ვიყავი გაზაფხულზე. ძალიან მაგარი ადგილია, ძალიან.
კოტეჯები ძაან ლამაზი და სუფთაა, ზუსტად ისეთია როგორც სურათებზე. მაგაზე თავს დავდებ. ყოველ შემთხვევაში მე რომელ კოტეჯშიც ვიყავი იმაზე

. გვერდით წყარო ჩამოდის. მე როცა ვიყავი ყოველ ღამე თოვდა. თავი იმენა ზღაპარში მეგონა.
ჩვენ ორნი ვიყავით, მაგრამ ისე სტანდარტული კოტეჯი (3 ცალი არის) ოთხ კაციანია. სტანდარტი გაზაფხულზე 80 ლარი ღირდა კოტეჯი 1 ღამით. ვიპიც აქვთ 8 კაციანი. მოკლედ გინდ სასტავთან , გინდ საყვარელ ადამიანთან ერთად რომ წახვიდე ბრწყინვალედ დაისვენებ. თან რა ჰაერია. მოკლედ ძალიან მაგარი, ყველას გირჩევთ.
დიასახლისმა ზაფხულში მთლიანად დაკავებულიაო, ოჯახები ჩამოდიანო. შემოდგომა, ზამთარ-გაზაფხულზე კი არის თავისუფალი კოტეჯები.
ზამთარში უეჭველი აქ წავალ.
ისე კოტეჯი დიდი არაა, ორ სართულიანია, 25 კვ.მ იქნება სართული, მაგრამ სრულიად საკმარისია. ზემოთ ორი საძინებელია 2-2 საწოლით. გათბობა ცენტრალური, ცხელი წყალი არის. იმენა სული-გულით ცდილობენ რომ გასიამოვნონ , რომ კარგად გაატარო დრო. "დაჟე" ბაბუას ვთხოვე ცოტა დაუწიე გათბობას , თორემ ძაან დაცხა-მეთქი.
ასეთი კოტეჯები ბევრი რომ იყოს სხვადასხვა რაიონებში კარგი იქნება. დიდი სიამოვნებით შემოვივლიდი. ინვესტიციაც მომგებიანია. ასეთი კოტეჯის აშენება დაახლოებით 15000 დოლარი ჯდებაო. წელიწადში მინიმუმ 120 დღეს მაინც გააქირავებ (ზაფხულის 90 დღე+მოკლედიანი გაქირავებები. მარტში რამდენიმე დღე ველოდე რომ სამიდან ერთ-ერთი მაინც განთავისუფლებულიყო. ), ეგეც 9800 ლარი, გამოაკელი ხარჯი მაქს. 1800 ლარი(თუ შენც იქვე ცხოვრობ და შენვე გარეცხავ , დაალაგებ) და 8000 სუფთა გრჩება. მომგებიანობა 32 %. სტაბილური გრძელვადიანი ინვესტიციისთვის ბრწყინვალეა. რომ მოვდიოდი უამრავი მადლობა გადავუხადე დიასახლისს, რომ ასეთი კარგი დასვენების საშუალება მომცა. ფასი მართლა არაა ძვირი 80 ლარი.
მოკლედ ყველას გირჩევთ წადით და დაისვენეთ. იმედია ზამთარში არ შემეცილებით.
This post has been edited by vimpel on 22 Jul 2013, 21:18