licemer
გააჩერეთ ფორუმი! ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!

        
ჯგუფი: Members
წერილები: 43739
წევრი No.: 48791
რეგისტრ.: 8-December 07
|
#20770505 · 21 Jul 2010, 11:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).არქიეპისკოპოსი პავლე
თქვენი სინდისისა გრცხვენოდეთ
სამწუხაროდ, სადღეისოდ, მივიწყებულია ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ წვერ-ულვაში, რომელიც ოდითგანვე სინდის-ნამუსის სიმბოლოს წარმოადგენდა ქართველთათვის, სამარცხვინოდ და ლამის ღირსების დამაკნინებლად მიიჩნევა. წვერ-ულვაშისადმი ამგვარი დამოკიდებულება არის სეკულარიზაციის ანტიქრისეანული სულის ზეგავლენის შედეგი, რომელიც, სამწუხაროდ სულ უფრო და უფრო იჭრება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უტევს ეკლესიურ ცნობიერებას და ზნეობის გამანადგურებელ შედეგებთან ერთად საგეჰენიოდ განამზადებს სულს. ამისი დადასტურებაა ის, რომ დღეს მრავალ ქართველს, ვისაც დიდი პრეტენზიები აქვს მართლმადიდებლობაზე, საეკლესიო წეს-ჩვეულებათა დაცვა (რომელთა შორის წვერის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესთაგანია) ძველმორწმუნეთა ახირება ჰგონია და თავისი არაქრისტეანი "მოძმეებისა" და "ერთმორწმუნეების" შემწეობით სრულიად უგულებუყვია.
მრავალმა არ უწყის ქრისტეანული არსი წვერმოსილებისა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც შეგნებულად ეწინააღმდეგებიან მას და არასწორი განმარტებებით წარწყმედას უადვილებენ გულუბრყვილოთ (იხ. მაგალითად, არქ. რაფაელის (კარელინი) წიგნი "საუბრები მართლმადიდებლობაზე" (თბილისი 1994 წ., გვ. 106). სწორედ მათდა და მისნაირთა პირის დასაყოფად შევკრიბეთ წმ. მამათა შეფესებანი და საეკლესიო სჯულმდებლობანი წვერის პარსვის შესახებ, რათა გვეჩვენებინა უსჯულოება ამგვარი ქმედებისა და უღვთოობა წვერის გაპარსვის აპოლოგეტებისა. "გონიერი კაცი ყველაფერში ღვთის გულის მოგებას ცდილობს, იგი ღვთისგან მონიჭებული ღირსების შერყვნას არ შეუდგება და თუკი წყეულ არიან ღვთის მცნებათაგან გარდამხდომნი, იგივე წყევლას ექვემდებარებიან ისინიც, ვინც წვერს იპარსავს და ამგვარი უგუნურებით უფლის განჩინებას ეწინააღმდეგებიან" (ღირ. მაქსიმე ბერძენი).
"შეჰქმნა რა მამაკაცად და დედაკაცად ადამიანი, ღმერთმა ხილული ზღვარიც დასდო მათ შორის; ნიშნად მეთაურობისა, წვერშემოსილი გარეგნობით შეამკო მამაკაცი, დედაკაცს კი ამგვარი ღირსება არ უბოძა, რათა მამაკაცის წვერმოსილება სრულქმნილობის, სიმშვენიერის, მამაკაცური ღირსების და დედაკაცზე უპირატესობის ხატად ჰქონოდა თვალწინ. მოციქულთა სწორი წმ. კლიმენტოსი, მოწაფე წმ. პეტრე მოციქულისა, მოწმობს, რომ არ უნდა შებღალოს წვერი მამაკაცმა და კაცის ბუნების საწინააღმდეგოდ არ შეიცვალოს გარეგნობა. მაგრამ, ო, ბოროტება! ღვთის ხატად შექმნილმა ადამიანმა ცვალა ღვთითბოძებული სიკეთე და გარყვნილი გარეგნობის მოყვარულთა საამებლად, მამაკაცური ხატის შეურაცხყოფით (ე. ი. წვერის მოპარსვით _ არქიეპ. პ.) დედაკაცს მიემსგავსა" (პატრიარქ ადრიანეს ეპისტოლე წვერის მპარსველთა სამხილებლად). ზოგიერთი წვერს იპარსავს, ხოლო ულვაშს იტოვებს და ერთგვარ საამაყო საქმედაც კი მიაჩნია, რითაც იმავე ნიკონიანელი პატრიარქის (ადრიანეს) მტკიცებით: "პირუტყვებსა და ძაღლებს ემსგავსება, ულვაშები ხომ მათაც გააჩნიათ, ეგაა წვერი არ უბოძებია მათთვის გამჩენს" (იქვე).
