საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელო შეიქმნება
10:53 18-07-2010
საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელო შეიქმნება სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით დამხმარე სახელმძღვანელო შეიქმნება .
სახელმძღვანელოზე, რომელშიც ასახული იქნება საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX-XXI საუკუნეებში და ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს.
თავად გადაწყვეტილება კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს. კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას მიაჩნია, რომ სეპარატისტთა არც ერთი ცრუ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ოკუპირებულ ზონებში ამჟამად შექმნილი ვითარების გაყალბებისკენ, ქართული სამეცნიერო წრეებისგან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
სახელმძღვანელო გამოსაცემად მზად აგვისტოში იქნება. წყარო:
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...sheiqmneba.html This post has been edited by Kakha92 on 18 Jul 2010, 11:36