გენიალური შექსპირის 66-ე სონეტის რ.თაბუკაშვილის გენიალური თარგმანი, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალობას....
იქნებ ვინმე არ ეთანხმება... როგორ მაინტერესებს ვინ გარისკავს ოპონირებას

თუმცა ბნელეთში ხო ყველა გმირია
* * *
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება.
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
* * *
სონეტის გაშიფვრა:
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, - ვინც ვქართველობთ დაგვაბეჩავეს და დაგვცინიან
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, - - Bელადი და მისი ნაცები

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება. - ბელადის პიარი და საზოგადოების დაბოლება !
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, - თვითმარქვია ბელადი და მონები !
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, - ახალგაზრდებს ბუჩქებისკენ, ძირს ქართული პატრიოსნება !
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, - გავაქროთ და დავივიწყოთ ყველაფერი რაც 2003 წლამდე იყო
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ. - ყველა სხვა ჩარეცხილები ხართ ნაცების გარდა!!!
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,- დაცინიან შოთალ, ილიას, აკაკის, ვაჟოს და გალაკტიონს... მოდაშია დეისიძე, ბუღაძე და სხვა ვაი მწერალ-მბღაჯნავები
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, - ნაცების იდეოლოგიური მამები და თავისუფლების ინსტიტუტი!
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, - ყველა ვინც ხმას ამოიღებს ან მტერია, ან გოიმი, ან გიჟი!!!
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.- კაი საქმის მაკეთებლებს გადასახადებით და ციხეებით უმასპინძლდებიან და ქონებას უყიდიან!!!
ასე დაღლილი, ამქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.