მსგავსი თემა მემგონი არარსებობს,

ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით ალბათ ბევრი დაინტერესებულხართ, დღეისათვის მთელ მსოფლიოში აკრძალულია მსგავსი სახის შეიარაღება.
მე არ ვფლობ ამ საკითხტან დიდ ინფორმაციას.
1989 წლის 9 აპრილს რუსმა სამხედროებმა ქარტული მშვიდობიანი მიტინგის დასაშლელად გამოიყენა ძირიტადად ორი ტიპის გაზი, ქლორაცეტოფენონი CN და CS_ი.
მოკლე დახასიატება:
CS-ი აეროზოლის სახით გამოიყენება და მას პილპილის სუნი აქვს. მართალია, მას მიაკუთვნებენ ცრემლსადენ გაზს, ოღონდ მცირე კონცენტრაციის გამოყენების დროს. თუკი CS-ის კონცენტრაცია დიდია, მაშინ იგი ცრემლსადენ-მხუთავი გაზის ფუნქციას იძენს. იგი ცრემლდენისა და სუნთქვის ორგანოების ხუთვის გარდა იწვევს კანის დაწვას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სასუნთქი კუნთებისა და გულის დამბლასაც და შესაბამისად სიკვდილს.
CS-ის გაზით დაზიანების ნიშნებია: ძლიერი წვა და ტკივილი თვალებსა და გულმკერდის არეში, ძლიერი ცრემლდენა, ქუთუთოების უნებლიე ხუჭვა, ცემინება, სისველე ცხვირიდან (ზოგჯერ სისხლგარეული).
CS-ის გაზის ჩასუნთქვიდან 15-20 წუთში ეს სიმპტომები იზრდება. თუკი ადამიანმა დროულად მოასწრო აირწინაღის გაკეთება ან დატოვა ტერიტორია, ეს სიმპტომები 1-3 სთ-ის განმავლობაში ნელ-ნელა მინელდება.
ქლორაცეტოფენონი ძლიერ ცრემლდენას იწვევს, რადგან აღიზიანებს თვალებსა და საცრემლე ჯირკვალს. ის პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა, როგორც მომწამვლელი საბრძოლო გაზი, თუმცა ომში აღარ გამოუყენებიათ. მოგვიანებით ქლორაცეტოფენონი არალეტალური იარაღის კატეგორიას მიაკუთვნეს და მას ბევრი ქვეყნის პოლიცია იყენებს. თუმცა, ქლორაცეტოფენონის (მას სხვანაირად CN გაზსაც უწოდებენ) მაღალი დოზით გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გვერდითი ეფექტი, მაგალითად, ფილტვების მძიმე დაზიანება და თვით ლეტალური შედეგიც კი.
ცრემლსადენი გაზი, უკვე ჩვენმა დღევანდელმა მთავრობამ 2007 წლის 7 ნოემბერს, აქციის დასაშლელად გამოიყენა.
ცეზიუმ-137 ძალიან საშიში რადიოაქტიული ნივთიერებაა.