#20771298 · 21 Jul 2010, 12:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დილიდან ვკითხულობდი სხვადასხვა პოლიტიკურ ინფორმაციებს, ვაანალიზებდი(ჩემებურად)...
თითქოს რაღაც დასკვნამდე მივედი, მოსაზრებებიც გამოიკვეთა...
გადმოცემის ფორმაც ჩვეული შევარჩიე...
მერე დავიწყე შეთხზვა, რომ გასაგებად გადმომეცა - ვიჯექი მონიტორთან და კლავიატურაზე ვჯახირობდი...
ბოლოს მივხვდი, რომ რაზეც არ უნდა დამეწერა, ორი-სამი გვერდის მერე მომხმარებელთა შორის შესაძლოა დაიწყებოდა ურთიერთდაპირისპირება პოლიტიკური, რელიგიური, ფილოსოფიური თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით...
მერე, ამ შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად რომელიმე მზრუნველი მოდერი მიახურავდა თემას...
ჰოდა, მოდით, ამიერიდან ასე მოვიქცეთ - თემას როცა გავხსნით, დავდოთ ის ინფორმაციები, რომლებიც ოფიციალურ თვალსაზრისს არ ეწინააღმდეგება და მერე ყოველგვარი განსჯისა და კამათის გარეშე ეგრევე დავხუროთ ხოლმე...
რას საჭიროა, რომ ადამიანებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან?
რა, მართლა ფორუმი ხომ არ არის, მამაძალი?
ან კი საჭიროა, რომ ადამიანებს საკუთარი აზრები გააჩნდეთ?
მაი, რიითვინა გვყვან მთავრობა, ჰა?
ჰოდა ეგრე! - დახურე, მოდერო, დახურე!
და ბანებიც მოგვანიჭე თავი ვორნებიანად...
დაგვჭიპეთ! დაგვჭიპეთ!
This post has been edited by Precursor on 21 Jul 2010, 12:23
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|