#56272013 · 9 May 2020, 18:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მდედრობითი სქესის 42 წლის პაციენტმა მიმართა პოლიკლინიკას შემდეგი ჩივილებით: · თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, სწრაფი დაღლა, · პერიოდული სისხლდენები საშვილოსნოდან, რომლებიც არ ემთხვეოდა მენსტრუაციებს. სისხლდენები დაიწყო 1,5 წლის წინ. სისხლის ანალიზში, რომელიც გაკეთდა პოლიკლინიკაში, აღმოჩნდა: · Hb 95 გ/ლ, · ერითროციტები – 3,3´1012/ლ, · რეტიკულოციტები – 8,5%. · შრატის რკინა ნორმის ფარგლებში. ოჯახური პირობების გამო პაციენტმა ვერ ჩაიტარა შემდგომი გამოკვლევა და მკურნალობა. სისხლდენები გრძელდებოდა, ჩივილები გაღრმავდა იმდენად, რომ ნახევარი წლის შემდეგ ის იყო გოსპიტალიზებული გინეკოლოგიურ კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ~საშვილოსნოს მიომა~. კლინიკაში მოხვედრისას სისხლის ანალიზში – · Hb 45 გ/ლ, · ერითროციტები – 2,2´1012/ლ, · სისხლის ნაცხში – ერითროციტების ჰიპოქრომია, · ანიზოციტოზი, (მიკროციტების სიჭარბით), · რეტიკულოციტები – 0,05%. · შრატის რკინა – ნორმაზე ნაკლები. კითხვები: 1. შეაფასეთ პაციენტის სისხლის სურათი დაკვირვების ორივე პერიოდში, ე.ი. დაავადების დაწყებიდან ნახევარ წელიწადში და ერთი წლის შემდეგ (გამოთვალეთ ფერადობის მაჩვენებელი ორივე სისხლის ანალიზში). როგორი დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ? 2. შეადარეთ ორივე ანალიზი. რასთან არის დაკავშირებული ცვლილებები? როგორია პროგნოზი სისხლში ნანახი ცვლილებების? 3. დაახასიათეთ პაციენტის ორივე პერიოდის სისხლის სისტემის ტიპური პათოლოგია : პოლიკლინიკური პერიოდის და კლინიკური პერიოდის. 4. თერაპიის პრინციპები ამ შემთხვევის დროს. დიდი ალბატობით რკინადეფიციტურ ანემიასთან გვაქვს საქმე მაგრამ პირველ კლინიკურ მაჩვენებელ ვერ მივუხვდი შეიძლება კი ისიც იყოს რკინადეფიციტური ანემიის მაჩვნებელიც?მგონი არა
|