#20804216 · 23 Jul 2010, 19:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიშა!თუ ასე უფრო მოგწონს ბატონო სახელმწიფოს მეთაურო! შიერბინე ერთხელ თუ ძმა ხარ ტექნიკურ უნივერსიტეტში ისე,გზად.შეირბინე,ნახე და მითხარი თუ ძმა ხარ,ჰგავს ეს საქართველოს საინჟინრო კადრების სამჭედლოს?დიდებული იყო გუშინ შენს მიერ ნათქვამი აზრები განათლების სამინისტროში(ძლივს!გავიგონეთ როგორც იქნა რაღაც სერიოზული).მართლაც აუცილებელია მეცნიერულ-ტექნიკური სემოქმედებისა და ინჟინრული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.მაგრამ ამისათვის მისაღებია მთელი რიგი ზომები.უნდა გავითვალისწინოთ გარემოც.მოკლედ პირველ რიგში აუცილებელია ინჯინრის პროფესიისა და ტექნიკური შემოქმედების პოპულარიზაცია.ნუ დაგვავიწყდება,რომ ქართველებისათვის პრესტუჟი ლამის რელიგიადაა ცეული.და საერთოდ,თუ დავუკვირდებით თუ რატომაა ასე პოპულარული იურისტობა,ეკონომისტობა,ჯურნალისტობა და მისთანები,მგონი შეიძლება რარაც დასკვნების გამოტანაც.ახალგაზრდობამ უნდა დაინახოს პერსპექტივა მოღვაწეობის ამ სფეროში!წინააღმდეგ შემთხვევაში სულ თავზე რომ დაადგეს შაშკინი ყოველ მოწაფეს,არაფერი გამოვა.PR და რეკლამირება არ გეშლებათ ხელისუფლებას და ტელევიზიას.ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ნიჭიერ და მოაზროვნე ხალხსრატომ უნდა დარბოდნენ ხელგაწვდილები და აქეთბ იქეთ ეხვეწებოდნენ სხვას ფინანსურდახმარებას იმის რეალიზაციისათვის,რაც ქვეყანას ასე ჭირდება?ამის შემყურე მოინდომებს ვინმე ინჟინრობას?არ ურჩევნია რაიმე გზით მოხვდეს სცენაზე და აქვს თუ არა ნიჭი,დრო მაინც გაატაროს?აი დაანახეთ ხალხს,რომ საქართველოში ფასდება აზროვნება და ტექნიკური შემოქმედება! მეორე ზომა რაც უნდა მივიღოთ,გახლავთ იმ ეგრეთ წოდებლ კადრების სამჭედლოსათვის შესაბამისი სახის მინიჭება.ტექნიკური უნივერსიტეტი მოითხოვს ძირეულ რეორგანოზაციას!ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ:უნდა აშენდეს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი კომპლექსი.კომპლექსი,მხედველობში მაქ არა მარტო სალექციო აუდიტორიები,ისე ექსპერიმენტარული საამქროები და პოლიგონებიც!სტუდენტი,მომავალი ინჟინერი ვერაფერს ისწავლის რეალურად,თუ არ აქვს ზუსტი წარმოდგენა,რას წარმოადგენს მის მიერ ნასწავლი თეორია პრაქტიკაში.ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა იყოს მეცნიერულ-ტექნიკური შემოქმედების აკვანი!ამას ჭირდება თანხები.დიდი თანხები,მაგრმ ჩვენი მომავალი ნებისმიერ თანხებზე ძვირია.ჩვენს შემტხვევაში სიტყვა "მომავალი" შეიცავს ბევრ რამეს დაწყებულს ჩვენი ერის ფიზიკურ ყოფნა არ ყოფნის საკითხიდან.ამიტომ უდიდესი შეცდომა იქნებოდა ამ საკითხის სამომავლოდ გადადება და საჭირო თანხების არ გაღება
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|