მამა-ჯეMალი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8348
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08
|
#20706284 · 16 Jul 2010, 16:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განქორწინების ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი მართლმადიდებელ ეკლესიაში
გამოქვეყნდა 2007 წლის № 1-2, აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანული ჟურნალში ″დიალოგი″ დღესდღეობით კამათს აღარ იწვევს მოსაზრება რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან ახლოს დგას დასავლეთის , რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. მათ ხშირად ერთ სხეულის ორ ფილტვს ან დროებით გაბუტულ ორ დას ადარებენ. გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესის შედეგად ეს ორი ეკლესია, თავისდაუნებურად სესხულობს ერთმანეთისგან სხვადასხვა რიტუალს, ეკლესიოლოგიურ ხედვას და ა. შ. ამ მხირვ არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა გამონაკლისი. მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველი წლის 19 სექტემბერს, თითქმის ოფიციალურად დღესასწაულობს, მიქაელ მთავარანგელოზის მიერ სულების ჯოჯოხეთიდან ამოყვანის დღეს, რომელიც სალხინებლის გაგებას მოგვაგონებს და ბოლო ხანს საკამოდ პოპულარული გახდა. ასევე ეკლესიის ადმინისტრაციული მოწყობის დღევანდელი, ცენტრალიზებული მოდელი, სადაც უმაღლეს ხელისუფალს კათოლიკოს-პატრიარქი წარმოადგენს, პაპობის ინსტიტუტის თავისებურ გამოძახილს წარმოადგენს. მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან ისინი საკმაოდ ბევრია, თუმცა არის საკითხები რომელთა შესახებ ამ ორი ეკლესიის ხედვა მნიშვნელოვნად განსახვავებულია ერთმანეთისაგან. ერთერთი ასეთია განქორწინების, ანუ ჯვრის აყრის საკითხი. დღესდღეობით რომის კათოლიკური ეკლესია საკუთარ მრევლს მხოლოდ ერთხელ აძლევს, ქორწინების უფლებას. ხელმეორედ ჯვრიწრისათვის უწმიდესი პაპის სპეციალური ნებართვაა საჭირო, რომელიც შეიძლება საქმის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ გაიცეს. ამ მხრივ საინტერესოა მართლმადიდებელი ეკლესიის ხედვა, რომლის დამოკიდებულება რიგ შემთხვევაში უფრო ლიბერალურია ვიდრე რომის კათოლიკური ეკლესიისა. 1. განქორწინება ბერძნულ-ბიზანტიურ ეკლესიაში მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ კანონთა კრებულებში, ქორწინების განსაზღვრება ნასესხები იყო რომაელი იურისტის მოდესტინისაგან (III) : ,, ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის, ცხოვრებისეული კავშირი, ღვთისა და ადიანის კანონების თანამონაწილეობით” [1] მოცემული განსაზღვრება მოდიფიცირებული სახით განმეორებულ იქნა შემდგომ დროინდელ ბიზანტიურ საეკლესიო კანონთა კრებულებში, მაგალითად მაშინდელ რჯულის კანონში იგი წარმოდგენილია ფიზიკურ, (მონოგამიის) ეთიკურ და რელიგიურ_იურიდიულ პლანში. ეკლესიამ ქორწინების ეს ახსნა საღვთო სწავლებას მიუსადაგა( შესაქ. 