#20426217 · 29 Jun 2010, 22:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ.. მჭირდება იურისტის კონსულტაცია და შეფასება, ერთ-ერთ ცნობაზე რომლიც ბანკმა მომთხოვა. ერთი სიტყვით ერთ-ერთ ბანკში მივედი იპოთეკური სესხის ასაღებად. მაქვს ორი სამსახური, ერთ სამსახურში კარტაზე მერიცხება (სხვა ბანკში) ხელფასი, და შესაბამისად 6-თვის საბუღალტრო ამონაწერზე და სხვა საბუთზე არ მაქ პრობელემა. მეორე სამსახურში ხელზე მაძლევენ ხელფასს 500 ლარამდე.. და ამ სამსახურიდანაც მივიტანე საბუთი, სადაც წერია რომ მაქვს 500ლარი ხელფასი, და წინა 6 თვის განმავლობასი ვიღემდი ამ ოდენობის ხელფას.. ამ საბუთმა ვერ დააკმაყოფილა ბანკი, მიუხედივად იმისა რომ ამ მეორე სამსახურს ანგარში იგივე ბანკში აქ გახსნილი, და მომთხოვა დამატებითი ცნობა, რომ შინაასაც ეხლავე გაგაცნობთ:
[თარიღი] [ნომერი] [ორგანიზაციის სახელწოდება] [ორგანიზაციის საიდენტიფიცირო კოდი] [დირექტორი] [სახელი და გვარი]
ცნობა
წინამდებარე ცნობით გაიდასტურებთ, რომ ქვემოთ მოყვანილი პირობებით ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობს:
სახელი და გვარი: პირადი ნომერი: თანამდებობა: ყოველთვიური: ხელფასი: შრომითი კონტრაქტის მოქმედების დასრულების თარიღი: ყოველთვიური ხელფასის მიღების დღე: ბანკი სადაც ხელფასი ირიცხება: თანამშრომლის ანარიში რომელზედაც ხელფასი ირიცხება:
ჩემთვის ცნობილია, რომ ბანკის სესხის გაცემის შესახებ გადაწვეტილებას მიიღებს წინამდებარე წერილში დაფიქსირებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რის გამოც, ცალსახად გიდასტურებთ, რომ ამ წერილში აღნიშნული ინფორმაცია არის სწორი და უტყუარი. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ წინამდებარე წერილში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, მზად ვარ ბანკს ავუნაზღაურო ყველა ის ზიანი, რაც მას შეიძლება მიადგეს აღნიშნულ წერილში დაფიქსირებული მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწვეტილების გამო (აღნიშნული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს წინამდებარე წერილში დაფიქსირებული თანამშრომელზე სესხის გაცემას)
[სახელი გვარი] [თანამდებობა] [პირადი ნომერი]
ფაქტია რომ ეს ცნობა მარტო "დედას გეფიცები ხელფასის ის პირველი ცნობა მართალია"-ს არ ნიშნავს. თუ ეს არა აბა რაა?! თავდები? რატომ?! როცა მე ბანკს ვეუბნები რომ მეორე სამსახურში ხელზე მაძლევენ ხელფასთქო, ანუ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, საიდან უნდა მქონდეს კონტრაქტი ანი საიდან უნდა ვიცოდე კონტრაქტის დასრულების ვადა?! ან სხვა ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია.. ..... იქნება და ეს სხვა კონტროლის მექანიზმია?!.....
|