გამარჯობათ, ფორუმზე შექმნილი სიტუაცია აუცილებლად მოითხოვს გარკვეული ღონისძიებების გატარებას.
აშკარაა, რომ ფორუმზე არსებული სისტემა ვერ მუშაობს შედეგიანად, ამიტომაც ჩემის მოკრძალებულის აზრით აუცილებელია რაღაცეების შეცვლა, ამიტომაც შემომაქვს ახალი კოდექსი. განვიხილოთ იგი და საბოლოო სახით გადავცეთ ფორუმის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად.
ყველა შენიშვნა, თუნდაც ჩემთვის მიუღებელი პირადად, მაგრამ დასაბუთებული მიღებულ იქნება და შესაბამისი კორექტირება შევა კანოპროექტის არსებულ სახეში.
ყველას მოგიწოდებთ მონაწილეობა მიიღოთ. გთხოვთ საქმეზე ვისაუბროთ რაც შეიძლება მეტი. კანონპროექტის ელექტრონული ვერსია იხილეთ:
აქედან (დააჭირეთ აქ
)თბილისის ფორუმის კანონი მომხმარებელთა ქცევის შეფასებისა და შესაბამისი ზომების მიღების შესახებ.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოქვეყნებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფორუმის მომხმარებელი - დარეგისტრირებული პირი, რომელიც სარგებლობს ფორუმით და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს მისთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად.
ბ) ფორუმის მოდერატორი - დარეგისტირებული პირი, რომელსაც აქვს მინიჭებული სპეციალური უფლება, ზედამხედველობა გაუწიოს ფორუმის მომხმარებლებს და მიიღოს მიისთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად შესაბამისი ზომები.
გ) ფორუმის საკრებულო - სპეციალური ორგანო, რომელშიც შესაძლებელია ფორუმის მომხმარებელთა და მოდერატორთა მხრიდან კანონში ცვლილებების ინიცირება. აღნიშნული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის პრინციპით, სავალდებულო ქვორუმის დაცვით, რომელიც ასევე განისაზღვრება კანონპროექტით.
დ) ფორუმის სასამართლო - სპეციალური ორგანო, რომელიც შედგება 12 ადამიანისაგან, რომელთაც აქვთ მინიჭებული სპეციალური უფლება, განიხილონ, შეაფასონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ მომხმარებელთა და მოდერატორთა სარჩელების შესახებ.
მუხლი 2. ფორუმის მომხმარებელთა, მოდერატორთა, საკრებულოსა და სასამართლოს საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება
1. ფორუმის მომხმარებელთა საქმიანობის პრინციპებია:
ა) ფორუმის წესების პატივისცემა.
ბ) ფორუმის სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილების დამორჩილება.
გ) საკუთარი აზრის კორექტულად გამოხატვა (ყოველგვარი შეურაცხყოფა/დისკრიმინაციის რელიგიური, ეთნიკური წარმომავლობის, რასობრივი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულების, მსოფლმხედველობის, სქესის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. უპირატესობის ან არასრულფასოვნების პროპაგანდა, ზემოთხსენებული ნიშნით.)
გ.ა) რელიგიური დისკრიმინაცია/შეურაცხყოფა განურჩევლად აღმსარებლობისა. ასევე რელიგიური ლიდერების და სასულიერო პირების პიროვნული შეურაცხყოფა დასჯადია განურჩევლად გამოხატვის ფორმისა.(შეიძლება განსახილველად გადაცემულ იქნეს განსახულველად სასამართლოსვის, რათა დადგინდეს იყო თუ არა ესა თუ ის ქმედება ამ წესის დარღვევა)
გ.ბ) უცენზურო ლექსიკა პოსტებში ნებისმიერი შინაარსითა და მიმართულებით დასჯადია.
გ.გ.) პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ფორუმის სხვა მომხმარებელთა გაღიზიანებას და გამოწვევას ნებსით თუ უნებლიედ განიხილება სასამართლოს მიერ მომხმარებელთა სარჩელის შესაბამისად და მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები.
გ.დ.)პოლემიკის დაყვანა თანამოსაუბრის პირად შეურაცხყოფამდე ასევე განიხილება სასამართლოს მიერ და მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
2. ფორუმის მოდერატორთა საქმიანობის პრინციპები:
ა) ფორუმის მოდერატორთა საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება ფორუმის ადმინისტრაციის მიერ. (მისი თანხმობის შემთხვევაში ფორუმის საკრებულოს მიერ)
3. ფორუმის საკრებულოს საქმიანობის პრინციპები:
ა) ფორუმის საკრებულო შედგება 20 წევრისგან, რომელთაგან 15 წევრი აირჩევა მომხმარებელთა მიერ არჩევნების გზით ყოველ 2 თვეში ერთხელ 7 რიცხვში.