2, 24. მათე 19, 5-6,9. ეფესელთა 5, 22-25,31-32) [2] თავდაპირველად ეკლესია არაპირდაპირი ფორმით ერეოდა ქორწინებაში, ცდილობდა მისთვის ზნეობრივი მნიშვნელობა მიენიჭებინა. მოგვიანებით ყველა ქრისტიანისთვის ქორწინებისას სავალდებულო გახდა ჯვრისწერა, ხოლო წინდობა (რომელსაც ჩვენ უფრო ნიშნობის სახელით ვიცნობთ) მიჩნეულ იქნა უკვე ოფიციალურ ქორწინებაში შესვლად. ქორწინებისა და ჯვრისწერის რელიგიურ-იურიდიული პოზიციები იცვლებოდა იმპერატორების სეპტუს სევერუსის(193-210), თეოდოსი II-ის (408-450), ვალენტინის (425-455), ლეონ ისავრიელის(717-741), კონსტანტინე კოპრონის (741-775), ლევ ბრძენის(886-9113) და ალექსანდრე კომნინის დროს. მათგან ლევ ბრძენის დროს პირველად მოხდა ჯვრისწერის იურიდიული აღიარება და შევიდა სამაოქალაქო კოდექსში, სადაც 74-ე და 109-ე ნოველების საფუძველზე აიკრძალა მისი თვითნებური დარღვევა. ჯვრისწერის და განქორწინების საკითხმა რთული და წინაააღმდეგობრივი გზა განვლო სანამ საბოლოო სახეს მიიღებდა. ბიზანტიურ ეკლესიის მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რომაული სამართლის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც განქორწინება შეიძლებოდა დარღვეულიყო მეუღლეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (divortium ex konsensu) საფუძველზე, ან ერთერთი მეუღლის მოთხოვნის საფუძველზე, თუ კი მას ქონდა მეტ ნაკლებად კანონიერი მიზეზი (divortium ex rationale causa). ეკლესია ითვალისწინებდა, რომაული სამართლის ამ მიდგომას თავისუფალი განქორწინების შესახებ, მაგრამ იგი ისწრაფვოდა თავის წევრებისთვის აეცილებინა მსგავსი რამ. ამ მიზეზით არ იღებდა მღვდელმსახურთა შორის (კლირში) პირველი ქორწინების დამრღვევებს. ბიზანტიელმა იმპერატორებმა ქრისტიანული და რომაული სამართლის გათვალისწინებით არა ერთხელ აკრძალეს ან ისევ დაუშვეს საოჯახო კანონმდებლობაში თავისუფალი განქორწინების ნებართვა. სულ ბოლოს იგი დაშვებული იქნა იუსტინიანე II ს დროს, მისივე 566 ნოველის საფუძველზე. კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნიკოლის დროინდელ (920 წ.) ტომოსში დაშვებულ იქნა სამჯერ ქორწინება და მკაცრად აიკრძალა მისი მეოთხედ განხორციელება. ალექსანდრე კომნინის 1084-1092 წლების ნოველებში განმეორებულ იქნა ჯვრისწერის დაურღვევლობის აღიარება, მაგრამ მისი დარღვევის შემთხვევაში წყვილს უფლება ეძლეოდათ შესულიყვნენ სამოქალაქო ქორწინებაში, რომელსაც ეკლესია რაღა თქმა უნდა არ ცნობდა. გაქორწინების შესახებ მსოფლიო, თუ ადგილობრივმა საეკლესიო კრებებმა საკმაოდ ბევრი კანონი მიიღეს, ყველა მათგანის განხილვას ამ ეტაპზე ვერ მოვახერხებთ. ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის იდეალი აბსოლუტური მონოგამიაა, გამონაკლისი სახით კი შემდგომი ქორწინება. ქორწინებითი კავშირის დარღვევის ერთერთი ძირითადი მიზეზია ერთერთი მეუღლის გარდაცვალებაა: ,, ცოლი რჯულით შეკრულია სანამ მისი ქმარი ცოცხალია, ხოლო თუ ქმარი მოუკვდება თავისუფალია, გაჰყვეს ვისაც სურს ოღონდ უფალში” 1 კორ.7,39. [3] მეუღლეთა სიცოცხლეში ჯვრისაყრის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მრუშობის საკითხი; ,, მე გეუბნებით თქვენ ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს მრუშობს” (ლუკა 16, 18.) [4] მრუშობა განქორწინების საფუძვლად არ ჩაითვლებოდა: თუ მასში ორივე მხარე იქნებოდა მხილებული. თუ რომელიმე მხარე მიუტევებდა მემრუშეს. თუ საჩივრის შეტანა დაგვიანდებოდა 5 წელი. მრუშობის დამამტკიცებელ საბუთებათ ითვლებოდა ორსულობა, ბავშვის დაბადება და მოწმეები. არსებობდა საეკლესიო კანონით