წმ. მამებიც აძაგებენ ამდაგვარ წვერგაპარსულ და პირუტყვთ მიმსგავსებულ გარეგნობას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წვერისმოძულეს უწოდებს ღვთისგან განდგომილ მეფე იულიანეს და უღმერთობაშიც ამხელს. წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებაში ეშმაკის გარეგნობის მქონედ მიიჩნევს წვერმოპარსულთ. ღვთაებრივი ეპიფანე კვიპრელი კი წვერის მოპარსვაზე უსაძაგლესად არაფერს მიიჩნევს. გარყვნილი ჩვეულება წვერის პარსვისა ყოვლად უსაძაგლესი და ბარბაროსული რამ არის, რაც ყირიმელ თათრებსა და სხვა არაქრისტეან, წვერიპარსია ხალხებს შორის დღემდეა შემორჩენილი.
კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ნეტარმა მიქაელ კერულარიოსმა, სხვა ნეტარ პატრიარქთა მსგავსად დიპთიქიდან ამოაგდო წვერის პარსვაში მხილებული რომის პაპების ხსენება... და თავდ უწმიდესი მსოფლიო პატრიარქნი და ადგილობრივი კრებანიც არა თუ ანათემას გადასცემდნენ, არამედ სიკვდილის შემდეგაც კი არ შეიწყნარებდნენ და არ მოიხსენიებდნენ წვერიპარსია ქრისტეანთ.
მაშ, დაჟინებით გევედრებით ცრემლმორეული, თუ გსურთ ჭეშმარიტ მამაკაცებად იწოდებოდეთ და არა დედაკაცებად, - შეწყვიტეთ ღვთითშემოსილი მამაკაცური ღირსებისა და მშვენების, - წვერის მოპარსვა. ნუ დაემსგავსებით საცდუნებლად განლაღებულ მეძავ დედაკაცებს და ნუ დაემორჩილებით უბილწესი მამათმავლობისკენ წამბიძგებელ ცოდვას. გრცხვენოდეთ თქვენი სინდისისა!" (იქვე).
მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად ნათქვამისა: "ნუ გაიპარსავთ წვერს თქვენსას" (ლევიტ. 19:27), თქვენ მაინც იპარსავთ და სახეს თქვენსას ილამაზებთ; ან ცდილობთ მოაწონოთ თავი ვინმეს, მაშინ როდესაც, უკვე ღვთისთვის საძაგლებად ქცეულხართ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი. Творения, часть 2, стр. 15). რამეთუ მოციქულნი "კრძალავენ თავის გაპარსვას და გარეგნობის შებღალვას წვერის მოპარსვით" (წმ. კირილე ალექსანდრიელი. Твор. часть 2, стр. 351). არ შეიძლება გაიფუჭო შენი წვერის თმა და კაცის ბუნების საწინააღმდეგოდ შეიცვალო გარეგნობა. ნუ გაიშიშვლებთო, _ ამბობს კანონი, _ თქვენს წვერს (ლევიტ. 19:27). რამეთუ უწვერობა ქალს მომადლა გამჩენმა, ხოლო მამაკაცი ცნო ამ მიუდგომლად და "შენ, გამპარსველო წვერისა შენისა, რათა მოსწონდეთ, როგორც მოძალადე კანონისა იქნები საძაგელი ღმრთისთვის _ შენი გამჩენისთვის, რომელმაც შეგქმნა შენ თავის ხატად" (დადგენილებანი წმიდათა მოციქულთა. წიგნი 1, გვ. 6, 7). რადგან, "რა არის იმაზე უფრო უარესი და საძაგელი, თავზე თმას იზრდიდნენ და მამაკაცის ხატად ბოძებულ წვერს კი იპარსავდნენ. ღვთის სიტყვა და მოძღვრება მოციქულთა დადგენილებებში განაწესებს, რომ არ უნდა შეირყვნეს ხატი იგი, ანუ არ უნდა შეიკვეცონ წვერი და არ უნდა ატარონ გრძელი თმები მეძავთა მსგავსად" (წმ. ეპიფანე კვიპრელი, Твор., часть 10, гл. 7).
