთი გამატერიალიზირება ხდება ანუ ამათი კოდირება თუ ხდება რაღაცნაირად მოლეკულურ დონეზე.თუ რამე გაიგეთ სგ