აკრძალული რიგი ქმედებები, რომელთაც მრუშობის კვალიფიკაცია ენიჭებოდათ, ისინი დღევანდელი გადასახედიდან სასაცილოდაც შეიძლება მოგვეჩვენოს: ქორწინებამდელი სექსუალური ურთიერთობა , თუ ქმარი დაქორწინების წინ არ იქნებოდა ამის შესახებ ინფორმირებული. თუ ცოლი ქმრის ნების გარეშე, ინადიმებდა უცხო მამაკაცებთან ან წავიდოდა მათთან ერთად აბანოში. თუ ქმრის ნებართვის გარეშე გაათევდა ღამეს საკუთარი სახლის გარეთ და ეს არ იქნებოდა მშობლების სახლი. თუ ქმართან შეუთანხმებლად წავიდოდა მხეცების ბრძოლის, დოღის ან თეატრალური წარმოდგენის სანახავად. ქრისტიანული ტრადიციული მიდგომა, რომაული და ებრაული ტრადიციისაგან გავსხვავებით ოჯახურ ერთგულებას მოითხოვდა, როგორც ცოლის ასევე ქმრის მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ცოლის პრეტენზიები ქმრის მრუშობასთან დაკავშირებით მოკრძალებული იყო ამის უფლება მას ქონდა : თუ ქმარი ბრალს დასდებდა მრუშობაში და ვერ დაუმტკიცებდა ბრალს. თუ ქმარი რამენაირად მაინც, აიძულებდა მას ემრუშა. გარდაცვალებულის კვალიფიკაცია ენიჭებოდა: თუ მეუღლე გაუჩინარდებოდა 5 -10(სამხედრო მოსამსახურეები) წლით, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო მოწმეების მიერ ლევ ბრძენის დროიდან, ეს კანონი არ ვრცელდებოდა სამხედრო ტყვეეებზე. თუ დაკარგული მამაკაცი, მეომარი იყო და წლების შემდეგ დაბრუნდებოდა, მას უფლება ჰქონდა თავისი ცოლი ახალი ქორწინებიდან უკან გამოეთხოვა. ასევე თუ წყვილთაგან რომელიმე გადაწყვეტდა მეორესთან შეთანხმებით მონაზვნურ ცხოვრებას გაჰყოლოდა, კანონმდებლობა ხელახალ ქორწინების უფლებას აძლევდა დარჩენილს, რადგან აღკვეცას იურიდიულად გარდაცვალებად მიიჩნევდა. არსებობდა განქორწინების მიზეზები (sine damno) როდესაც რომელიმე მხარე დამნაშავედ მიიჩნეოდა და განქორწინებაც ავტომატურად დაშვებული იყო : მეუღლეთაგან თუ რომელიმე მეფეზე ხელს აღმართავდა, ან არ გასცემდა ინფორმაციას აჯანყებულის შესახებ. (მსგავს დანაშაულებათა ჩამდენებს ართმევდნენ ყველა სამაქოლაქო უფლებას, ხოლო ხშირად სიკვდილითაც სჯიდნენ). ერთერთი მეუღლის მხრიდან მეორის სიცოცხლის ხელყოფა თაობის შეჩერება, როცა ცოლს არ შეეძლო გაეჩინა ქმრისთვის შვილები(შემდგომში ეს რომაული სამართლიდან აღებული ნორმა გაუქმებულ იქნა) თუ რომელიმე მეუღლე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბავშვის მონათვლას მართლმადიდებლური წესით. ქორწინების დარღვევისათვის საკმარის მიზეზებად ითვლებოდა აგრეთვე: რომელიმე მეუღლის სიგიჟე, თუ იგი შეძენილი იყო დაქორწინების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ცოლს შეეძლო განქორწინება მოეთხოვა თუ ქმარი 5 წელი არ განიკურნებოდა, ხოლო ქმარს მსგავსი რამ შეეძლო 3 წლის შემდეგ. შეუთავსებლობა ოჯახურ თანაცხოვრებასთან (მათ შორის სექსუალური). ამ მიზეზით განქორწინების მოთხოვნა შეიძლებოდა ორი წლის გასვლის შემდეგ დაოჯახებიდან. თუ ქმარს აირჩევდნენ ეპიკოპოსად( ტრულის კრების 48-ე კანონი). რაც შეეხება მესამედ ქორწინების საკითხს, მისი რელიგიური ახსნა ჩამოაყალიბა წმ. ბასილი დიდმა, თავის 50-ე კანონში : ,, მესამედ ქორწინება კანონის მიხედვით არ არსებობს, ამის გამო იგი კანონის მიხედვით არ შედგება. ასეთებს ვთვლით ეკლესიის ლაქად და ბიწად, მაგრამ საერთო სახალხო განსჯის საგნად არ ვაქცევთ, რადგან ისინი უკეთესად იქცევიან ვიდრე აშკარად სიძვის მოქმედნი” [5] ეკლესია მესამედ ქორწინებას უყურებდა როგორც მიღებულ სისუსტეს, აძლევდა წყვილს კანონიკურ საფუძველს, მაგრამ დაუშვებელი იყო მისი კიდევ ერთხელ დარღვევა. 