------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------
----------------------------------------
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონების ფანკლუბი! -----------------------------------
----------------------------------------
----------------------------------------
ესპანეთის ნაკრების ოფიციალური ფანკლუბი საქართველოში - www.espana.ge <დამატებითი ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ:> <2010 წლის გოლები და მატჩების სრული ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ აქ> ზედმეტსახელები - La selección, La Furia Española, La Furia, La Roja
ასოციაცია - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია(Real Federación Española de Fútbol)
კონფედერაცია - უეფა
მწვრთვნელი - ვისენტე დელ ბოსკე (2008-დან)
კაპიტანი - იკერ კასილასი
მაქს. დარტყმა -ანდონი სუბისარეტა (126)
წამყვანი მეგოლე - რაული (44)
საუკეთესო ადგილი ფიფას რეიტინგში - 1(2008 წლის ივლისი)
ყველაზე დაბალი ადგილი - 24(1998 წლის მარტი)
მიმდინარე პოზიცია - 1
პირველი საერთაშორისო მატჩი - ესპანეთი 1 - 0 დანია
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება - ესპანეთი 13 - 0 ბულგარეთი
ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება - იტალია 7 - 1 ესპანეთი, ინგლისი 7 - 1 ესპანეთი
მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონი - 2010 წ
გამოჩენა -12 (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი - 4 ადგილი 1950
ევროპის ჩემპიონატი გამოჩენა- 7(პირველად 1964)
საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (1964, 2008)
კონფედერაციის თასი გამოჩენა- პირველად ( 2009 )
საუკეთესო შედეგი- 3 ადგილი ,2009
Selección de fútbol de España ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში.
ესპანეთის საფეხბურთო ლიგა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი კლუბები როგორიცაა მადრიდის რეალი; ბარსელონა; მადრიდის ატლეტიკო; ვალენსია და სხვა. ესპანეთში თამაშობს თანამედროვე ფეხბურთის ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და ესპანური კლუბები ხშირად იკავებენ მოწინავე ადგილებს სხვადასხვა საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატებში. ნაკრების ღორსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები როგორიცაა: ემილიო ბუტრაგენიო ,რიკარდო სამორა ,ფერნანდო იერო ,ხოსე ანტონიო კამაჩო ,მიგელ ანხელ ნადალი ,ალფრედო დი სტეფანო ,ლუის საურესი ,ანტონიო სუბისარეტა ,რაულ გონსალეს ბლანკო ,ლუის ენრიკე ...
ისტორია პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს 1920 წლის 28 აგვისტოს, დანიის წინააღმდეგ. მატჩი ესპანელების გამარჯვებით, პატრისიოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დასრულდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო : სამორა, სამიტიერი, სასუმაგა, ოტერო, არატე, ბელაუსტე, პიჩიჩი, ასედო, ეგისაბალი, პატრისიო და პაგასა.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს დებიუტი 1920 წელს, ბელგიის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა. მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს. პირველი საშინაო მატჩი ესპანეთის ნაკრებმა 1921 წელს ჩაატარა ბელგიასთან, ბილბაოში და 2-0 გაიმარჯვა.1992 წელს ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლები მოიპოვეს დაამარცხეს რა კამპ ნოუზე გამართულ მატჩში პოლონეთი ანგარიშით 3-2 .2000 წელს, სიდნეიში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი მათ მხოლოდ კამერუნელებთან დათმეს შეხვედრა პენალტების სერიაში და ესპანელები მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ...
ესპანეთის ნაკრებს არ მიუღია 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი დებიუტი 1934 წელს მოხდა, სადაც მათ მეოთხედფინალამდე მიაღწიეს და იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში, 1-0 და 1-1. ესპანეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გამო, ესპანეთს 1950 წლამდე არ მიუღია მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა.