"მოციქულთა ქადაგების მიხედვით მამკაცმა თმა არ უნდა გაიზარდოს, რამეთუ იგი არის ხატი და დიდება ღვთისა. ამაზე უფრო საშინელი კი წვერის გაპარსვაა. მოციქულთა მცნებებში ღვთის სიტყვა გვაუწყებს "არ დაიმახინჯოთ თქვნი გარეგნობა უწვერობით და რომელთაც ინებონ მათი შეგონების წინააღდმეგ გალაშქრება, ეუწყოთ, რომ არც ჩვენ და არც ეკლესიას არ გაგვაჩნია ამგვარი ჩვეულება, რითაც გადადიან მოციქულთაგან და წმ. ეკლესიისგან დადგენილ საზღვრებს" (ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი. სიტყვა 37). აი რას წერდა ღირსი ისიდორე პელუსიელი ვინმე დიონისეს წვერის პარსვასთან დაკავშირებით: "ფრიად დამწუხრებული ვარ შენს გამო, რადგან მესმის, თითქოსდა უკვე აღარ მისდევ წმ. მამებისეულ უბიწოებას და გარეგნობის შერყვნითა და დედაკაცური გარეგნობის მიღებით, დამორჩილებიხარ უცხოსა და სამარცხვინო ჩვეულებას. ხოლო ეს შემოქმედის დაყვედრებას ნიშნავს, რამეთუ, თუკი უარყოფ დროით მონიჭებულ ღირსებას მოწიფულობისა, მით აჩვენებ კაცობას რომ უარყოფ დაჟინებით" ( Св. Исидор Пелусийский. Письмо 463 к Диогисию младщему). წმ. მამათა განმარტებით: "ქრისტეან მამაკაცს არაფერი უნდა ჰქონდეს ბავშვური ან ქალური და არამამაკაცური" (თეოფილაქტე ბულგარელი. "მახარობელი", მათე 14:21).
წვერის მოპარსვა წარმართული ჩვეულებაა, - ამას ღაღადებს წინასწარმეტყველი იერემია: "მათ საკერპოებთან ეტლებით მიდიან დახეული კვართებით შემოსილი ქურუმები, თმაწვერმოპარსულნი და თავშიშველნი" (ეპისტოლე იერემიასი 1:30). ამასვე მოწმობს ნეტარი თეოდორიტე, რომლის თქმით "ელინებს ჩვეულებად ჰქონდათ თმა არ შეეკვეცათ ყრმათათვის და დროთა განმავლობაში დემონთათვის შეეწირათ ისინი. მათივე ჩვეულება იყო წვერის მოპარსვა" (Творения, част 1, стр. 153). ამ წარმართულ ჩვეულებათა მიდევარი ქრისტეანნი ეკლესიიდანაც კი განიკვეთებოდნენ. ამის შესახებ ნათლად მეტყველებს "დიდი რჯულისკანონი". VI მსოფლიო საეკლესიო კრების 96-ე კანონის ზონარასეულ განმარტებაში ნათქვამია:
"თმებს იხვევენ, რათა ხუჭუჭთმიანებად გამოჩნდნენ; იღებავენ, რათა ქერათმიანებად მოაჩვენონ თავი; სხვები ჯერ თმას დაისველებენ, შემდეგ კი მზის გულზე იშრობენ, თმის სიშავე რომ შეცვალონ. არიან ისეთებიც, ვინც საკუთარს იჭრის და სხვის კულულებს იდგამს თავზე. თმებს თუ ასე ექცევიან, წვერს პირიქით ღინღლს გამოჩენისთანავე სპობენ, წვერში რომ არ გადაიზარდოს და თვალშისაცემი იყოს მათი პირის სისადავე. ცდილობენ ნაზ არსებებად წარმოაჩინონ თავი და მიემსგავსონ ქალებს. ხოლო ისინი, რომელთაც სისტემატურად ეზრდებათ თმა, წვერი