2. განქორწინება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაქორწინებისა და ჯვრისწერი რაოდენობის საკითხი, საქართველოშიც ხშირად იცვლებოდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძირითადად მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონებითა და სხვა ბიზანტიური სამართლის ძეგლებით სარგებლობდა. იყო პერიოდებიც როცა ამ საკითხს მთლიანად საერო (ფეოდალური) კანონმდებლობა არეგულირებდა. რუის-უურბნისის კრების ოქმში, ძეგლის დებაში მოხსენიებული და დაშვებულია ორგზის დაქორწინება ,, მეორედ გვირგვინის მაკურთხებელი მღვდელი, სადილზე ნუ მივა ჯვარდაწერილებთან. მეორედ დაქორწინებულებს პირველის მსგავსი კურთხევით ნუ აკურთხებენ, ამის დამრღვევი მღდელი განიკვეთოს” [6] ხშირად საქ.მართლ. ეკლესია მკაცრი და უკომპრომისო იყო. საეკელიო კრებამ , რომელიც დასავლეთ საქართველოში შედგა XVII ს.-ის 40 იან წლებში, მიიღო ამ მხრივ უპრეცენდენტო დადგენილება. მისი 23-ე მუხლის თანახმად ცოლის უბრალოდ მიმტოვებელს სიკვდილით დასჯა და შეჩვენება ემუქრებოდა,, რომელმან უბრალოდ ცოლი დააგდოს შეჩვენებულმცა არის არის მოციქულთაგან და სიკვდილით განიპატიჟოს”. [7] ქართული სამართლის არცერთ საკანოონმდებლო ძეგლში არაა მსგავსი სიმკაცრის სასჯელი ქორწინების დამრღვევთათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული კანონი კრების აქტზე (ოროსსზე) მიწერილია ხელრთვის (ხელმოწერების) შემდეგ და შესაძლოა იგი მოქმედი სამართალი არც იყო. განქორწინების მიზეზებმა საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე საქართველოს მართლმადიდებელი ეეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მიიღეს. 1920 წელს საერთო საეკლესიო დებულებასთან ერთად შეგენილ იქნა ,, დებულება საქართველოს ეკლესიისა ქორწინებისა და განქორწინებისათვის~ აღნიშნულ დოკუმენტში ქორწინება დაშვებულ იქნა სამჯერ და განისაზაღვრა განქორწინების კანონიკური საბაბები.[8] სამწუხაროდ ამ პერიოდის შემდეგ, კომუნისტური დიქტატურის სამოცდაათიანწლიანმა ბატონობამ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალება არ მისცა განქორწინების (ისევე, როგორც სხვა ბევრი საეკელსიო პრობლემისათვის) საკითხისათვის გადაეხედა და დროთა Gგანმავლობაში ისინი გაენახლებინა. ამ პერიოდში ერთმანეთს შეერწყა სამოძღვრო და ინსტიტუციური სფერო და ძირითად Eფოლკლორული შეხედულებები გაბატონდა. ეს საკითხი არც 1995 წლის საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დამდგარა. დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, იმედს ვიტოვებთ , რომ იგი უახლოეს მომავალში, საეკლესიო სასამართლოს ჩამოაყალიბებს და განქორწინების საკითხსაც დაარეგულირებს. განქორწინების საკითხის აქტუალიზაცია გამოიწვია, საქართველოს პატრიარქის მიერ მხარდაჭრილმა სამფო ქორწინებამაც. საქ.მართლ. ეკლესიის მრევლის ერთმა ნაწილმა წერილით მიმართა კათოლიკოს პატრიარქს რომლეშიც მომავალი დედოფლის მიერ პირველი ქორწინების გაუქმების კანონიკურობა იყო ეჭვქვეშ დაყენებული.