ბრაზილიაში 1950 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს და ეს შედეგი, ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთესოდ რჩება დღემდე. 1964 წელს კი გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი, მოიგეს რა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ესპანეთში გაიმართა და სადაც მათ ფინალურ შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 2-1.
1984 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდნენ. მათ მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებთან 2-0 დასთმეს შეხვედრა .
ესპანეთის ნაკრებმა თავისი 500 თამაში ჩაატარა 2004 წელს, მადრიდში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც ესპანეთის ნაკრებმა მოიგო მინიმალური ანგარიშით 1-0.
2008 წელი კი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ნაკრებისთვის ... როგორც იქნა დაიმსხვა სტერეოტიპი მათი ,,უიღბლობის" შესახებ... ესპანელებმა მართლაც საუკეთესოდ იასპარეზეს და დამსახურებულად მოიგეს ეს ტიტული.... ეხლა კი წინ მსოფლიო გველოდება ....
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატებზე: 1930-არ მიუღია მონაწილეობა
1934- მეხუთე ადგილი
1938-არ მიუღია მონაწილეობა
1950- მეოთხე ადგილი
1954-არ მიუღია მონაწილეობა
1958-არ მიუღია მონაწილეობა
1962- 13 ადგილი
1966- 10 ადგილი
1970-არ მიუღია მონაწილეობა
1974- არ მიუღია მონაწილეობა
1978- 10 ადგილი
1982-12 ადგილი
1986- 7 ადგილი
1990- 12 ადგილი
1994- 8 ადგილი
1998- 17 ადგილი
2002- 5 ადგილი
2006- 9 ადგილი
ევროპის ჩემპიონატი 1960- არ მიუღია მონაწილეობა
1964- ჩემპიონი
1968- არ მიუღია მონაწილეობა
1972-არ მიუღია მონაწილეობა
1976-არ მიუღია მონაწილეობა
1980- 7 ადგილი
1984- 2 ადგილი
1988- 6 ადგილი
1992-არ მიუღია მონაწილეობა
1996- 6 ადგილი
2000- 5 ადგილი
2004- 10 ადგილი
2008 - ჩემპიონი
ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს ესპანეთის ნაკრების მაისურით: 1. ანდონი სუბისარეტა-126
2.იკერ კასილასი - 103
3. რაულ გონსალესი-102
4. ფერნანდო იერო-89
5. ხოსე ანტონიო კამაჩო-81
6. რაფაელ გორდილიო-75
7. ემილიო ბუტრაგენიო-69
8. ლუის არკონადა-68
9. ხოსე ლუის გონსალეს მარტინი-66
10. ლუის ენრიკე მარტინესი-62
ნაკრების ბომბარდირები: 1. რაულ გონსალეს ბლანკო -44
2.ფერნანდო იერო 29
3. ფერნანდო მორიენტესი - 27
4.ემილიო ბუტრაგენიო - 26
5. ალფრედო დი სტეფანო -23
6. ხულიო სალინასი - 23
7. ხოსე ლუის გონსალეს მარტინი - 21
8. ტელმო სარაონაინდია(სარა) – 20
9. ფერნანდო ტორესი-23
10. დავიდ ვილია - 42
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელები 1. ფრანსისკო ბრუ
2. ხულიან რუიტე
3. ხოსე ანხელ ბერაონდო
4. მანუელ კასტრო გონსალესი
5. ხოსე მარია მატეოსი
6. სალვადორ დიას ირაოლა
