#20648098 · 13 Jul 2010, 00:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადავწყვიტე ძალიან ხანგრძილი პაუზის შემდეგ კვლავ გამეხსნა თემა. წარსული ბევრი მოაზროვნე თვლიდა, რომ სკოლა და განათლების სისტემა ზოგადად ასახიჩრებს მოზარდი ადამიანის ტვინს, ზოგ მათგანმა ნაწარმოებიც კი მიუძღვნა ამ თემას, ასეთი მაგალითად ჰერმან ჰესეს "ბორბლების ქვეშ'. პირადად მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგანაც სკოლა ის დაწესებულებაა სადაც ბავშვები ერთმანეთს ტკენენ, ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებენ და ა.შ. ბავშვი, ხომ ზოგადად ბოროტი, გახსნილი და ადრეულ ასაკში არ იყენებს იმ მექანიზმებს, რომლებიც მას მოგვიანებით ზრდასრულ ასაკში გამოუმუშავდება ხოლმე. თუმცა, მედალს აქაც მეორე მხარე აქვს, სანამ ადამიანი შევა ე.წ. დიდების ცხოვრებაში მასაც გარკვეული გზა აქვს გასავლელი, ამ შემთხვევაში კი, ხომ არ გვევლინება სკოლა იმ ინსტიტუტად, რომელიც გარკვეულად ფსიქოლოგიურად ზრდის ადამიანს? ხომ არ არის, სკოლა ის მინი საზოგადოება, რომელიც მოსწავლეს, რომელიც მანდ სწავლობს მოგვიანებით გასავლელი ექნება?
მოკლედ, ამ თემაში მინდა განვიხილოთ ჩვენი წარმოდგენა სკოლაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ჩვენ პირად გამოცდილება და ა.შ.
--------------------
http://lobzhanidze.wordpress.com
|