სქოლიოები: [1] владислав ципын-,,церковное право” москва ,1996 г. ст.337. [2] ბიბლია.საქართველოს ბიბლიუირი საზოგადოება.თბილისი 2001 წ. [3] ბიბლია. საქართველოს ბიბლიუირი საზოგადოება.თბილისი 2001 წ. გვ.225 [4] ბიბლია. საქართველოს ბიბლიუირი საზოგადოება.თბილისი 2001 წ. გვ.94 [5],,saqarTvelos eklesiis kalendari”saqarTvelos sapatriarqo.1987 w. Tbilisi. გვ.415 [6],,saqarTvelos eklesiis kalendari”saqarTvelos sapatriarqo.1987 w. Tbilisi. გვ.470 [7] qarTuli samarTlis Zeglebi” t. I Tbilisi 1963 w. gv. 397 [8] ,,debuleba saqarTvelos eklesiiisa qorwinebisa da ganqorwinebisaTvis” 1920 w. Tbilisi.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს ეკლესიისა განქორწინებისათვის დამტკიცებულია სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების 1920 წ. ივლისის 3 განჩინებით
ცოლქმრობა, ქორწინების საიდუმლოთი განმტკიცებული, მართლამადიდებელი ქრისტიანეს მიერ დაცულ უნდა იქნას დაურღვეველად, ცოლ-ქმარნი, თავის მხვედრის ღვთის მორჩილებით მიმღებნი, ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ, ქრისტე მაცხოვრის ბრძანებით - ,,რომელნი იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებენ (მატთ. 19,6),, წმინდა ეკლესია , რომლის მიზანია კაცთა ცხოვრება, ცოლ-ქმქრთან განშორებას იწყნარებს მხოლოდ თავის შვილთა სიბრალულისა გამო, აუტანელ ტანჯვა-მწუხარების შესამსუბუქებლად და მოსალოდნელ დანაშაულებათა თავიდგან ასაცდნენად.
# 1. განქორწინების კმასაყოფელ მიზეზად ითვლება: ა) ერთ-ერთ მეუღლის მიერ მართლმადიდებლობითი Aაღსარებითგან გადადგომა, ანუ სჯულის სრულიად მიტოვება, ბ) მრუშობა ც) არაბუნებრივი სქესობრივი მიდრეკილება დ) მეუღლის მრუშობის იძულება ე) მეუღლისა ანუ შვილების მოკვლის განზრახვა, ან ფიზიკური მათი წამება, ვ) შვილოსნობის წინააღმდეგ ზომების მიღება, ზ) საჭურისობა ნებსითი, ანუ უბედური შემთხვევისა გამო, ც) განუკურნებელი ცვედანობა (აქ არიგულისხმება მოხუცებულობის უღონობა) თ) ათაშანგი (სიფილისი) ი) კეთრი ია) განუკურნებელი სიგიჟე იბ) იდიოტიზმი იგ) ერთ-ერთი მეუღლის მიერ ყველა სამოქალაქო უფლებათა დაკარგვა. იდ) განქორწინებამდის სხვა პირთან ქორწინება იე)დაშინებით ძალდატანებით და მოტყუილებით ჯვარის წერა, ივ) ერთი-ერთი მეუღლის უკვალოდ ორი წლის განმავლობაში დაკარგა და იზ) ცოლ-ქმართა მიერ ორის წლის განმავლობაში ურთიერთის განზრახ თავის დანებება.