რომ არ ატარონ ქოთნის გახურებული ნატეხით იმ ზომამდე იწვავენ, წვერის სიგრძეს ახლად ამოსული ღინღლის შეხედულება რომ ჰქონდეს და მოწიფულობას მიღწეული მამაკაცნი მოუმწიფებელ ყმაწვილკაცთ მიემსგავსონ ანუ მათ, რომელთაც ეს-ესაა ამოსდით წვერი და ყოველივე ამას იქმან არა მხოლოდ უბრალონი, არამედ დიდებულნიც, რის გამოც ბოროტება იგი ერთგვარი ეპიდემიური ჭირის მსგავსად მოედო და დაასნებოვნა ქრისტეს სახლის მატარებელნი და განურჩევლად ნთქავს ყველას, ყოველივე ეს ხდება ღვთაებრივი და უძველესი მცნების საწინააღმდეგოდ, რომელიც ბრძანებს: "ნუ გადაიხოტრავთ თავს და ნურც წვერს მოიპარსავთ" (ლევიტ. 19:27). ღვთაებრივი მოციქული პავლე ამბობს: "მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაი გრძელად, უშუერებაი არს მისა" (1 კორინთ. 11:14). ბოლოს, გაკვირვებული ზონარა დასძენს, რომ "ამჟამინდელი მამანი არათუ არ სჯიან მათ, რომლებიც ზემოთთქმული უღვთოებით ეპყრობიან თმასა და წვერს, არამედ უმეტეს უსირცხვილობას იჩენენ და ამგვარი სახით ეკლესიაშიც კი შედიან, აძლევენ კურთხევას და (ო, მწვერვალო უღვთოებისა!) თვით უწმინდეს და უპატიოსნეს საიდუმლოთაც კი აზიარებენ და ამ უმსგავსობას არ ეწინააღმდეგება არავინ არც პატრიარქი, არც სხვა მღვდელმთავარი და არც ბერები, რომელთაც ასეთი უსირცხვილოდ მოქმედი ადამიანები ჰყავთ სულიერ მოძღვრებად" (Правила Святых,Вселенских Соборов 5-7. Правила шестого собора, прав. 96, толкование от Зонары. Изд. Москва. Общ. дух. просвещения. Москва 1912 г., стр. 277, 278).
თუ ვინმეს ჰგონია, რომ წვერის მოპარსვა მხოლოდ სამღვდელოთათვის იყოს განწესებული და არა ერისკაცთათვის, მათ შევახსენებთ განმარტებას "დიდი რჯულისკანონიდან" "წმიდა კანონთაგან ეპითიმიას (განკვეთას) ექვემდებარებიან ისინიც, რომლებიც თავს არ აკარებენ სამართებელს, ანუ თმას არ იკრეჭენ და დედაკაცებივით იზრდიან; იგივე ეპითიმიას ექვემდებარებიან წვერის მომპარსველნიც, რომლებიც წვერს იპარსავენ იმისთვის, რათა შემდეგ თანაბრად და კოხტად ზარდონ იგი, ან იმისთვის რათა მუდამ ახალგაზრდად და უწვეროდ გამოაჩინონ თავი... ამავე ეპითიმიას ექვემდებარებიან ის დედაკაცნი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ფერ-უმარილისა და საღებავების წასმით როგორმე მიიპყრონ მამაკაცების ყურადღება. ოჰ! როგორღა არის შესაძლებელი თავის ქმნილებებად, თავის ხატად მიიჩნიოს ისინი ღმერთმა, როდესაც ღვთის ხატების (ანუ სათნოებათა _ არქიეპ. პ.) დამკარგველთ ეშმაკის გარეგნობა მიუღიათ. განა არ უწყიან მყის მეძავ იეზაბელს რომ ემსგავსებიან?
