#23362558 · 8 Jan 2011, 23:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრეც მინდოდა ამ თემის გახსნა და მერე გადავიფიქრე,მაგრამ მარტომ ამ კითხვაზე პასუხი რომ ვერ ვიპოვე გადავწყვიტე დამეწერა, უბრალოდ მაინტერესებს სხვებსაც თუ ემართებად ასე , მოკლედ ადრე ამ თემაზე აქ ფორუმით შეკრებილ ბავშვებთანაც ვთქვი არტთერაპიაზე შეიძლება მიმიხვდნენ.
მოკლედ რა ხდება,ბავშობიდან 2-3 უახლოესი დაქალი დაძმაკაცი მყავდა,ისე ვმეგობრობდი მათთან ,რომ რაღაც ეგოისტურად, ძალიან ერთგული ვარ და რაღატომაც მეგონა რომ ისინიც სულ ჩემთან იქნებოდნენ და ასე შემდეგ, როცა გავიზარდეთ ნუ იმათ სხვა მეგობრებიც გაიჩინეს , სხვა წრე და ასე შემდეგ , მე კი იმის მერე ისე გარიყულივით ავღმოვჩნდი და დაიწყოოო დაიწყოოო ის რაც ეხლა მჭირსსსს ანუ რააა----- ვთქვათ სადღაც რაღაც წრეში ვარ ხალხის,ყველას უყვარს ჩემთან ყოფნა,მედაქალებიან ,მემეგობრებიან, მე ამ დროს ყველასთან ასევე გახსნილი ვარ კარგად ვარ და ასე შემდეგ და მერე ეს ხალხი დაიყოფა პატარ პატარა გრუპებათ და მე აღარცერთ გრუპაში არ ვხვდები, აი მაგალითად ინსტიტუტში, რომ იტყვიან სული და გული ვიყავი ყველასი , ყველას საერთო მეგობარი გავხდი, მერე კი დაიყვნენ და მე ისევ დავრჩი მარტოოოო, სულ ასე მემართება, თითქოს ძაიან ბევრი მეგობარი მყავს და თან არც მყავს, რაღაც რომ მიჭირს და მინდა ვინმე მეგობარს უთხრა .ვერ ვიგებ ვის უთხრა , იმიტომ რომ ყველას თავისი სამეგობრო აღმოაჩნდებახოლმე თუ რა არის არ ვიცი ,არადა თითქოს არ ვარ ისეთი ადამიანი ჩემთან ურთიერთობა რომ არ უნდოდეთ . უბრალოდ ყველგან სადაც მივალ და სადაც მეგობრებს გავიჩენ ასე მემართება. აუ ამდენი ხანია ვწერ და ვინიცის რა გაურკვევლად არა? მგონი კარგად ვერ ვწერ იმას რასაც ვგულისხმობ. მიმიხვდით ვინმე?
--------------------
Geo wlakers tours -შემოგვიერთდით ფეისბუქზე და იხეტიალეთ ჩვენთან ერთად :)
|