შ ე ნ ი შ ვ ნა; ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, განქორწინება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ საFუძველზე პროცესს აღძრავს მეორე მხარე. #2. საქმე მრუშობის გამო Gანქორწინებისათვის შეიძლება აღიძრას არა უგვიანეს ორის წლისა ქორწინების სიწმიდის შეგინების გაგების შემდეგ იმ მეუღლის მიერ, რომელიც განქორწინებიას ითხოვს. თუ ქორწინების სიწმიდე შეგინებულია მეუღლის განუწყვეტელი მრუშობითი კავშირით,საქმის აღძვრა შეიძლება მუდამ, ვიდრე არსებობს ხსენებული კავშირი და აგრეთვე ორის წლის განმავლობაში კავშირის შეწყვეტითგან.მაგრამ საქმის აღძვრა განქორწინებისათვის არ შეიძლება, თუ კი მრუშობის შემდეგ , ანუ მრუშობრივი კავშირის შეწყვეტითგან გასული არის ხუთი წელიწადი. #3. ორთავე მეუღლის მრუშობა არ არის დამაბრკოლებელი მიზეზი საქმის აღძვრისა თვითოეული მხარის მიერ მათი განქორწინებისათვის. #4. ერთ-ერთი მეუღლის მიერ ყველა სამოქალაქო უფლებათა დაკარგვა არ არის კმასაყოფელი მიზეზი განქორწინებისათვის, თუ კი ცოლ-ქმარნი ერთად სცოხოვრობდნენ დასჯილი მეუღლის საჯელისაგან განთავისუფლების შემდეგ. #5. თუ რომელიმე მეუღლე დაიკარგა უკვალოდ, მისი ომში მონაწილეობის დროს, ან თუ მეუღლის დაკარგვა გამოწვეულია საომარი მდგომარეობით, განჩინება განქორწინებისათვის სასამართლომ უნდა გამოიტანოს ომის დასრულებითგან ერთი წლის შემდეგ. #6. უდანაშაულობით ცნობილ განქორწინებულთ უფლება აქვთ ახაი ქორწინებისა საქმის დამთვრების შემდეგ. #7. ასეთივე უფლება აქვთ დანაშაულად ცნობილთაც, მაგრამ მათ უნდა მოიხადონ სასამართლოს მიერ მისჯილი საკანონო ახალ ქორწინებაში. შენიშნვა 1. მრუშობისათვის განქორწინებულთ შეუძლიათ შეუძლიანთ ახლად იქორწინონ განქორწინებითგან სამი თვის განმავლობაში, მხოლოდ მღვდელმთავრის ნებართვით. შენიშნვა 2. ახლად ქორწინება აღკრძალებათ განქორწინებულთ კეთრის, ათაშანგის, სიგიჟის, იოდიოტიზმის, ცვედანობისა და საჭურისობის მიზეზით. #8 განქორწინების საქმეს აწარმოებს საეპარქიო სასამართლო #9. ზემოთჩამოთვლილი მიზეზები (#1) საპარქიო სასამართლოს თხოვნით, თუ ის ამას საჭიროდ სცნობს გამოძიებულ-დადასტურებული უნდა იყვეს შესაფერ სამსჯავრო, საადმინისტრაციო ანუ სამკურნალო დაწესებულებათა მიერ. #10. საეპარქიო სასამართლოს განჩინებით უკმაყოფილო მხარეს შეუძლია, არაუგვიანეს ერთისა თვისა, ითხოვოს საკასაციო წესით საქმის გადასინჯვა საკათაკალიკოსო საბჭოში.
ავტორი: მირიან გამრეკელაშვილი
|