ამრიგად, "ყველა - მამაკაცნი და დედაკაცნი, რომელნიც მსგავს რასმეს იქმან... განიკვეთებიან! და თუ ეს ერისკაცთათვის აკრძალულია, მითუმეტეს კლერიკოსთა და სამღვდელო პირთათვის, რომლებიც საიტყვით, საქმით და გარეგნული კეთილსახოვნებით ერის დასამოძღვრად არიან მოწოდებულნი" ( Пидалион (Греческая кормчая книга), изд. Пикольского 1898 г., стр. 270, ... Всел.Соб. рав. 96, толк).
ასე, რომ არათუ წვერის პარსვა, არამედ მისი კოხტად შეჭრა-შემოჭრაც კი აკრძალულია და კანონთამიერი განკანონებით ისჯება. წვერის პარსვა ან შეჭრა წარმართთა უკეთური ჩვეულება კი არ არის მხოლოდ, არამედ, ამავე დროს, როგორც ღმრთის მიერ ბოძებული ხატის შერყვნა, უბილწეს მწვალებლობადაც კი მიიჩნეოდა და ექვემდებარებოდა ანათემას: "წყეულნი ლათინნი... იპარსავენ წვერს და იჭრიან ულვაშს, რაც სატანის უბოროტესი პირმშოს პეტრე ენაბრგვილისგან უსწავლიათ"... ბრძანებს სერბიელი მიტროპოლიტი დიმიტრი (Книга Димитрия митрополита сербского, гл. 3, 4, лист. 502).
"... და ეს არის არა მართლმადიდებელთა, არამედ ბილწ ლათინთა ერეტიკული ჩვეულება" (ასმუხლიანი კრება. თ. 40). ამიტომაც ასე შეაჩვენებს მართლმადიდებლობისკენ მოქცეული ლათინი (და ყოველი მწვალებელი, რომელიც წვერის პარსვას ასწავლის): "ვწყევლი ღვთისთვის საძაგელ, გარყვნილ გარეგნობას, რაც წვერის შეკვეცა-მოპარსვაში გამოიხატება და რომლის წამომწყები იყო რომის პაპი პეტრე ენაბრგვილი" (პატრ. ფილარეტ მოსკოველის დროს დაბეჭდილი კურთხევანიდან. "წესი ქრისტეს ეკლესიაში მოქცეულ ლათინთა მიღებისა, თ. 71).
"წყეულნი ლათინნი, რომლებიც მრავალ მწვალებლობებში არიან დანთქმულნი, წმიდა ხატებზეც არ გამოსახავენ ღვთითბოძებულ გარეგნობას და მით არც უფალს, არც მის წმინდანებს თაყვანს არ სცემენ და პატივს არ მიაგებენ... და ამგვარად არ აძლევს მათ ეშმაკი იმის საშუალებას, ღვთითბოძებულ გარეგნობას რომ უცქირონ, არამედ გამუდმებით წვერ-ულვაშის გაპარსვისკენ აქეზებს; ამაზე უარესსაც იქმან და წვერ-ულვაშს საკუთარი კბილებით იკვნეტენ, რომლის მსგავსი არც ძველ და არც ახალ აღთქმაში არ გვსმენია" (იქვე).
