კითხვა კარდიოლოგთანამ თემაში ყველაზე მეტად დაგეხმარებიან.
შენი გახსნილი მეორე თემის პოსტიც იმ თემას მივუერთე.
არითმიას და მის მიზეზებს რაც შეეხება, დიდად პათოლოგიურ პროცესს არ ჩავუღრმავდები, რადგანაც საკმაოდ რთული გასაგებია. მოკლედ გეტყვი, რომ არსებობს პარკუჭოვანი (ვენტრიცულური) და ზეპარკუჭოვანი (წინაგულოვანი; მგონი ასეა ქართულად - სუპრავენტრუკულური). ეს ორი თავისი თვისებებით, სიმძიმით და მკურნალობით განსხვავებულები არიან, ამიტომ საჭიროა სწორი დიაგნოსტიაკა. არითმიების მიზეზი, საბოლოო ჯამში გულის კუნთის ნერვული იმპულზების განვლადობის გარღცევა გამოდის. გულის კუნთში ნერვული იმპუსის გავლა წინაგულში ერთ გარკვეულ ადგილას უნდა დაიწყოს და მერე გარკვეული, სათანადო გზებით უნცა ჩამოვიდეს პარკუჭებში და იქაც გარკვეული კანონზომიერებით გაცრელდეს.
პათოლოგიის დროს, გარკვეული მიზეზების გამო, ასეთი კანონზომიერი გავრცელება არ ხდება და წარმოიქმნება ცალკე პატარა უკანშემავალი ელექტრონული წრედები (reentrant circuit), რომელთა გამოც გულში იმპულსის გავლის გეზი, სიჩქარე და ამასთან ერთად სიხშირე იცვლება, რის გამოც გულის სხვადასხვა ნაწილები არაორგანიზებულად იწყებენ შეკუმშვას. იმის მიხედვით, თუ ასეთი წრედები სად წარმოიქმნება, გულის იმ ნაწილის არითმია იქნება.
თვითონ ამ წრედების წარმოქმნის მიზეზი ძალიან ბევრია, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი: მაგ. ნერვული გამტარობის თანდაყოლილი დარღვევები, კარდიომიოპათია, გულის კუნთის იშემიური დაავადებები / ინფარქტი და ა.შ.
ეს ძალიან ზოგადად - დანარჩენს ზემოთ, კარდიოლოგები გეტყვიან