fujitaეხლავე : )
მოკლედ, ვიდეოს ავტორი არის სავარაუდოდ ათეისტი და მიმართავს განათლებულ ქრისტიანებს (განათლებულში პროფესიის მქონეს და საკუთარ რელიგიაში გაცნობიერებულს გულისხმობს) რომ შეადგინა 10 კითხვა, რომელზეც უნდა გასცენ პასუხი.
1. ღმერთი ახდენს სასწაულებს და კურნავს ადამიანებს უკურნებელი სენისგან, მაგალითად კიბოსგან. მაშინ რატომ უგულებელყოფს იმათ, ვისაც კიდური მოკვეთეს და რატომ არ უმთელებს ამპუტირებულ ორგანოს? ანუ რატო აიგნორებს მაგათო
2. ღმერთი უსმენს ყველა მლოცველს და ზრუნავს მათზე. მაშინ რატომ შიმშილობს ამდენი ადამიანი მსოფლიოში? და მაგალითისთვის მოყვანილი ყავს აფრიკელი ბავშვები. წიპა ესეთი -
http://cosmicdynamics.files.wordpress.com/...an3_470x350.jpg3. რატომ მოითხოვს მოსიყვარულე ღმერთი უდანაშაულო ხალხის ხოცვას? და მოყავს მაგალითები ძველი აღთქმიდან შაბათს მომუშავეების, ჰომოსექსუალების, ურჩი შვილების და ა.შ. დახოცვისკენ მოწოდებაზე
4. რატომ შეიცავს ბიბლია მეცნიერებისგან უარყოფილ თეორიებს? - სამყარო არ შექმნილა 6 000 წლის წინ 6 დღეში, ევერესტი არასდროს დაუფარავს წარღვნისას მოვარდნილ წყალს, იონა ვერ გაჩერდებოდა თევზის მუცელში სამი დღე, ადამი (ადამიანი) არ შექმნილა მტვრისგან. რატომ უგულებელყოფთ ამას, როცა მეცნიერების მიღწევებს ყოველდღიურად იყენებთო - მანქანა, ტელევიზორი, მიკროტალღოვანი ღუმელი, კომპიუტერი და ა.შ.
5. რატომ უჭერს ღმერთი მხარს მონობას? - გამოსვლა 21:20-12, კოლასელთა ეპისტოლე 3:22-24, ეფესელთა 6:5, I პეტრე 2:18
6. რატომ ემართებათ უბედურებები კარგ ადამიანებს?
7. იესოს სასწაულები რატომ არ ხდებოდა აშკარად? (მგონი ამას გულისხმობს, კარგად ვერ გავიგე)
8. როგორ ახსნით იმას, რომ იესო არ გეცხადებათ? ის ხომ ყოვლისშემძლეა , მაგრამ თუკი თხოვ რომ გამოგეცხადოს, არაფერი ხდებაო, არ გისრულებს ამ სურვილსო
9. რატომ უნდა იესოს რომ მისი სისხლი დავლიოთ და ხორცი შევჭამოთ? (ზიარება) ეს ხომ კანიბალურ და სატანისტურ რიტუალს უფრო გავს არსით, ვიდრე ქრისტიანულს?
10. ბიბლიაში წერია, რაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებსო. ამის ფონზე რატომ ანგრევენ ქრისტიანები ოჯახს და ეყრებიან ერთმანეთს? ოჯახი ხომ ყოვლისშემძლე არსების მიერაა ბეჭედდასმული და გაყრით ეწინააღმდეგებიან მას (ღმერთს)
ამის შემდეგ თვითონ სცემს ყველა კითხვას ამ პასუხით: "იმიტომ რომ ღმერთი არარეალურია, წარმოსახვითი".