86 წელი იმიტომ დავწერე მეტი მე პირადად არ მაქვს ნანახიჩაიარა მსოფლიო ჩემპიონატმა და პირადად ჩემთვის არაფერი დასამახსოვრებელი არ მომხდარა.
გარდა მსაჯების უამრავი შეცდომებისა. ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი 2002 ჟურნალი იყო წლევანდელ მსოფლიოსთან შედარებით.
1. უაზროდ გაძევებული ავსტრალიელი გერმანიასთან
2. უაზროდ გაძევებული კლოზე სერბებთან
3. არჩათვლილი გოლი ამერიკელებზე, + უმიზეზოდ გაყვითლებული ფინლი ვითომ ხელით თამაშისთვის
4. ფაბიანოს 2-ჯერ ხელბურთი
5. იტალიისთვის არჩათვლილი გოლი
6. დეროსის სიმულაციისთვის დანიშნული პენალტი
7. არგენტინის თამაშგარედან გოლი კორეასთან
8. არგენტინის თამაშგარედან გოლი მექსიკასთან
9. ვილიას თამაშგარედან გოლი პორტუგალიასთან.
10. პარაგვაისთვის არ ჩათვლილი გოლი ესპანელებთან.
11. პარაგვაისთვის არ გადათამაშებული პენალტი (მაშინ როდესაც ალონსოს გადაათამაშებინეს) ზუსტად იგივე სიტუაციაში
12. ვან ბომელის უხეშობებზე თვალის დახუჭვა ფინალამდე, მაშინ როდესაც მინიმუმ 2-ჯერ იყო საყვითლე ბრაზილიასთან, და მინიმუმ 2-ჯერ ურუგვაისთან.
13. ისევ ბომელის უხეშობის არ დანახვის შედეგად ბრონგხორსტის მშვენება გოლი

14. ფინალში "მავაშიგერის" -თვის არ გაძევება, რასაც შეიძლება ხავი ალონსოს ნოკაუტი მოყოლოდა დროებით ანაც საერთოდ მუდმივად.
15. ინიესტას არ გაყვითლება/გაძევება ფინალში უხეშობისთვის.
16. ლამპარდის არ ჩათვლილი გოლი.
უამრავი არ დანიშნული კუთხური და "წვრილწვრილი" ჯარიმები არ შევიდა ვინაიდან უბრალოდ ვერ გავიხსენე. ვისაც გნებავთ დაამატეთ.
ამ ყოველივეს შემდეგ ძალიან აქტუალურად დგას ვიდეო რეფერის კითხვა. რა გახდება ეს დედაარღნიანი მე-4-ე მსაჯის დასაქმება ან მე-5-ეს დამატება ვინც მუდმივად ადევნებს ყველაფერს თვალს ეკრანიდან. ანაც საერთოდ 22 კაცის სიმულაცია კომპიუტერით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს 90 წუთის მანძილზე. ბოლო ბოლო უკიდურეს შემთხვევაში იყოს ჩოგბურთის მსგავსად თითო გუნდს 3 "ჩელენჯის" საშუალება ტაიმში ან მატჩში.
პ.ს. სუბიექტური აზრები რომ გვერდით გადავდოთ ისე ვისაუბროთ, მაგალითად მე არგენტინის გულშემატკივარი ვარ მაგრამ არც ისე ბრმა ზემოთ ჩამოთვლილი მსაჯების "საჩუქრები" ვერ შემენიშნა თუნდაც ჩემი გუნდისთვის ბოძებული.
This post has been edited by J_J on 12 Jul 2010, 19:14