ზოგიერთს საეჭვოდ გაუხდია, რომ წვერის პარსვა უფლის მიერ ბოძებული ხატის შერყვნაა, მათ შორის არის ვინმე "არქიმანდრიტი" რაფაელიც: "ო, ბოროტო თვითნებობავ! თავის ხატად და მსგავსად შეგქმნა ღმერთმა და გამოჩნდნენ უმადურნი, ხორციელნი... რომლებიც სამართებლით რყვნიან (იპარსავენ) წვერებს... არ ეკადრება ამგვარი საქციელი მართლმადიდებელს, რამეთუ მწვალებელ ლათინთა საქმეა იგი და მქმნელი ამისა შეურაცხყოფს უფალს, რომელმაც ადამიანი "თავის ხატად შექმნა" (Митр. Макарий. История Русской Церкви, т. 8, Послание митрополита в Свяжск).
ამრიგად, "წვერის შემკვეცელები მწვალებლებად იწოდებიან და თქვენ, ამგვარად მოქმედნო, ადამიანთა თავმოსაწონად რომ ირჯებით და უფალს კი ეწინააღმდეგებით, მოძულებულნი იქნებით ღვთისგან, რამეთუ საკუთარ ხატად ჰყავხართ შექმნილი" (სლავ. "კორმჩაია" (დიდი რჯულისკანონი)). აი, რას ვკითხულობთ ათონურ პატერიკში. წმ. ათონის მთაზე პაპისტების თავდასხმის შესახებ. როდესაც პაპისტები გარს შემოერტყნენ ათონის ზოგრაფის მონასტერს, ბერებისგან თავიანთი მწვალებლური სწავლების მიღება და წვერის გაპარსვა მოითხოვეს. ზოგრაფელმა მამებმა საკადრისი პასუხი გასცეს მწვალებელთა მოთხოვნას, ხოლო წვერის შესახებ ასე მიუგეს მტარვალთ:
"... ხოლო წვერის მოპარსვას არც ძველი და არც ახალი აღთქმა არ გვასწავლის, რამეთუ ძველ აღთქმაში პირველშექმნილი ადამიანიდან, მართლებიდან და წინასწარმეტყველებიდან, ვიდრე ჩვენს უფალ იესუ ქრისტემდე ამის შესახებ არავითარი დადგენილება არ არსებობს. ახალ აღთქმაში კი არც თვით ქრისტეს, არც მოციქულთ ამის შესახებ არაფერი უთქვამთ; არც რომელიმე კრებას დაუდგენია, არც წესებით ყოფილა მითითებული; ეს ხომ ბრმისთვისაც თვალნათელია; შენ კი, სულიწმიდის უბადრუკო მგმობელო, წვერი კი არა, ენა უნდა მოიკვეთო, რათა იგი გმობასა და საცთურს არ ანთხევდეს და შენთან ერთად სხვებიც არ მიჰყავდეთ წარსაწყმედად..." (სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. წიგნი 2. თბლისი 1994 წ. გვ. 322). როდესაც ვამბობთ, წვერის მოპარსვა ღვთის ხატის დაკარგვას ნიშნავსო, ვგულისხმობთ იმას, რომ ადამიანი, როგორც ღმრთის ხატი უბიწოებითა და კეთილგონიერებით უნდა ბრწყინავდეს.
მაშ, დაჯინებით გევედრებით ცრემლმორეული, - თუ გსურთ ჭეშმარიტ მამაკაცებად იწოდებოდეთ და არა დედაკაცებად, შეწყვიტეთ ღვთითშემოსილი, მამაკაცური ღირსებისა და მშვენების, - წვერის მოპარსვა.
ნუ დაემსგავსებით საცთუნებლად განლაღებულ მეძავ დედაკაცებს და ნუ დაემორჩილებით უბილწესი მამათმავლობისკენ წამბიძგებელ ცოდვას. გრცხვენოდეთ თქვენი სინდისისა!
ლიცემერი: უზერებო, არის თუ არა ეს უკუნითი სიბნელე?
და "ზაადნო" კიდევ ერთი კითხვა: გინდათ ეკლესია რომ იყოს ცენტრი, ეკლესია რომ იყოს ორიენტირთა მთავარი განმსაზღვრელი, ხელისუფალთა თუ ჩვეულებრივი მოქალაქეთა ცხოვრების საერთო წესის დამდგენი?
This post has been edited by licemer on 21 Jul 2010, 11:40
--------------------
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით... მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.
|