7. ლუის არგუელიო ბრაგე
8. პედრო პარაგესი
9. ხოსე გარსია სერნუდა
10. ლუის კოლინა ალვარესი
11. ხოსე როსიჩ რუბიერა
12. ხულიან ოლავე ვიდეა
13. ფერნანდო გუტიერესი
14. რიკარდო კაბოტ მონტალტი
15. ესექიელ მონტერო რომანი
16. ამადეო გარსია სალასარი
17. ედუარდო ტეუს ლოპესი
18. ხასინტო კინკოსესი
19. ლუის კასას პასარინი
20. პაბლო ერნანდეს ცორონადო
21. გილიერმო ეისაგიერე
22. ფელიქს კესადა
23. ლუის ისერა
24. პაულინო ალკანტერა
25. რიკარდო სამორა
26. პედრო ესკარტინი
27. ლუის ირიბარენ კავანილიესი
28. რამონ მელკონ ბარტოლომე
29. ხასე ლუის დელ ვალიე
30. ემილიო ხიმენეს მილიასი
31. ხუან ტუსონ ხურხო
32. მანუელ მეანა
33. ხოსე ლუის კოსტა
34. ხოსე ლუის ლასპლასასი
35. რამონ გაბილონდო
36. ხოსე ვილიალონგა
37. დომინიკო ბალმანია
38. ედუარდო ტობა
39. ლუის მოლოვნი
40. სალვადორ არტიგას
41. მიგელ მუნიოსი
42. ლადისლაო კუბალა
43. ხოსე სანტამარია
44. ლუის სუარესი
45. ვისენტე მეირა
46. ხავიერ კლემენტე
47. ხოსე ანტონიო კამაჩო
48. ინიაკი საესი
49. ლუის არაგონესი
50. ვისენტე დელ ბოსკე
პრიმერა დივიზიონი 1. მადრიდის რეალი დაარსდა 1902 წელს.პრეზიდენტი-რამონ კალდერონი. მთავარი მწვრთნელი-მანუელ პელეგრინი.სტადიონი-სანტიაგო ბერნაბეუ.
UEFA Champions League: 1955–1956*, 1956–1957, 1957–1958, 1958–1959, 1959–1960, 1965–1966, 1997–1998, 1999–2000, 2001–2002.
Intercontinental Cup: 1960, 1998, 2002
UEFA Cup : 1984–1985, 1985–1986
UEFA Supercup : 2002
2. ვილიარეალი დაარსდა 1923 წელს. პრეზიდენტი-ფერნანდო როიგი.მთავარი მწვრთნელი-მანუელ პელეგრინი. სტადიონი-ელ მადრიგალი.
3. ბარსელონა დაარსდა 1899 წელს. პრეზიდენტი-ხუან ლაპორტა. მთავარი მწვრთნელი-ხოსეპ გვარდიოლა.სტადიონი-კამპ ნოუ.
UEFA Champions League: 1992, 2006
UEFA Cup Winners' Cup: 1979, 1982, 1989, 1997
European Super Cup: 1992, 1997
4. მადრიდის ატლეტიკო მადრიდის ატლეტიკო დაარსდა-1903 წელს. პრეზიდენტი ენრიკე სერასო. მთავარი მწვრთნელი-ხავიერ აგირე.სტადიონი- ვისენტე კალდერონი
Intercontinental Cup : 1974
UEFA Cup Winners' Cup : 1961-62
UEFA Intertoto Cup : 2007
5.სანტანდერის რასინგი- დაარსდა 1913 წელს. პრეზიდენტი ფრანსისკო პერნა. მთავარი მწვრთნელი-მარსელინო. სტადიონი -ელ სარდინერო
6. სევილია დაარსდა 1905 წელს. პრეზიდენტი-ხოსე მარია დელ ნიდო. მთავარი მწვრთნელი- მანოლო ხიმენესი.სტადიონი-რამონ სანჩეს პისხუანი.
UEFA Cup: 2005-06, 2006-07
UEFA Super Cup : 2006
7. ესპანიოლი დაარსდა-1900 წელს. პრეზიდენტი-დანიელ სეზარ ლიბრე.მთავარი მწვრთნელი-ერნესტო ვალვერდე.სტადიონი-ოლიმპიკ ლუის კომპანისი.
8. ალმერია დაარსდა 2001 წელს. პრეზიდენტი:ალფონსო გარსია გაბარონი.მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი. სტადიონი- მედიტერანეო.
