რძისფერ ნისლებში ჩაძირული უსაზღვროება... ჩემი ფანჯრის ცხელ მინებს რომ მიეყრდნო ეხლა ბავშვური, გულუბრყვილო ღიმილით მითრევდა ღრმად, ფესვებისკენ. მარტოობას და რუხ ფერებს ყოველთვის ვხედავდი... მონატრების უფლებასაც არ მაძლევდნენ.... ეხლა კი წამებში გაიყინა ის ბუნდოვანი მოვლენები, რომლებიც ჩემი ტვინის ყოველ დაძაბულ მოძრაობაზე კიდევ უფრო იძაბებოდნენ და მეტად ბუნდოვდებოდნენ... ეხლა სულ სხვანაირ, ნაცრისფერ რეალობას ვხედვადი და თან ვაცნობიერებდი, რომ ეს არ იყო რეალობა... და რამდენადაც ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი მის რეალურობაში, ვრწმუნდებოდი რომ ჩემი თავის რაღაც ნაწილში... ჟანგბადიან ვაკუუმში ჩავიკეტე.
რატომ მაკანკალებს? რატომ თრთის ჩემი უმწეო სხეული? გარეთ ხომ თბილი ვნებები ბობოქრობენ... მაგრამ სულში სიცივემ ისე გაყინა ყოველი სიმი... ისე ძლიერ მოედო მას, რომ სისხლის ფერადი უჯრედები ვეღარ ასწრებდნენ ჟანგბადის მიწოდებას...
და მე მციოდა...
მციოდა და ნერვულ ქსოვილებს ისევ ვძავაბდი იმ ფიქრებით, რომლებზეც პასუხი არ ვიცოდი .... მაგრამ სხვა რა გზა მქონდა... გარდა ფიქრისა... გარდა მოთქმისა: "როდის დასრულდება ეს ყველაფერი" . . . და . . . დასრულდება კი?!
This post has been edited by pen-x on 27 Jul 2010, 13:20
მიმაგრებული სურათი