ბ) ფორუმის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობის პრინციპით.
გ) ფორუმის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად სავალდებულო ქვორუმია მის წევრთა 3/5 (12 წევრი)
დ) ფორუმის საკრებულო ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი მომხმარებლის მიერ ნორმალურად ჩამოყალიბებული და ასეთი სახით ინიცირებული კანონპროექტი და დააყენოს კენჭისყრაზე.
ე) ფორუმის საკრებულო ვალდებულია ორი მოსმენით განიხილოს საკრებულოს ნებისმიერი წევრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რათა არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება.
ვ) ფორუმის საკრებულოს ყველა წევრი ვალდებულია დეტალურად იცნობდეს ფორუმის კანონებს.
ზ) ფორუმის საკრებულოს ყველა წევრი ვალდებულია 48 საათში ერთხელ მაინც მიიღოს კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოში შეიძლება დადგეს მისი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.
თ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, მის ადგილზე, ინიშნება არჩევნება.
ი) ასარჩევ წევრთა კანდიდატურებს წარადგენენ ფორუმის წევრები მინიმუმ 10 ელ.ხელმოწერით. (ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი კანდიდატის წარდგენისთვის მხარდაჭერა)
კ) ფორუმის საკრებულოს შეუძლია დაითხოვოს ფორუმის სასამართლო.
4. ფორუმის სასამართლოს საქმიანობის პრინციპები:
ა) ფორუმის სასამართლო შედგება 12 წევრისაგან
ბ) ფორუმის სასამართლოს 3 წევრს ნიშნავს ფორუმის ადმინისტრაცია, დანარჩენ 9-ს ფორუმის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო.
გ) ფორუმის მოსამართლეთა დანიშვნა ხდება 3 თვის ვადით.
დ) ფორუმის მოსამართლეთათვის აუცილებელია ფორუმის წესების დეტალური ცოდნა.
ე) ფორუმის მოსამართლე ვალდებულია მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
ვ) ფორუმის სასამართლოს ევალება ნებისმიერი მომხმარებლის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა ამათუიმ მომხმარებლისა თუ მოდერატორის ქცევის შესახებ.
ზ) ფორუმის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა აღმასრულებელ-მოდერატორთა მიერ.
თ) ფორუმის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოა მომხმარებელთათვის და შეიძლება გასაჩივრდეს მხოლო ფორუმის მოდერატორთა ან საკრებულოს წევრთა მიერ.
ი) ფორუმის სასამართლოს შეუძლია განიხილოს, შეაფასოს და შესაბამისი გადაწყვეტილება გააცნოს ფორუმის საკრებულოს ამათუიმ კანონპროექტის ფორუმზე არსებულ სხვა კანონებთან შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 3. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს ადმინისტრაციის მიერ მისი გამოქვეყნებისთანავე.
ეს თემა რომ გადაისროლეთ ფორუმის შესახებში დააბრუნეთ რა უკან პოლიტიკის განყოფილებას ეხება მხოლოდ ვხსნი ახალ თემას და იმედია იმასაც არ მოისვრით
zazabichi
რომ გადაისვრი ხოლმე ჩემს თემებს კეთილი ინებე და განმიმარტე ვლადიმერ პოზნერი: მართლმადიდებლობა შედარებით ბნელი ეს თემა რატომ არაა რელიგიის განყოფილებაში მაშინ? და ჩემი თემები პირდაპირ ეხებოდა პოლიტიკის განყოფილებას და რისი გეშინია ერთი თუ რა ხდება რატომ ისვრი მაშინვე? თვალებში გეჩხირება და ნერვებს გიშლის?
განყოფილების გაუმჯობესებისთვის ვზრუნავ და ვცდილობ სხვებიც ავიყოლიო შენ კიდევ რას აკეთებ? რაც მოგწონს აჩერებ და რაც არა ისვრი ხო?
დააბრუნე უკან ოდნავი სურვილი მაინც თუ გაქვს ობიექტურობის და თუკი არასასურველი აღმოჩდება მომხმარებელთათვის თავისით დაიძირება.
მეტი პოლიტიკური თემა რაღა გინდათ?
უბრალოდ აცოცხლე თემა არაფერს არ გთხოვ მეტს.
This post has been edited by flamper on 24 Jul 2010, 12:02