9.მალიორკა დაარსდა 1916 წელს.პრეზიდენტი-ვისენტე გრანდე.მთავარი მწვრთნელი -გრეგორიო მანსანო. სტადიონი- ONO ესტადი.
10. ხეტაფე დაარსდა 1983 წელს. პრეზიდენტი-ანხელ ტორესი. მთავარი მწვრთნელი- მიქაელ ლაუდრუპი. სტადიონი- კოლიზეუმ ალფონსო პერესი.
[B]11. ვალენსია [/B]
დაარსდა 1918 წელს. პრეზიდენტი-ვისენტე სორიანო.მთავარი მწვრთნელი-უნაი ემრი . სტადიონი - მესტალია.
UEFA Cup : 1961-62, 1962-63, 2003-04
UEFA Cup Winners' Cup : 1979-80
UEFA Super Cup : 1980, 2004
UEFA Intertoto Cup : 1998
12. ბილბაოს ატლეტიკი დაარსდა 1898 წელს. პრეზიდენტი-ფერნანდო გარსია მაკუა. მთავარი მწვრთნელი-ხოაკინ კაპაროსი. სტადიონი- სან მამესი.
13. ოსასუნა დაარსდა 1920 წელს.პრეზიდენტი-პატჩი ისკო. მთავარი მწვრთნელი-ხოსე ანხელ ”კუკო” სიგანდა . სტადიონი-რეინო დე ნავარა.
14. დეპორტივო ლა კორუნია დაარსდა-1906 წელს. პრეზიდეტი - აუგუსტო სეზარ ლენდოირო. მთავარი მწვრთნელი-მიგელ ანხელ ლოტინა. სტადიონი-რიასორი.
15. რეალ სარაგოსა 16.ხიხონის სპორტინგი პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილი: Barcelona 99
Real Madrid 96
Valencia 71
Sevilla 63
Mallorca 62
Getafe 58
Villarreal 56
Athletic 54
Atlético 47
Deportivo 47
Espanyol 44
Osasuna 43
Almería 42
Zaragoza 41
Sporting 40
Racing 39
Málaga 37
Valladolid 36
Tenerife 36
Xerez 34
ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე : მეკარეები:
Iker Casillas , Jose Reina , Victor Valdes
მცველები:
Raul Albiol , Alvaro Arbeloa , Joan Capdevila , Carlos Marchena , Gerard Pique , Carles Puyol , Sergio Ramos
ნახევარმცველები:
Xabi Alonso , Sergi Busquets , Cesc Fabregas , Andres Iniesta , Javi Martinez , David Silva , Xavi , Jesus Navas , Juan Manuel Mata , Pedro Rodriguez
თავდამსხმელები:
Fernando Llorente , Fernando Torres , David Villa
განვლილი გზა ფინალამდე ესპანეთი - შვეიცარია 0-1
ესპანეთი - ჰონდურასი 2-0
ესპანეთი - ჩილე 2-1
ესპანეთი - პორტუგალია 1-0
ესპანეთი - პარაგვაი 1-0
ესპანეთი - გერმანია 1-0
ჰოლანდია 0-1 ესპანეთი ისტორიული ლინკები:
RAULA /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა RAULA /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა NK-407 /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა Patrizia21 /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა სკაინეტა /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა სკაინეტა/
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა Vol. 6 Merengues *
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა Vol.7 Merengues **
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა Vol.8 სკაინეტა /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა Vol.9 სკაინეტა /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა Vol.10 სკაინეტა /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა Vol. 11 NK-407 /
ესპანური ფეხბურთის ბრიგადა Vol. 12 * * *
ფოტო რეპორტაჟი ესპანეთის ფანკლუბიდან ჩემი თავი მეცოდება ამ სურათს რომ ვუყურებ
ვიდეო რეპორტაჟი ესპანეთის ფანკლუბიდან * * *
ჩვენი გმირები და მათი ესპანელი გულშემატკივრები