#4977289 · 6 Mar 2007, 01:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
psyxo
QUOTE | თან არ მოითხოვს ბერობას და საზოგადოებისაგან იზოლაციას. |
მეორე მხრივ კი მისი დაარსებული აუროვილი, რომელიც საზოგადეობის განსაკუთრებული მოდელია, გარკვეული გაგებით იზილირებულიცაა დანარჩენი სამყაროსგან. როგორც ვიცი, სანამ შრი აურობინდო და ბოლოს კი "დედა" ცოცხლები იყვნენ, სულ სხვა სული ტრიალებდა იქ, თავისუფალი და შემეცნებითი, ძალიან საინტერესო პედაგოგიკა ჰქონდათ სკოლებში -ბავშვის სწავლისადმი ინტერესს და სწავლის ბუნებრივ, ადამიანურ სიხარულს კი არ ჰკლავდა, არამედ ხელს უწყობდა... მაგრამ მათი სიკვდილის შემდეგ იქაც, რამდენადაც ვიცი, "აირია მონასტერი"... ნავში წყალი შევიდა... ნავთან შედარება ამის გამო:
QUOTE | შეგიძლია იცხოვრო საზოგადოებასთან, მაგრამ არ იყო მასში!.. |
"ნავივით უნდა იყო -თქვა მოძღვარმა - ნავი წყალზეა, მაგრამ წყალი არაა მასში."
--------------------
ადამიანი
"I would prefer not to"
|