ყური მოვკარი აჭარაში მიწას (ნიადაგს) ყიდიანო და მართალია?
50 სმ-იან ფენას ჭრიანო და გააქვთ ქვეყნიდანო, ვისაც უფრო მეტი ინფორმაცია მოგეპოვებათ ძალიან გთხოვთ დაწეროთ.
თუ მართალია მაშინ ძალიან ცუდ დღეში ვყოფილვართ.
პატარა შესავალს გავაკეთებ რომ იცოდეთ რაზეა საუბარი - ნიადაგი არის ბუნებრივ-ისტორიული სხეული რომელსაც მთის ქანისგან განსხვავებით გააჩნია ნაყოფიერება, ბუნებრივი იმიტომ რომ იგი ბუნებაში ყალიბდება და ფორმირდება ხოლო ისტორიული კი იმიტომ რომ მის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში გარკვეული დრო იღებს მონაწილეობას. ასევე ნიადაგი არის პოლიდისპერსული (მრავალფაზიანი) სხეული, ხოლო ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენის ჩამოყალიბება იმდენად რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული რომ ეს პროცესი რამდენიმე ასეული წელიც კი გრძელდება.
მე სულ იმას ვაპროტესტებდი ნაყოფიერი მიწები (იქ სადაც ყველაზე კარგი პირობებია სამეურნეო საქმიანობის წარმართვისთვის) საძოვრებად (ცხვარი ძირფესვიანად იღებს ბალახს ეს კი პირდაპირ კავშირშია ეროზიული პროცესების აღმოცენებასთან) აქციეს მეთქი და ეს რომ გავიგე ელდა მეცა.
ქვეყანაში უამრავი პროფესიონალი ნიადაგმცოდნეა მაგრამ სახელმწიფო ორგანოებში (იქ სადაც საჭიროა) არცერთი, სწორედ ამიტომაა რომ ამდენი პრობლემა გვაქვს.
ხოლო მათთვის კი ვინც არ იცის თუ რამხელა სიმდიდრე გვაქვს მოვიტან უდიდესი რუსი მეცნიერის
ვასილი დოკუჩაევის სიტყვებს, "
საქართველო არის ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი ღია ცის ქვეშ". ეს სიტყვები დოკუჩაევმა მაშინ წარმოსთქვა როცა პირველად ეწვია საქართველოს.
ხალხო ყურს ნუ წაიყრუებთ ეს ყველაფერი ცუდის მეტს კარგს არაფერს მოგვიტანს.
ტროლებს და მისთანებს ვთხოვ თავი შეიკავონ.
This post has been edited by millionpixel on 23 Mar 2012, 22:46
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.