მიმდინარეობს სპეციალური სოციოლოგიური კვლევა ფოტოგრაფიის თემატიკაზე. კვლევის მიზანია, გამოიკვეთოს ფოტოგრაფიის სფეროში არსებული მდგომარეობა და წარმოჩინდეს ის პრობლემები, რაც დღესდღეობით არსებობს ამ სფეროში. კვლევის შედეგების საფუძველზე განხორციელდება ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს პრობლემების გადაჭრას და ამ სფეროს განვითარებას. ამდენად, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა და შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ კვლევაში. გთხოვთ შეკითხვებს უპასუხოთ გულწრფელად.
კითხვარი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ
ბმულიდანგამოკითხვაში მონაწილეებს ელით საინტერესო სურპრიზები. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის.
შევსებული ანკეტა გთხოვთ გამოაგზავნოთ ემაილზე: kitxvari0@gmail.com
შენიშვნა: კითხვარის შევსება და გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ ფოტოგრაფსა თუ ფოტომოყვარულს.
აქვე გთავაზობთ კითხვარს:
1. სახელი, გვარი
2. ასაკი
3. ემაილი
4. რა განათლება გაქვთ მიღებული
5. რა სფეროში საქმიანობთ (სწავლობთ)
6. რამდენი ხანია, დაინტერესდით ფოტოგრაფიით
7. რა ფოტოაპარატურა გაქვთ
8. რომელ ფორმატს იყენებთ: (ფირი, ციფრული, ორივე)
9. თუ მიგიღიათ შემოსავალი ფოტოსაქმიანობით?
10. ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში იღებთ ფოტოებს?
11. რამდენად ერკვევით ფოტოგრაფიის ტექნიკურ და მხატვრულ ასპექტებში (გადაღების ტექნიკა, ფოტოაპარატის რეჟიმები, კომპოზიცია, განათება და ა.შ.)
12. თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია, ფოტოგრაფმა (ფოტომოყვარულმა) იცოდეს ფოტოგრაფიის თეორია (ექსპონომეტრია, კომპოზიცია და ა.შ)
13. სად მიიღეთ განათლება ფოტოგრაფიაში
(ინტერნეტი, პედაგოგი, ლიტერატურა, მასტერკლასები ან დაასახელეთ სხვა)
14. რა საშუალებით ამჯობინებდით განათლების (ინფორმაციის, რჩევების) მიღებას ფოტოგრაფიაში (პედაგოგი, სპეციალიზებული სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, ინტერნეტი ან სხვა)
15. გსურთ ფოტოგრაფიის მეტნაკლებად საფუძვლიანი შესწავლა?
(თუ გსურთ, რატომ-მიუთითეთ მიზეზი, გსურთ ფოტოსაქმიანობა გაიხადოთ შემოსავლის წყაროდ თუ თქვენთვის ეს მხოლოდ ჰობია?)
16. გჭირდებათ თუ არა სპეციალიზებული ლიტერატურა (სახელმძღვანელო) ფოტოგრაფიაში უფრო სრულყოფილად გასარკვევად?
17. როგორი ტიპის სახელმძღვანელო გირჩევნიათ ფოტოგრაფიაში – დაბალი ხარისხის და იაფიანი თუ მაღალპოლიგრაფიული, ფერადილუსტრირებული და შედარებით ძვირი?
18. ფოტოგრაფიის შესახებ ქართულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოში რა თანხას გადაიხდიდით (10-დან 100 ლარამდე დაასახელეთ თანხა)
19. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა სასწავლო ტელეგადაცემა ფოტოგრაფიაში?
20. ასეთი გადაცემის შემთხვევაში ბლიც მასტერკლასებს ისურვებდით თავისი პრაქტიკული გადაღებების დემონსტრირებით თუ დისკუსიას ფოტოგრაფიის სხვადასხვა თემატიკაზე?
This post has been edited by photo-news on 23 Jun 2010, 15:45