
იმისათვის რომ უკეთ გავუგოთ მშვილდოსანს, თხის რქას, მერწყულს და თევზებს, აუცილებელია არსებითად გავიფართოვოთ წარმოდგენები ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებსაც ეყრდნობა ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება, აუცილებელია ვაღიაროთ იმ მომენტების საფუძვლიანობა, რომელიც ზედაპირულად არ ჩანს...
მშვილდოსნიდან იწყება ტრანსფორმაციის ზონადა მთავრდება თევზებით.
ტრანსფორმაციის ზონის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნიშნებში შეინიშნება შემდგომი სტიქიის ფონი, ნიშნები.... მშვილდოსანში-მიწა, თხის რქაში-ჰაერი, მერწყულში-წყალი და თევზებში-ცეცხლი.
მშვილდოსანი არის ცეცხლი ტრანსფორმაციის ზონაში, ანუ ეს ცეცხლი ძირითადად ვლინდება არა ქცევაში, არამედ იდეებში, აზრებში...
განვითარებული მშვილდოსანი არის სულიერი ლიდერი, რელიგიური ლიდერი, რომლის იდეებს და სიტყვებს შეუძლიათ აანთოს ადამიანები და წაიყვანოს ისინი მშვილდოსნის მიერ მითითებულ გზაზე...
მის მიერ ნასროლი ისრების სიზუსტე განსაცვიფრებელია, იმიტომ რომ ეს ისრები არ კლავენ ადამიანების გულებს, არამედ უმორჩილებენ მშვილდოსნურ იდეებს.
მიწის სტიქიის ფონი მშვილდოსანში ვლინდება იმით, რომ მისი იდეები პრაქტიკულ საფუძველს ეყრდნობა, და რეალურად მიმზიდველია.
მშვილდოსანი და ქალწული- ზოდიაქოს მთავარი იდეალისტები არიან. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ქალწული იყურება ქვევიდან ზემოთ, ანუ კარგად ხედავს და გრძნობს მიწას, ცას კი ცუდად, მშვილდოსანი კი პირიქით, იყურება ციდან მიწაზე, ცუდად ხედავს მიწის დეტალებს, მაგრამ სამაგიეროდ კარგად ხედავს ცას და კარგად გრძნობს თავს ამაღლებული იდეების გარემოცვაში...
საკუთარი თავისთვის მშვილდოსანი სრული პრაქტიკოსია, მას აინტერესებს პრაქტიკული და მიწიერი პრობლემები, მაგრამ ხშირად დეტალებს ვერ ამჩნევს(მაგალითად თანამოსაუბრის განწყობას)...
თუ ვერძი ჰგავს ბომბის აფეთქებას, ლომი -ცეცხლისმფრქვევის სწორ ნაკადს, მაშინ მშვილდოსანი ჰგავს ანთებულ გაზს, მრავალი ცეცხლოვანი ენით...
მშვილდოსანს არასოდეს არა აქვს ერთი ვიწრო იდეა... მას ან აქვს ძალიან ბევრი იდეა, ან ერთი, მაგრამ საკმარისად ფართო, რომელიც ერგება ყველაზე მრავალფეროვან სიტუაციებს...
მშვილდოსნისთვის არაა ტიპიური არც ვერძული მძაფრი დეპრესიები, არც ლომის ჯიუტი სტაბილურობა, ყველაზე ძლიერ ქარს შეუძლია ჩააქროს მშვილდოსნის ცეცხლის მხოლოდ რამოდენიმე ენა, დანარჩენი კი გააგრძელებენ წვას და ჩაქრებულებსაც მალე აანთებენ...
თუ მშვილდოსანმა დაიანახა რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ის შეიცვლის მიდგომას, ან წავა... მაგრამ არცერთ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ტრამვამდე არ მიიყვანს საქმეს.
მისი ოპტიმიზმი და მხიარულება ულევია, და თუ მოხვდება ის გამოუვალ სიტუაციაში, თუ მოხვდება ენერგოვამპირების გარემოცვაში, მაშინ მის ფეხებს და სიჩქარეს ვერ დათვლი...მშვილდოსანი ყველაზე სწრაფი ნიშანია...
================
წინა თემის ლინკები:
მშვილდოსნებიმშვილდოსანი This post has been edited by logos on 12 Jul 2010, 13:24